„ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№887
სარეგისტრაციო კოდი
010120000.08.002.016048
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 143, 04/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №887

2010 წლის 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399ბრძანებულებაში დამატებების შეტანის შესახებ

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დ ებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399ბრძანებულებაში(სსმIII,2006 წ., №88,მუხ. 1168)შ ეტანილ იქნეს დამატებები და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5-9 პუნქტები:

,,5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შ ე საძლებელია განხორციელდეს ორდინალური ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება, რომლისათვისაც გამოიყენება ამ დებულებით შესაბამისი კატეგორიის ვიზის გაცემის ათვის დადგენილი ნორმები, ამ მუხლით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით.

6. ორდინალური ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება დასაშვებია, თუ საქართველოში უცხოელის ყოფნის მიზნის განხორციელებისათვის მის მიერ მიღებული ვიზის მ ო ქმედების ვადა არ არის საკმარისი, გარდა ,,უცხოელთა სამართლებ რ ივი მდგომარეობის შესახებ” საქართვე ლ ოს კანონის 50-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც შესაბამისი ორგანოს მიერ მიიღება გადაწყვეტილება უცხოელის საქართველოდან გასვლის გადავადების შესახე ბ.

7. ორდინალური ვიზის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად უცხოელი ვიზის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 2 კვირით ადრე მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოს.

8. გადაწყვეტილება ორდინალური ვიზის მოქმედების ვადის გაგრძ ე ლების თაობ ა ზე, როგორც წესი, მიიღება 7 დღის ვადაში. ეს ვადა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, შ ე იძლება გაგრძ ე ლდეს ორ კვირამდე.

9. ორდინალური ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე დადები თ ი გადაწყვეტილების მიღების შ ე მთხვევაში, საქართ ვ ელოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო უცხოელზე გასცემს ორდინალურ ვიზას, რისთვისაც სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი შესაბამისი ოდენობით.”.

2. ეს ბრძ ა ნებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი