,,ქ. თბილისის ისტორიული ნაწილის განაშენიანების რეგულირების დროებითი რეჟიმის ამოქმედების შესახებ”
მიღების თარიღი 11.08.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №68
სარეგისტრაციო კოდი 010.270.000.10.003.000.067
გამოქვეყნების წყარო სსმ, 85, 12/08/2004
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.08.2004 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
,,ქ. თბილისის ისტორიული ნაწილის განაშენიანების რეგულირების დროებითი რეჟიმის ამოქმედების შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.75pt 59.15pt 49.65pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №68
2004 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
ქ. თბილისის ისტორიული ნაწილის განაშენიანების რეგულირების დროებითი რეჟიმის ამოქმედების შესახებ
ძველი თბილისის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო მხატვრულ-ისტორიული, ურბანული და ქალაქგეგმარებითი ღირებულების შენარჩუნების, უკანასკნელ წლებში მისი შემლახავი, უკონტროლო ახალმშენებლობის დარეგულირების, ქალაქის ჩამოყალიბებულ სახესთან თავსებადი მშენებლობების ხელშეწყობისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების სტიმულირების მიზნით:
1. ქ. თბილისის ისტორიული ნაწილის დაცვითი ზონების ფარგლებში 2006 წლის 1 სექტემბრამდე ამოქმედდეს განაშენიანების რეგულირების დროებითი რეჟიმი.
2. დროებითი რეჟიმი ვრცელდება ,,ქ. თბილისის ისტორიული ნაწილის სახელმწიფო დაცვის ღონისძიებათა შემდგომი გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1985 წლის 29 იანვრის №76 დადგენილებით, ,,ქ. თბილისში, ორთაჭალის მონაკვეთზე ისტორიული ნაწილის სახელმწიფო დაცვის ზონისა და განაშენიანების რეგულირების ზონის გაფართოების შესახებ“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2003 წლის 5 მაისის №397 და საქართველოს ურბანიზაციის და მშენებლობის მინისტრის 2003 წლის 8 აპრილის №13 ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული თბილისის ისტორიული ნაწილის სახელმწიფო დაცვის ზონებში, განაშენიანების რეგულირებისა და ბუნებრივი ლანდშაფტის, დაცვის ზონების დადგენილ ფარგლებში, საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1985 წლის 29 იანვრის №76 დადგენილებით დამტკიცებული დებულებების შესაბამისად.
3. დროებითი რეჟიმის წესები არ გავრცელდება იმ ტერიტორიებზე, სადაც დროებითი რეჟიმის განმავლობაში ამოქმედდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული სრული ქალწაქმშენებლობითი დოკუმენტაცია (ქალაქის გენერალური გეგმა, დეტალური დაგეგმარების პროექტები, განაშენიანების პროექტები, უფლებრივი ზონირების რუკები, ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა).
4. დროებით რეჟიმი ეხება მხოლოდ ახალმშენებლობებს და არ ვრცელდება იმ შენობებზე, რომლებსაც აქვთ ძეგლის ან ძეგლის ნიშნის მქონე შენობის სტატუსი. ახალმშენებლობის ობიექტების კატეგორიას აგრეთვე მიეკუთვნება ის ობიექტები, რომლებზეც დაგეგმილია შენობის მოცულობისა და გაბარიტების შეცვლა (შენობის ნაწილის გადიდება ან შემცირება, ახალი ნაწილის მიშენება ან დაშენება).
5. დროებითი რეჟიმის მოქმედების განმავლობაში თბილისის ისტორიული ნაწილის დაცვით ზონებში მდებარე ძეგლზე ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტზე შეიძლება შესრულდეს მხოლოდ ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამუშაოები.
6. დროებითი რეჟიმის მოქმედების პერიოდში ისტორიული ნაწილის დაცვით ზონებში დასაშვები ახალმშენებლობის ობიექტების რიცხვს განეკუთვნება შემდეგი შენობა-ნაგებობები, რომლებიც ექვემდებარებიან დადგენილებით მოყვანილ გეგმარებით შეზღუდვებს:
ა) განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები;
ბ) შენობა-ნაგებობები, რომლებიც ენაცვლებიან მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფ, ისტორიულ და მხატვრულ ღირებულებას მოკლებულ შენობებს (შენობები, რომლებიც შესაბამისი დასკვნის საფუძველზე არ ექვემდებარებიან აღდგენას), აგრეთვე ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ საინჟინრო საკომუნიკაციო ქსელებსა და ნაგებობებს;
გ) შენობა-ნაგებობანი, რომლებმაც უნდა გააუმჯობესონ დეგრადირებული ურბანული ქსოვილი (შეავსონ ისტორიულ განაშენიანებაში ნგრევის შედეგად გაჩენილი სიცარიელეები, შეცვალონ ღირებულ შენობებს შორის მოქცეული გვიანი, არაღირებული ნაგებობები და სხვ.).
7. დროებითი რეჟიმის მოქმედების პერიოდში თითოეული კატეგორიის ობიექტის საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს წინასაპროექტო ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის ნაწილს.
8. ქ. თბილისის დაცვითი ზონების ფარგლებში ქ. თბილისის მერიის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის საქალაქო სამსახური, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უწყებებთან ერთად, გასცემს არქიტექტურულ-გეგმარებით დავალებას, ითანხმებს ქალაქმშენებლობით დოკუმენტაციასა და არქიტექტურულ პროექტებს და გასცემს მშენებლობის ნებართვას საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ საპროექტო წინადადებაზე (ესკიზური პრექტი) სათანადო რეკომენდაციის, ქალაქმშენებლობით დოკუმენტაციასა და არქიტექტურულ პროექტზე დადებითი დასკვნის გაცემის შემთხვევაში.
9. დროებითი რეჟიმის მოქმედების პერიოდში ქალაქის ისტორიული ნაწილის დაცვითი ზონების ფარგლებში შესაძლებელია დამტკიცებულ იქნეს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ ინსტანციებთან შეთანხმებული ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაცია.
10. დროებითი რეჟიმის მოქმედების პერიოდში ქალაქის ისტორიული ნაწილისათვის შესრულებულ ქალაქმშენებლობით დოკუმენტაციასთან ერთად აუცილებელია შესაბამის უწყებებში წარმოდგენილ იქნეს საპროექტო ტერიტორიის ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის ნაწილი: ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა.
11. ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა (განმარტებითი ბარათი და გრაფიკული ნაწილი) უნდა ასახავდეს: კულტურული ფენებისა და არქეოლოგიური კვლევის ზონების დისლოკაციის, არქიტექტურის, კულტურის, ისტორიისა და ბუნების ძეგლებსა და მათი დამცავი ზონების საზღვრებს, ძეგლისა და ძეგლის ნიშნის მქონე შენობებს, განაშენიანების ქრონოლოგიურ განვითარებას, ისტორიული განაშენიანების სივრცით სტრუქტურას, ამ სტრუქტურის ელემენტების იერარქიას, კომპოზიციური დომინანტებისა და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ვიზუალური აღქმის ხედებს, პანორამებს, ისტორიულ ლანდშაფტებს, არახელსაყრელ ჰიდრო და გეოლოგიურ პირობებს, ისტორიული ზონისათვის შეუსაბამო შენობა-ნაგებობებს, ასაღებ ავარიულ, ამორტიზებულ და არაღირებულ ფონდს, საარქივო და ბიბლიოგრაფიული კვლევის მასალებს, ნატურული დაკვირვებისა და ფოტო-ფიქსაციის მასალას, ძეგლებისა და ძეგლის ნიშნის მქონე შენობების აზომვით ნახაზებს (გეგმები, ფასადები, ჭრილები, არქიტექტურული დეტალები); საპროექტო ტერიტორიის განაშენიანების დათარიღებას, ფიზიკურ მდგომარეობას, კონსტრუქციულ მდგრადობას, სართულიანობას, ფუნქციას და ა.შ.; ისტორიული განაშენიანების მორფოლოგიურ და სტრუქტურულ ანალიზს, მხატვრული ღირებულების შეფასებას.
12. დროებითი რეჟიმის მოქმედების პერიოდში აკრძალულია თბილისის ისტორიული ნაწილის დაცვის ზონებში ქუჩათა ქსელის როგორც ურბანული ძეგლის შეცვლა, გაფართოება, ნიშნულების პროფილის არსებითი ცვლილება. ასეთი ცვლილება დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი გეგმარებითი დასაბუთების საფუძველზე. ქალაქ-გეგმარებითი პოლიტიკა და მართვის პრინციპები დაცვის ზონებში მიმართულ უნდა იქნეს სატრანსპორტო ნაკადების მიზანდასახულ და გეგმაზომიერ შემცირებაზე.
13. ყოველი საკადასტრო ერთეულის საპროექტო დოკუმენტაციას უნდა ახლდეს საინჟინრო ქსელების მდგომარეობის შეფასება, ასევე მაგისტრალური საინჟინრო კომუნიკაციების რეაბილიტაციისა და განახლების საპროექტო დოკუმენტაცია, თუ ახალი სამშენებლო მოცულობა ითხოვს მაგისტრალური საინჟინრო კომუნიკაციების რეა-ბილიტაციას, განახლებას, გამტარუნარიანობის ან ტევადობის ზრდას. ამ სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ხარჯები დადგენილი წესით უნდა გაიღოს შესაბამისმა მენაშენემ ან ინვესტორმა.
14. დროებითი რეჟიმის მოქმედების პერიოდში საპროექტო ობიექტების (საცხოვრებელი სახლებისა და მათთან ტიპოლოგიურად შეთავსებადი საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების) ყველა საკადასტრო ერთეულისათვის ძირითად გეგმარებით პარამეტრებს წარმოადგენს შენობის სიმაღლე და მიწის ნაკვეთის განაშენიანების პროცენტი, რომლებიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება საპროექტო ნაკვეთის ირგვლივ ისტორიულად ჩამოყალიბებულ შენობათა სიმაღლის, ქუჩის სიგანის, განაშენიანების მასშტაბისა და მორფოლოგიის მაჩვენებლების საფუძველზე, არქიტექტურული და ლანდშაფტური გარემოს გათვალისწინებით.
15. ახალმშენებარე ობიექტის საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს საპროექტო ნაკვეთის ირგვლივ, ვიზუალური აღქმის არეალში, ისტორიული განაშენიანების არსებულ სიმაღლეებს, ქუჩების ორთოგონალურ განშლებსა და განივ ჭრილებს შესაბამისი ნიშნულების ჩვენებით. ახალმშენებარე ნაგებობის საპროექტო სიმაღლე დგინდება კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით ამ მასალის საფუძველზე არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების გაცემის სტადიაზე.
16. ნაკვეთის განაშენიანების პროცენტი, საპროექტო შენობის კონფიგურაცია და გეგმარებითი სტრუქტურა უნდა შეესაბამებოდეს იმ უბნის, კვარტალისა თუ ქუჩის ისტორიულად ჩამოყალიბებულ ტიპს, რომელშიც მდებარეობს საპროექტო ნაკვეთი. შენობა ორგანულად უნდა ეწერებოდეს განაშენიანების ტრადიციულ ფორმებში, არ უპირისპირდებოდეს ისტორიული განაშენიანების არსებულ მორფოლოგიასა და მასშტაბს.
17. საპროექტო შენობას უნდა ჰქონდეს ეზო როგორც მისი სტრუქტურის სრულყოფილი გეგმარებითი ელემენტი. ეზოსა და სახლის ურთიერთგანლაგება, კონფიგურაცია და პროპორციები უნდა შეესაბამებოდეს საპროექტო უბნის, კვარტალისა თუ ქუჩის ტრადიციულ ფორმებს.
18. საპროექტო შენობის მანსარდის სართული არ უნდა სცდებოდეს შენობის გარე კონტურს. შენობის სახურავის ფორმა, როგორც წესი, უნდა შეესაბამებოდეს საპროექტო უბნის, კვარტალის ან ქუჩის ტრადიციულ ფორმებს.
19. საპროექტო დოკუმენტაციის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს წყალსადენ-კანალიზაციისა და გაზმომარაგების გარე ქსელებთან მიერთების ადგილების, შენობათა ვენტილაცია-კონდიცირებისა და გათბობის სისტემების, მათი გამწოვი არხებისა და საკვამლეების საპროექტო დოკუმენტაცია. საინჟინრო კომუნიკაციების განლაგება და მოწყობა შენობის ფასადზე და აქტიური ვიზუალური აღქმის სივრცეებში დაუშვებელია.
20. ყველა ახალმშენებარე ობიექტი და საპროექტო ტერიტორია უნდა იყოს აღჭურვილი შეზღუდული შესაძლებლობების პირებისათვის კანონით გათვალისწინებული მოწყობილობებითა და შესაბამისი გაბარიტების მქონე სათავსებით.
21. შენობის მიწისქვეშა დონეზე განლაგებულ ავტოსადგომებში ჩასასვლელი პანდუსები, ობიექტის განთავსების სპეციფიკის გათვალისწინებით, უნდა მოეწყოს ნაკვეთის სიღრმეში ან ეზოს ტერიტორიაზე.
22. დაუშვებელია ქუჩის მხარეს მდებარე ფასადზე გარედან მიდგმული ლიფტების მოწყობა, აგრეთვე ამავე მხრიდან სადარბაზოში გახსნილი საერთო სარგებლობის კიბის უჯრედის განლაგება.
23. ამ დადგენილების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი) და ქ. თბილისის მერიამ (ზ. ჭიაბერაშვილი).
24. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია