„საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 9 ივნისის №500-№653 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.000.22.033.013.430
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ერთობლივი ბრძანება №547-№1042
2009 წლის 19 აგვისტო
ქ. თბილისი
„საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 9 ივნისის №500-№653 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და მე-17 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:
მუხლი 1. ,,საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 9 ივნისის №500-№653 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში (სსმ III, 10.06.08, №82, მუხ. 890) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
1. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში შექმნილ საბაჟო კონტროლის ზონებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) და საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმების გამოყენებასთან და საბაჟო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროების შესაბამისი ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლება-მოვალეობებს, საბაჟო დეკლარაციის წარდგენისა და სარეგისტრაციო დოკუმენტების გაფორმების წესებს.
2. ამ ინსტრუქციის მიზანია, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) და საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმების გამოყენებისა და სავალდებულო რეგისტრაციის პროცედურების გამარტივების უზრუნველსაყოფად ხელი შეუწყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების შეთანხმებულ და კოორდინირებულ თანამშრომლობას.“.
2. მე-2 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) დეკლარანტი – ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე (იმპორტიორი/ექსპორტიორი) ან მისი წარმომადგენელი, რომელიც კისრულობს საბაჟო ორგანოში საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, საბაჟო პროცედურების განხორციელების ან/და საბაჟო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვალდებულებას;“.
3. მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4
ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარირებისა და რეგისტრაციის მიზნით სააგენტოს სპეციალისტების მიერ საბაჟო კონტროლის ზონაში ხორციელდება საექსპერტო შემოწმება და დათვალიერების აქტის შედგენა.
მუხლი 5
ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება მიზნად ისახავს საქართველოში თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში, საქართველოში რეგისტრაციისათვის შემოტანილი, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დეკლარირებისა და სავალდებულო რეგისტრაციისათვის ან აღრიცხვიდან მოხსნისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მონაცემების განსაზღვრას სპეციალისტის მიერ ტრასოლოგიურ და სასაქონლო შემოწმების გზით.“.
4. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 10
1. დეკლარანტი ვალდებულია, საბაჟო კონტროლის ზონაში წარდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევის მიზნით, მოახდინოს მისი დეკლარირება.
2. საბაჟო დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს საბაჟო კოდექსის 61-ე მუხლით დადგენილ ვადებში, რომელიც აითვლება გამგზავნ საბაჟო ორგანოში საქონლის ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გამოწერილი ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობისათვის“ მინიჭებული ,,D“ ნომრის გასწვრივ მითითებული შევსების თარიღიდან.
3. ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება.
4. დეკლარირება ხორციელდება ,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციით (დანართი №20) განსაზღვრული წესების შესაბამისად.
5. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. დეკლარანტის თხოვნით სააგენტო დეკლარაციას ავსებს მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ექვემდებარება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) რეჟიმში დეკლარირებას სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №3-ით, და რომლებიც:
ა) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე არ იმყოფებოდა სხვა საბაჟო რეჟიმში;
ბ) რომელთა მიმართ არ გამოიყენება საგადასახადო შეღავათები ან/და საბაჟო გადასახდელებისაგან გათავისუფლება;
გ) რომელთა მიმართ არ გამოიყენება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესი;
დ) რომელთა მიმართ ადგილი არა აქვს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევას.
7. დეკლარაციასთან ერთად წარედგინება ,,საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით გათვალისწინებული, აგრეთვე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი დოკუმენტები, საბაჟო გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების ორიგინალების ჩათვლით.“.
5. IV თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის V და VI თავები:
თავი V
ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა
მუხლი 15
საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვიდან მოხსნას სააგენტო ახორციელებს მესაკუთრის განცხადების საფუძველზე, ,,მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.
მუხლი 16
აღრიცხვიდან მოხსნილი, ექსპორტისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების გასხვისების შემთხვევაში სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურებას.
თავი VI
ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცევა
მუხლი 17
1. დეკლარანტს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოსა და სააგენტოს მოთხოვნით კი ვალდებულია დაესწროს საექსპერტო შემოწმებას ან/და საბაჟო დათვალიერებას.
2. სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების მიზნით შემოწმების ადგილზე მიტანა ან სხვა სატვირთო ოპერაციები ხორციელდება დეკლარანტის ხარჯებით.
მუხლი 18
1. დეკლარანტი ვალდებულია, საბაჟო კონტროლის ზონაში წარდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად დადგენილი წესით მოახდინოს მისი დეკლარირება.
2. ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება.
3. ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცევის მიზნით საბაჟო დეკლარაციის წარდგენა და სხვა საბაჟო პროცედურები ხორციელდება ,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებით დამტკიცებული ,,საბაჟო რეჟიმების (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისა და საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით შემოტანილი საქონლისა, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი), აგრეთვე რეექსპორტის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციისა (დანართი №1) და ,,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.
4. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი თხოვნით მიმართავს საბაჟო ორგანოს დეკლარაციის შევსების თაობაზე.
5. დეკლარაციასთან ერთად წარედგინება ,,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით გათვალისწინებული, აგრეთვე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი დოკუმენტები, საბაჟო გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების ორიგინალების ჩათვლით.
მუხლი 19
დეკლარაციასთან ერთად წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე ხორციელდება საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გამოწერა ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. ღვალაძე
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
ი. მერაბიშვილი