⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (17.02.2015)
გაუქმებულია:

თვითმმართველი ერთეულის - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.11.2010
ძალის დაკარგვა 17.02.2015
გამომცემი ორგანო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №47
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.133.016006
გამოქვეყნების წყარო სსმ, 51, 16/11/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 5,625 სიტყვა · ~28 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.11.2010 მიღება
17.02.2015 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ერთეულის - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {mso-style-link:"Body Text Indent Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {mso-style-link:"Body Text Indent 2 Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; line-height:200%; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {mso-style-link:"Body Text Indent 3 Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; font-size:8.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.grame {mso-style-name:grame;} p.a, li.a, div.a {mso-style-name:"Без интервала"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.BodyTextIndent2Char {mso-style-name:"Body Text Indent 2 Char"; mso-style-link:"Body Text Indent 2";} span.BodyTextIndent3Char {mso-style-name:"Body Text Indent 3 Char"; mso-style-link:"Body Text Indent 3";} span.BodyTextIndentChar {mso-style-name:"Body Text Indent Char"; mso-style-link:"Body Text Indent";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} p.a0, li.a0, div.a0 {mso-style-name:"Абзац списка"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.a0CxSpFirst, li.a0CxSpFirst, div.a0CxSpFirst {mso-style-name:"Абзац спискаCxSpFirst"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.a0CxSpMiddle, li.a0CxSpMiddle, div.a0CxSpMiddle {mso-style-name:"Абзац спискаCxSpMiddle"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.a0CxSpLast, li.a0CxSpLast, div.a0CxSpLast {mso-style-name:"Абзац спискаCxSpLast"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:63.8pt 46.3pt 49.65pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №47 2010 წლის 2 ნოემბერი დ. ხელვაჩაური თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19​1 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. დამტკიცდეს თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების თანდართული წესი. 2. წინამდებარე წესის ძალაში შესვლამდე აუქციონების ჩატარება მოხდეს არსებული კანონმდებლობისა და აუქციონის გამოცხადების შესახებ სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. წინამდებარე წესის ძალაში შესვლამდე შესაბამისი ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი, ასევე შესაბამისი ხელშეკრულებების შეწყვეტასთან (მოშლასთან), აუქციონის შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებული და სხვა ურთიერთობების მოწესრიგება მოხდეს წინამდებარე წესის შესაბამისად, თუ ამავე წესით სხვა რამ არ არის დადგენილი. 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე           მ. ფარტენაძე დანართი თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის, პირობიანი აუქციონის და ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების წესს. 2. თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას, თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული საწყისი გასაყიდი ფასის გათვალისწინებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარდგინებით იღებს თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდო­მარე, ხოლო თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების მიზნით აუქციონს ატარებს სააუქციონო კომისია. 3. თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება გადაეცეს აუქციონის გამარჯვებულს, რომელიც საჯარო ვაჭრობისას გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო, თუ აუქციონი გამოცხადდა პირობებით – საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მონაწილეს, რომელიც აიღებს ვალდებულებას დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესათავაზებს. 4. აუქციონის ფორმით თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასი დგინდება თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.     მუხლი 2🔗. ქონების აუქციონის გზით პრივატიზების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება და სააუქციონო კომისია 1. ქონების აუქციონის გზით პრივატიზების თაობაზე გადაწყვეტილებას თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარდგინების საფუძველზე იღებს თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 2. ქონების აუქციონის გზით პრივატიზების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება ქონების საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში შეტანისა და საწყისი გასაყიდი ფასის დადგენის შემდეგ. 3. ქონების საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში შეტანისა და საწყისი გასაყიდი ფასის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილებას თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საკრებულოს თავმჯდომარი­სადმი წარდგინების, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საკრებულოსადმი წარდგი­ნების საფუძველზე იღებს თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო.  4. ქონების პრივატიზების მიზნით საკრებულოს თავმჯდომარე ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას.  5. ქონების პრივატიზების მიზნით აუქციონის გამოცხადების შესახებ სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ფასითა და პირობებით სააუქციონო კომისია ატარებს აუქციონს. 6. სააუქციონო კომისიის შემადგენლობაში შედიან თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეები. 7. სააუქციონო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნის და აუქციონატორის დანიშვნა ხდება კომისიის წევრთაგან კომისიის შექმნასთან ერთად. 8. ქონების პრივატიზების მიზნით სააუქციონო კომისიის მიერ აუქციონის ჩატარება მოიცავს აუქციონის შესახებ ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფას, აუქციონში მონაწილეობაზე დაინტერესებული პირების რეგისტრაციას, საჯარო ვაჭრობის გამართვას, აუქციონის შედეგების გაფორმებას და აუქციონის გამოცხადების შესახებ სამართლებრივი აქტით დაკისრებული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას; 9. სააუქციონო კომისია აუქციონის ჩატარებისას მოქმედებს როგორც საპრივატიზაციო ქონების მესაკუთრე. 10. ქონების აუქციონის გზით პრივატიზებასთან დაკავშირებული საკითხების სადაოობისას მხარეს წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა. 11. სააუქციონო კომისიას ჰყავს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის სხვა წევრები. კომისია თავის საქმიანობაში იყენებს თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას. 12. კომისიის მუშაობაში შეიძლება მოწვეული იყვნენ თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და სხვა საჯარო მოსამსახურეები, თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები ან/და მოწვეული სპეციალისტები, მაგრამ ისინი არ შეიძლება დაინიშნონ კომისიის თავმჯდომარედ, თავმჯდომარის მოადგილედ, კომისიის მდივნად, აუქციონატორად ან რეგისტრატორად. 13. თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურის კომისიაში მუშაობა ითვლება განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციურ დატვირთვად. შესაბამისად, კომისიის წევრს შეიძლება კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუწესდეს დანამატი კომისიაში გაწეული საქმიანობისათვის. 14. კომისიის წევრები აუქციონის ჩატარებისას ახორციელებენ იმ უფლებამოსილებას, რომელიც ეკისრებათ მათ წინამდებარე წესით, აუქციონის გამოცხადების შესახებ სამართლებრივი აქტით ან/და სხვა სამართლებრივი აქტით. 15. საჯარო ვაჭრობას სავალდებულოა ესწრებოდეს კომისიის არანაკლებ ნახევარზე მეტი. 16. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს და აუქციონის ჩატარებას საერთო კოორდინაციას უწევს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 17. აუქციონის ჩატარებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც საჯარო ვაჭრობის გამართვამდე არ ექვემდებარება გამხელას, შეიძლება გაეცნოს მხოლოდ კომისიის თავმჯდომარეს. 18. კომისიის მდივანი უზრუნველყოფს აუქციონის შესახებ ინფორმაციის საჯაროობას, კომისიის წევრების ინფორმირებას აუქციონის დროის, თარიღისა და ადგილის შესახებ, საჯარო ვაჭრობის მიმდინარეობის შესახებ ოქმის შედგენას, მოხსენებითი ბარათის შედგენას ბეს თანხის ადგილობრივ ბიუჯეტში მიქცევის თაობაზე ან/და მისი აუქციონის მონაწილისათვის დაბრუნების თაობაზე და საჯარო ვაჭრობასთან დაკავშირებული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას. 19. აუქციონის გამოცხადების შესახებ სამართლებრივი აქტით კომისიის ერთ-ერთი წევრი ინიშნება რეგისტრატორად, რომელიც ახორციელებს აუქციონში მონაწილებაზე დაინტერესებული პირებისაგან განაცხადების მიღებას და მათ რეგისტრაციას. 20. საჯარო ვაჭრობის სწორად მიმდინარეობას უზრუნველყოფს კომისია (კომისიის ყველა დამსწრე წევრი), რომელიც ამ მიზნით საჭირო დახმარებას უწევს აუქციონატორს. შესაბამისად, საჯარო ვაჭრობის სისწორეზე პასუხისმგებელია კომისიის ყველა დამსწრე წევრი. 21. საჯარო ვაჭრობის დაწყებამდე კომისია ამოწმებს დაინტერესებული პირის აუქციონის მონაწილედ რეგისტრაციის კანონიერებას, ასევე სააუქციონო ვაჭრობაზე გამოცხადებული პირის ვინაობას და რწმუნდება, რომ დაინტერესებული პირის აუქციონის მონაწილედ რეგისტრაცია განხორციელდა კანონიერად, ხოლო საჯარო ვაჭრობაში მონაწილეობის მისაღებად გამოცხადებული პირი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს საჯარო ვაჭრობაში როგორც აუქციონის მონაწილემ ან/და აუქციონის მონაწილის წარმომა­დგენელმა. 22. თუ კომისია დაადგენს, რომ დაინტერესებული პირის აუქციონის მონაწილედ რეგისტრაცია განხორციელდა კანონდარღვევით, ასევე საჯარო ვაჭრობაში მონაწილეობის მისაღებად გამოცხადებული პირი არაუფლებამოსილია საჯარო ვაჭრობაში მონაწილეობა მიიღოს როგორც აუქციონის მონაწილის წარმომადგენელმა, კომისია საჯარო ვაჭრობაში მონაწილეობის მისაღებად გამოცხადებულ პირს უარს ეტყვის საჯარო ვაჭრობაში მონაწი-ლეობაზე. 23. ამ მუხლის 22-ე პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას კომისია იღებს კომისიის დამსწრე წევრთა 2/3-ის ხმით. 24. თუ კომისიის მიერ საჯარო ვაჭრობაში მონაწილეობის მისაღებად გამოცხადებულ პირს საჯარო ვაჭრობაში მონაწილეობაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ აუქციონის მონაწილედ მისი რეგისტრაცია განხორციელდა კანონდარღვევით, მას სრულად უბრუნდება ბეს თანხა და აუქციონის მონაწილის ბილეთის ღირებულება, გარდა წინამდებარე წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 25. თუ კომისიის მიერ საჯარო ვაჭრობაში მონაწილეობის მისაღებად გამოცხადებულ პირს საჯარო ვაჭრობაში მონაწილეობაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ იგი არაუფლება­მოსილია საჯარო ვაჭრობაში მონაწილეობა მიიღოს როგორც აუქციონის მონაწილის წარმომადგენელმა, აუქციონის მონაწილედ რეგისტრირებულ პირს არ დაუბრუნდება ბეს თანხა და აუქციონის მონაწილის ბილეთის ღირებულება.     მუხლი 3🔗. აუქციონის საჯაროობის უზრუნველყოფა 1. აუქციონის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, აუქციონის ჩატარებამდე არანაკლებ 15 დღით ადრე, ხოლო მოძრავ ნივთზე არანაკლებ 5 დღით ადრე ინტერნეტსაიტისა და პრესის მეშვეობით კომისია აქვეყნებს ინფორმაციას, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) გამყიდველის დასახელებას; ბ) აუქციონის პირობებსა და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს; გ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას და საწყის გასაყიდ ფასს; დ) დაინტერესებული პირებისაგან განაცხადების მიღების დაწყების, დამთავრების და საჯარო ვაჭრობის გამართვის თარიღს; ე) ბეს/საბანკო გარანტიის ოდენობას. ბეს ან საბანკო გარანტიის ოდენობა განისა­ზღვრება საპრივატიზებო ქონების საწყისი გასაყიდი ფასის 30%-ით; ვ) ბიჯის ოდენობა; ზ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს; თ) აუქციონში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს; ი) საპრივატიზებო ქონების უფლებრივ და ფაქტობრივ მდებარეობას; კ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც გამყიდველი ჩათვლის მიზანშეზონილად. 2. აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) გაყიდვის შემთხვევაში ინფორმაცია დამატებით უნდა შეიცავდეს; ა) საწარმოს დასახელებას და იურიდიულ მისამართს; ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას; გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას; დ) აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) საწყის ფასს და წილს საზოგადოების საწესდებო კაპიტალში; ე) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც გამყიდველი ჩათვლის მიზანშეწონილად. 3. აუქციონის მონაწილეობის მსურველს უფლება აქვს მიიღოს გასაყიდი ქონების შესახებ გამყიდველის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ინფორმაცია. 4. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო ქონებას.     მუხლი 4🔗. დამატებითი მოთხოვნები პირობებით გამოცხადებული აუქციონის მიმართ 1. თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს პირობებიანი აუქციონის გამოცხადების გზით. 2. პირობებიანი აუქციონის გამოცხადების შემთხვევაში, ნასყიდობის ფასის გადახდის გარდა ქონების შემძენის მიერ შესასრულებელ სხვა სააუქციონო პირობებად შეიძლება დაწესდეს: ა) გარკვეულ კლასს (სახეობას) მიკუთვნებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება (მაგ., თანამედროვე ტიპის საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის მშენებლობა, სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა და სხვა); ბ) გარკვეული რაოდენობის ინვესტიციის განხორციელება; გ) მესამე პირის მიმართ გარკვეული ვალდებულების შესრულება; დ) თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ გარკვეული ვალდებულების შესრულება; ე) ობიექტის მშენებლობისას ან/და მისი ფუნქციონირებისას მთლიანად ან ნაწილობრივ საქართველოს მოქალაქეების დასაქმების ვალდებულება; ვ) კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით ნებისმიერი სხვა ვალდებულების შესრულება. 3. კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით ნებისმიერი სხვა ვალდებულების შესრულება სააუქციონო პირობად შეიძლება დაწესდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მიმართული არ არის მხოლოდ კონკრეტული პირისადმი, არამედ სააუქციონო პირობად დაწესებული ვალდებულების შესრულება ემსახურება საერთო საზოგადო მიზნის მიღწევას და მსგავსი საქმიანობების დაფინანსება ხდება სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან (მაგ., სპორტული მოედნების მშენებლობა, საცხოვრებელი სახლის ფასადების მოწესრიგება, დასვენების და გამწვანების ადგილების მშენებლობა და სხვა). 4. სახელმწიფო საბინაო ფონდში არსებული ფართის გასხვისებისას, სააუქციონო პირობად შეიძლება დაწედეს ამ ფართის თვითნებურად დამკავებელ პირზე/პირებზე ქონების შემძენის მიერ სანაცვლო საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის ვალდებულება. სახელმწიფო საბინაო ფონდში არსებული ფართის თვითნებურად დამკავებელ პირზე/პირებზე ამ პუნქტის შესაბამისად გადასაცემი საცხოვრებელი ფართის ოდენობა განისაზღვრება 1,0 კვ.მ. ფართის სანაცვლოდ 1,0 კვ.მ. ფართის გადაცემით. ასეთივე წესი ვცელდება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ იმ შენობა-ნაგებობებზე, რომელიც მოსახლეობის მიერ დაკავებულია თვითნებურად და გამოიყენება საცხოვრებელი დანიშნულებით. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფართის თვითნებურად დამკავებელ პირზე/პირებზე ქონების შემძენის მიერ სანაცვლო საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის ვალდებულების სააუქციონო პირობებად დაწესება, აუქციონის შედეგების გაუქმების და საპრივატიზებო ქონების გამყიდველზე უკან დაბრუნების შემთხვევაში არ წარმოშობს ამ ფართის საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ შესაბამისად უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის საფუძვლებს, ასევე, თვითმმართველ ერთეულს – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს არ წარმოუშობს სახელმწიფო საბინაო ფონდში არსებული ფართის თვითნებურად დამკავებელი პირის/პირების საცხოვრებელი ფართით დაკმაყო­ფილების ან/ და სხვა რაიმე ვალდებულებას. 6. პირობებიანი აუქციონის გამოცხადების შემთხვევაში, ნასყიდობის ფასის გადახდის გარდა, სხვა სააუქციონო პირობებად ერთდროულად შეიძლება დაწესდეს ერთი ან/და მეტი სააუქციონო პირობა. 7. სააუქციონო პირობა საინვესტიციო ვალდებულებად ითვლება, თუ სააუქციონო პირობა ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში პირდაპირ ადგენს თანხას, რომელიც დახარჯულ უნდა იქნეს ქონების შემძენის მიერ საპრივატიზებო ქონების მიმართ ან მისგან გამომდინარე. სხვა შემთხვევაში სააუქციონო პირობა არ განიხილება საინვესტიციო ვალდებულებად. 8. პირობებიანი აუქციონის გამოცხადების შემთხვევაში აუქციონის გამოცხადების შესახებ სამართლებრივი აქტი ან/და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი სავალდებულოა ითვალისწინებდეს ნასყიდობის ფასის გადახდის გარდა სხვა სააუქციონო პირობების (ვალდებულებების) შესრულების დაწყების ან/და დამთავრების ვადებს. 9. პირობებიანი აუქციონის გამოცხადების შემთხვევაში აუქციონის გამოცხადების შესახებ სამართლებრივი აქტი ან/და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი სავალდებულოა თითოეული სააუქციონო პირობის (ვალდებულებების) დარღვევისათვის ითვალისწინებდეს პირგასამტეხლოს. 10. პირობებიანი აუქციონის გამოცხადების შემთხვევაში აუქციონის გამოცხადების შესახებ სამართლებრივი აქტი ან/და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ სააუქციონო ვალდებულებების შესრულების დაწყებისათვის ან/და მისი დასრულებისათვის განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, თუ ქონების შემძენს სააუქციონო ვალდებულებების შესრულების დაწყებისათვის ან/და მისი დასრულებისათვის მიეცემა დამატებითი ვადა, სახელშეკრულებო ურთიერთობის შემდგომში გაგრძელება დამოკიდებული ხდება დამატებით მიცემულ ვადაში ვალდებულებების შესრულების დაწყებაზე ან/და დასრულებაზე. ამასთან, ვალდებულებების შესრულების დაწყებისათვის მიცემულ დამატებით ვადას, ვალდებულებების შესრულების დამთავრებისათვის მიცემული დამატებითი ვადისაგან დამოუკიდებლად ეძლევა შეფასება, ხოლო მისი დარღვევა ვალდებულებების შესრულების დამთავრებისათვის მიცემული დამატებითი ვადისაგან დამოუკიდებლად განიხილება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად (ანუ მესაკუთრის მიერ ურთიერთობის გაგრძელება ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად დაკავშირებულია როგორც ვალდებულებების შესრულების დამატებით მიცემულ ვადაში დაწყებაზე, ისე დამატებით მიცემულ ვადაში მის დასრულებაზე). 11. პირობებიანი აუქციონის გამოცხადების შემთხვევაში აუქციონის გამოცხადების შესახებ სამართლებრივი აქტით დაწესებული სააუქციონო პირობა ითვლება სახელშეკრუ­ლებო (ოქმის) ვალდებულებად, თუნდაც აღნიშნულზე მითითებული არ იყოს ოქმში (ხელშეკრულებაში). ამ მიზნით, პირობებით გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობი­სათვის დაინტერესებული პირის მიერ განაცხადის წარმოდგენისას, განაცხადში მიეთითება, რომ აუქციონის მონაწილე გაეცნო სააუქციონო პირობებს და იღებს ვალდებულებას, ქონების შეძენის შემთხვევაში სრულად შეასრულებს სააუქციონო პირობებს. 12. პირობებიანი აუქციონის გამოცხადების შემთხვევაში აუქციონის საჯაროობის მიზნით გამოქვეყნებული ინფორმაცია მე-4 მუხლით გათვალისწინებულის გარდა დამატებით უნდა შეიცავდეს: ა) ნასყიდობის ფასის გადახდის ვადებს; ბ) ნასყიდობის ფასის გადახდის გარდა სხვა სააუქციონო პირობებს; გ) ნასყიდობის ფასის გადახდის გარდა სხვა სააუქციონო პირობების შესრულების ვადებს; დ) სხვა პირობებს, რაც მიზანშეწონილია ქონების საპრივატიზაციოდ. 13. თუ პირობებით გამოცხადებულ აუქციონზე გატანილი ქონებისათვის სააუქციონო პირობებად დაწესებულია შეზღუდვები ან/და ვალდებულებები, ისინი ქონების შემძენის მიერ ექვემდებარება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში სავალდებულო რეგისტრაციას. 14. ქონების შემძენი ვალდებულია უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არსებობის შემთხვევაში აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის გაფორმებიდან 1 თვის ვადაში წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტი, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ამ პუნქტში მითითებული თანხის ოდენობის შეცვლა დასაშვებია თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის (გამგებელი) წარდგინებით თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.     მუხლი 5🔗. აუქციონში მონაწილეობის უფლების მოპოვების პირობები 1. აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ნებისმიერ ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან პირთა გაერთიანებას, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ან სხვა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მონაწი­ლეობის წილი 25%-ზე ნაკლებია. 2. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რეგისტრატორისადმი წარდგენილ იქნეს: ა) წერილობით შევსებული განაცხადი, რომელიც ადასტურებს, რომ პირი გაეცნო აუქციონის გამოცხადებისა და ჩატარების შესახებ ინფორმაციას, ეთანხმება სააუქციონო პირობებს და სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების მიზნით ჩატარებულ აუქციონში. განაცხადში უნდა აღინიშნოს ასევე, თუ რომელი ქონების, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადებულია ლოტებად, რომელი ლოტის განკარგვაზე გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობისათვის არის იგი წარმოდგენილი, ასევე ინფორმაცია მონაწილის შესახებ, საწყისი გასაყიდი ფასი და სხვა ინფორმაცია. პირობებით გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობისათვის, განაცხადში დამატებით უნდა მიეთითოს, რომ აუქციონის მონაწილე იღებს ვალდებულებას, მისი გამარჯვების შემთხვევაში სრულად შეასრულებს სააუქციონო პირობებს; ბ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ან/და ბეს შეტანის დამადასტუ­რებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გამყიდველის მიერ მითითებულ ანგარიშზე ბეს სახით თანხის შეტანის ფაქტს; გ) გამყიდველის მიერ მითითებულ ანგარიშზე აუქციონის მონაწილის ბილეთის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) აუქციონის მონაწილეობაზე დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურე­ბელი დოკუმენტის ასლი; ე) თუ პირი მონაწილეობს წარმომადგენლის მეშვეობით, ნოტარიალურად დამოწმე­ბული მინდობილობა (მათ შორის, იურიდიული პირის წარმომადგენლობის შემთხვევაში) და რწმუნებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ვ) ყველა სხვა სახის დოკუმენტაცია, რასაც აუქციონის გამოცხადების შესახებ სამართლებრივი აქტით გამყიდველი ჩათვლის მიზანშეწონილად კონკრეტული ქონების გათვალისწინებით. 3. იურიდიულმა პირებმა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუ­მენტების გარდა დამატებით უნდა წარმოადგინონ: ა) საზოგადოების წესდება ან მისი ნოტარიალურად დამოწმებული ასლი; ბ) განცხადების შეტანის მომენტისათვის ძალაში მყოფი ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის სისწორესა და მართლზომიერებაზე პასუხისმგებელია აუქციონის მონაწილეობაზე დაინტერესებული პირი. 5. აუქციონში მონაწილეობაზე დაინტერესებულ პირს უარი ეთქმება აუქციონში მონაწი­ლეობაზე, თუ მის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სრულყოფილი დოკუმენტაცია და ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 6. მითითებული დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ რეგისტრატორი მონაწილეზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში“ და აძლევს მას აუქციონში მონაწილის ბილეთს. 7. აუქციონის მონაწილეობის თაობაზე განაცხადი წლის განმავლობაში ინომრება თანმიმდევრულად რომაული ციფრებით. განაცხადი ივსება რეგისტრატორთან და იგი არ ექვემდებარება კანცელარიაში რეგისტრაციას. 8. აუქციონში მონაწილეთა შესახებ ინფორმაცია ან/და აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და იგი საჯარო ვაჭრობის დაწყებამდე არ ექვემდებარება გამხელას. 9. აუქციონის ჩატარებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც საჯარო ვაჭრობის დაწყებამდე არ ექვემდებარება გამხელას, შეიძლება გაეცნოს მხოლოდ კომისიის თავმჯდომარეს. 10. აუქციონში მონაწილეთა შესახებ ინფორმაციის ან/და აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის მიზნით აუქციონში მონაწილის ბილეთი არ ინომრება. ერთსა და იმავე ქონებაზე რამოდენიმე დაინტერესებული პირის მონაწილეობისას, აუქციონის მონაწილისათვის ნომრიანი სავაჭრო დაფების გადაცემა ხდება წარმოდგენილი განაცხადების რეგისტრაციის ნომრის რიგითობის მიხედვით. 11. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან ითვლება ძალაში მყოფად, თუ მისი მომზადებიდან გასული არ არის თხუთმეტ დღეზე მეტი. 12. რეგისტრატორს ეკრძალება აუქციონში მონაწილეობაზე დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს იმ დოკუმენტაციის წარმოდგენა, რომლებიც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაწესებული არ ყოფილა აუქციონის გამოცხადების შესახებ სამართლებრივი აქტით.     მუხლი 6🔗. საჯარო ვაჭრობის ჩატარების წესი 1. საჯარო ვაჭრობა ტარდება აუქციონის გამოცხადების შესახებ სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ დღეს, დროს და მისამართზე, მაგრამ არანაკლებ აუქციონის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არანაკლებ მე-15 დღისა, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. საპრივატიზებო მოძრავი ნივთების შემთხვევაში საჯარო ვაჭრობა ტარდება აუქციონის გამოცხადების შესახებ სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ დღეს, დროს და მისამართზე, მაგრამ არანაკლებ აუქციონის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არანაკლებ მე-5 დღისა. 3. თუ საჯარო ვაჭრობის დღე ემთხვევა დასვენების ან/და უქმე დღეს, საჯარო ვაჭრობა იმართება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს. 4. საჯარო ვაჭრობის დაწყებამდე კომისია ამოწმებს მონაწილეთა აუქციონზე დაშვების კანონიერებას. 5. საჯარო ვაჭრობას ატარებს აუქციონატორი, რომელიც ვაჭრობის დაწყებისას აცხადებს საპრივატიზებო ქონების დასახელებას, მის საწყის ფასს და ბიჯს. 6. საჯარო ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი. 7. საჯარო ვაჭრობის დროს აუქციონის თითოეულ მონაწილეს უფლება აქვს საწყის ფასს ან მიმდინარე ბიჯს დაამატოს ბიჯი და გამოხატოს საკუთარი ფასი, რომელიც არ უნდა იყოს დაწესებულ ბიჯზე ნაკლები. აუქციონატორი აფიქსირებს ყველა ბიჯს არსებული თანმიმდევრობით მანამ, სანამ აუქციონის რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ბიჯს, ე.ი. ფასს, რომლის შემდეგაც სხვა მონაწილეები არ აგრძელებენ ვაჭრობას. 8. ბიჯის დასაფიქსირებლად აუქციონის მონაწილეს ეძლევა გონივრული დრო. 9. თუ აუქციონში მონაწილეობს მხოლოდ ერთი მონაწილე, სავალდებულოა მის მიერ ფასის თაობაზე ერთი განცხადების (ბიჯი) შეთავაზება მაინც. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში საჯარო ვაჭრობა ითვლება არშემდგარად და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ან/და ბეს თანხა სრულად ირიცხება თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. 10. საჯარო ვაჭრობა დამთავრებულად ითვლება, თუ აუქციონატორმა სამჯერ მოითხოვა საბოლოო განცხადების (ბიჯი) შეთავაზება ფასის თაობაზე და ასეთი ვერ მიიღო. 11. საჯარო ვაჭრობაში გამარჯვებულად ავტომატურად ითვლება, ვინც აუქციონატორს შესთავაზა ბოლო განცხადება ფასის თაობაზე. გამარჯვებულს აცხადებს აუქციონატორი. 12. საჯარო ვაჭრობას დასრულებულად აცხადებს აუქციონატორი. 13. საჯარო ვაჭრობის დამთავრების შემდეგ გამყიდველი ადგენს ოქმს, რომელსაც გამყიდევლის მხრიდან ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და აუქციონში გამარჯვებული. 14. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი წარმოადგენს გამყიდველის მიერ გაცემულ ადმინისტრაციულ დაპირებას, რაც ნასყიდობის საბოლოო თანხის გადახდის შემდეგ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის საფუძველია. ოქმში აღინიშნება საპრივატიზებო ქონების პრივატიზაციის პირობები, ნასყიდობის საბოლოო თანხის გადახდის ვადები, პასუხისმგებლობის ზომები და ქონების შეძენის სხვა პირობები. ნასყიდობის საბოლოო თანხის გადახდის შემდეგ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი წარმოადგენს გამყიდველსა და მყიდველს შორის დადებულ სამოქალაქო სამართლებრივ ხელშეკრულებას და მის მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნები. 15. თითოეული საჯარო ვაჭრობის შესახებ სააუქციონო კომისიის მიერ დგება საჯარო ვაჭრობის მიმდინარეობის შესახებ ოქმი. 16. აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს აუქციონში, საჯარო ვაჭრობის ჩატარების შემდეგ სრულად უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბე.     მუხლი 7🔗. განმეორებითი და ვადაგაგრძელებული აუქციონი 1. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი ქონების პრივატიზება, თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შეცვლილი საწყისი ფასით ან შეცვლილ საწყის ფასთან ერთად, შეცვლილი სააუქციონო პირობებით ქონების პრივატიზების მიზნით აუქციონის გამოცხადების შესახებ. ასეთი გადაწყვეტილება განიხილება როგორც განმეორებითი აუქციონი. 2. განმეორებითი აუქციონის გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი საწყისი გასაყიდი ფასით გამოცხადებული აუქციონის დროს საჯარო ვაჭრობის თარიღის გასვლიდან სამი თვის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოცხადებული აუქციონი არ განიხილება განმეორებით გამოცხადებულ აუქციონად. 3. განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეიძლება შემცირდეს 50%-მდე, რაც არ საჭიროებს თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საპრივატიზებო ქონების საწყისი გასაყიდი ფასის შემცირებას. 4. განმეორებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში საჯარო ვაჭრობა იმართება აუქციონის გამოცხადების შესახებ ინფორმაციის წინამდებარე წესის მე-4 მუხლით დადგენილი წესით გამოქვეყნებიდან არანაკლებ მე-10 დღისა, ხოლო მოძრავი ნივთების შემთხვევაში –არანაკლებ მე-5 დღისა. 5. თუ საპრივატიზებო ქონება ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ საწყის გასაყიდ ფასადაც არ გაიყიდა, თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარდგინების საფუძველზე, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კიდევ უფრო შემცირებული საწყისი გასაყიდი ფასით ქონების პრივატიზების მიზნით აუქციონის გამოცხადების შესახებ, რაც არ საჭიროებს თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საპრივატიზებო ქონების საწყისი გასაყიდი ფასის შემცირებას. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, განმეორებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში საჯარო ვაჭრობა იმართება აუქციონის გამოცხადების შესახებ ინფორმაციის წინამდებარე წესის მე-4 მუხლით დადგენილი წესით გამოქვეყნებიდან არანაკლებ მე-10 დღისა, ხოლო მოძრავი ნივთების შემთხვევაში არანაკლებ მე-5 დღისა. 7. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი ქონების პრივატიზება, აღნიშნული არ ავალდებულებს თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, განახორციელოს განმეორებითი აუქციონის პროცედურები, არამედ იგი უფლებამოსილია ქონების პრივატიზების მიზნით აუქციონი შეუზღუდავი რაოდენობით კვლავ გამოაცხადოს თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი საწყისი გასაყიდი ფასით, მათ შორის, შეცვალოს აუქციონის ფორმა ან/და მიიღოს გადაწყვეტილება აუქციონის ჩატარების ვადის გაგრძელების შესახებ. 8. განმეორებით აუქციონს წარმოადგენს სააუქციონო პირობების შეცვლით ან მის გარეშე აუქციონის გამოცხადება შეცვლილი საწყისი გასაყიდი ფასით.  9. თუ არ მოხდება აუქციონზე ან განმეორებით აუქციონზე გატანილი ქონების პრივატიზება, თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარდგინების საფუძველზე, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება იმავე საწყისი გასაყიდი ფასით და იმავე პირობებით, აუქციონის ჩატარების ვადის გაგრძელების შესახებ. 10. აუქციონის ჩატარების ვადის გაგრძელების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება წინამდებარე წესის მე-4 მუხლით დადგენილი წესით. 11. თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის (გამგებელი) წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ვადაგაგრძელებული აუქციონი.     მუხლი 8🔗. თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების შესახებ გარიგებათა გაფორმების წესი 1. საჯარო ვაჭრობის დასრულების შემდეგ, საჯარო ვაჭრობის დასრულებიდან არა უმეტეს ორი დღის ვადაში, აუქციონში გამარჯვებულსა და გამყიდველს შორის ფორმდება აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი. 2. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი წარმოადგენს გამყიდველის მიერ გაცემულ ადმინისტრაციულ დაპირებას, რაც ნასყიდობის საბოლოო თანხის გადახდის შემდეგ წარმოადგენს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის საფუძველს. 3. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმს გამყიდველის მხრიდან ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას სააუქციონო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 4. ნასყიდობის საბოლოო თანხის გადახდის შემდეგ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი წარმოადგენს გამყიდველსა და მყიდველს შორის დადებულ სამოქალაქო სამართლებრივ ხელშეკრულებას და მის მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნები. 5. ოქმში აღინიშნება საპრივატიზებო ქონების დასახელება, აუქციონში გამარჯვებულის ვინაობა, პრივატიზაციის პირობები, ნასყიდობის საბოლოო თანხის გადახდის ვადები, პასუხისმგებლობის ზომები და ქონების შეძენის სხვა პირობები. 6. პირობებიანი აუქციონის გამოცხადების შემთხვევაში აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში დამატებით აღინიშნება: ა) ნასყიდობის ფასის გადახდის ვადები; ბ) ნასყიდობის ფასის გადახდის გარდა სხვა სააუქციონო პირობები; გ) ნასყიდობის ფასის გადახდის გარდა სხვა სააუქციონო პირობების შესრულების ვადები; დ) თითოეული სააუქციონო პირობის (ვალდებულებების) დარღვევისათვის პირგასამტეხლო; ვ) სხვა პირობები, რაც მიზანშეწონილია ქონების საპრივატიზაციოდ. 7. პირობებით გამოცხადებული აუქციონის ფორმით თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებისას, თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით და თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით შესაძლებელია დაიდოს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება. ხელშეკრულება იდება საჯარო ვაჭრობის ჩატარებიდან არა უგვიანეს სამი თვისა.     მუხლი 9🔗. საპრივატიზებო ქონების ნასყიდობის ფასის გადახდისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის წესი 1. პირობის გარეშე აუქციონის შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში სრულად გადაიხადოს საპრივატიზებო ქონების ნასყიდობის საბოლოო თანხა. 2. პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია საპრივატიზებო ქონების ნასყიდობის საბოლოო თანხა სრულად გადაიხადოს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით დაწესებულ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატე­ბოდეს ორ წელს. 3. საპრივატიზებო ქონების ნასყიდობის თანხის გადახდა ხდება თანხის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით გათვალისწინებულ საბანკო ანგარიშებზე გადახდით. 4. აუქციონში გამარჯვებული საპრივატიზებო ქონების ნასყიდობის საბოლოო თანხას სრულად იხდის იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ წარმოდგენილია საბანკო გარანტია. ბეს გადახდის შემთხვევაში კი აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას და ის იხდის საპრივატიზებო ქონების ნასყიდობის საბოლოო თანხისა და ბეს სხვაობას. 5. გამყიდველის მიერ ქონებაზე აუქციონში გამარჯვებულს საკუთრების უფლება გადაეცემა საპრივატიზებო ქონების საბოლოო ნასყიდობის ფასის სრულად დაფარვის შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან. 6. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაიცემა ნასყიდობის საბოლოო თანხის სრულად გადახდის დადასტურებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. 7. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ აუქციონში გამარჯვებული ითვლება ქონების შემძენად და მას უფლება აქვს მოახდინოს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაცია. 8. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემამდე აუქციონში გამარჯვებულს ოქმის მოქმედების პერიოდში ქონება გადაეცემა მფლობელობაში და სარგებლობაში, ხოლო აქციები ან წილი – მართვის უფლებით. ასევე, აუქციონში გამარჯვებულს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემამდე უფლება არ აქვს განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობაზე და დაცვაზე. 9. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში ოქმის (ხელშეკრულების) მოქმედების პერიოდში (ვალდებულებების შესრულების დადასტურებამდე), საკუთრების მოწმობა გაიცემა ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით. 10. გამყიდველის მიერ ქონების შემძენზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ოქმის (ხელშეკრულების) მოქმედების პერიოდში, შემძენის მიერ გადაცემული ქონების გასხვისების შემთხვევაში, ქონების შემძენი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებულია აუქციონში გამარჯვების დამადას­ტურებელი ოქმით (ხელშეკრულებით). შესაბამისად, საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ოქმის მოქმედების პერიოდში (ვალდებულებების შესრულების დადასტურებამდე), ქონების შემძენის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, ქონება ახალ მესაკუთრეზე გადადის იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით (ხელ­შეკრულებით). ქონების გასხვისების შესახებ წინასწარ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს. ასევე, აღნიშნული მიზნით საპრივატიზებო ქონების შემძენი ვალდებულია ამ პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი გარიგების დადების თაობაზე გააჩნდეს გამყიდ­ველის წერილობითი თანხმობა. 11. ოქმის (ხელშეკრულების) მოქმედების პერიოდში, საპრივატიზებო ქონების შემძენის მიერ ქონების გასხვისების შემთხვევაში, ახალი მესაკუთრე გამყიდველთან ურთიერთობისას წარმოადგენს საპრივატიზებო ქონების შემძენის უფლებამონაცვლეს და იკავებს საპრივა­ტიზებო ქონების შემძენის ადგილს, რაც ნიშნავს, რომ საპრივატიზებო ქონების შემძენის მიერ გამყიდველის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები სრულად გადადის ახალ მესაკუთრეზე და გამყიდველი უფლებამოსილია ახალი მესაკუთრის მიმართ განახორ­ციელოს ყველა ის უფლებები, რაც გათვალისწინებული იყო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით (ხელშეკრულებით). 12. ოქმის (ხელშეკრულების) მოქმედების პერიოდში, ახალი მესაკუთრის მიერ გამყიდველის წინაშე ნაკისრი ვალდებულების დარღვევისას, რაც გამყიდველსა და საპრი­ვატიზებო ქონების შემძენს შორის ურთიერთობისას აუქციონში გამარჯვების დამადას­ტურებელი ოქმის გამყიდველის მხრიდან ცალმხრივად შეწყვეტის (მოშლის) საფუძველი იქნებოდა, გამყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს (მოშალოს) აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი და საპრივატიზებო ობიექტის შემძენსა და ახალ მესაკუთრის შორის დადებული გარიგება. 13. ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საპრივატიზებო ობიექტის შემძენსა და ახალ მესაკუთრის შორის დადებული გარიგების გამყიდველის მხრიდან ცალმხრივად შეწყვეტის (მოშლის) შემთხვევაში, პირგასამტეხლოს, ზიანის ანაზღაურების თანხის და სხვა გამოქვითვების მიუხედავად თუ დადასტურდა, რომ გამყიდველის მიერ მხარეთა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მიზნით ახალ მესაკუთრეზე დასაბრუნებელი აქვს ნასყიდობის თანხა მთლიანად ან ნაწილობრივ, ნასყიდობის თანხის ოდენობა იანგარიშება აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით, თუნდაც საპრივატიზებო ქონების შემძენსა და ახალ მესაკუთრს შორის დადებული გარიგებით ქონების ნასყიდობის თანხა აღემატებოდეს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით გათვალისწინებულ ნასყიდობის თანხის ოდენობას. 14. ამ მუხლის მე-11 – მე-13 პუნქტების მოთხოვნები ვრცელდება საპრივატიზებო ქონების ყოველ შემდგომ გასხვისებაზე. 15. სააუქციონო და სახელშეკრულებო ვალდებულებების სრულად შესრულებამდე საპრივატიზებო ქონების შემძენს ეკრძალება საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთის სხვა მიწის ნაკვეთის ან/და სხვა პირთა სასარგებლოდ დატვირთვა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მიწის ნაკვეთის სხვა მიწის ნაკვეთის ან/და სხვა პირთა სასარგებლოდ დატვირთვა ხდება მხოლოდ სააუქციონო და სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მიზნით. აღნიშნული მიზნით საპრივატიზებო ქონების შემძენი ვალდებულია ამ პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი გარიგების დადების თაობაზე გააჩნდეს გამყიდველის წერილობითი თანხმობა. 16. ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან. 17. თუ საპრივატიზებო ქონებაზე (მიწის ნაკვეთზე) გადის წყლის და კანალიზაციის სისტემები, სანიაღვრე არხები და სხვა ხაზობრივი ნაგებობები, რომლებიც იმყოფება თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, აუქციონში გამარჯვებული (ქონების შემძენი) ვალდებულია მათი სხვა ადგილზე გადატანა (გატარება) განახორციელოს საკუთარი ხარჯებით, რომელიც მათ შორის აუქციონის შედეგების გაუქმებისას არ ექვემდებარება გამყიდველის მხრიდან ანაზღაურებას. 18. იმ შემთხვევაში, თუ საპრივატიზაციო ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საჭიროებს შემდგომ რეგისტრაციას, ქონების შემძენი მესაკუთრედ ითვლება მხოლოდ სარეგისტრაციო ორგანოში შესაბამისი ცვლილებების ასახვის შემდეგ. 19. შეძენილი ქონების რეგისტრაციის ხარჯებს იხდის ქონების შემძენი. 20. ოქმით განსაზღვრული შეზღუდვები განიხილება, როგორც შეძენილი ქონების შემდგომი განკარგვისა და განვითარებისთვის გასათვალისწინებული პირობა. შესაბამისად, შეზღუდვების შესრულების კონტროლი არ წარმოადგენს გამყიდველის ქონების პრივატიზებიდან გამომდინარე ინტერესს. 21. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში ქონების შემძენი ვალდე­ბულია პრივატიზებული ქონება გამოიყენოს მხოლოდ ოქმით (ხელშეკრულებით) განსა­ზღვრუ­ლი ვალდებულებების გათვალისწინებით. შესაბამისად, პრივატიზებულ ქონებაზე ნებისმიერი ნებართვა, ლიცენზია გაიცემა ან/და სხვა ნებისმიერი საქმიანობა წარმოებს საპრივატიზებო შეზღუდვების გათვალისწინებით.     მუხლი 10🔗. ვალდებულებათა შესრულება და მისი დადასტურების წესი 1. ვალდებულების შესრულება ან/და შესრულების მიღება ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით. 2. ამ წესის მიზნებისთვის ფინანსური ვალდებულება (თანხის საბოლოო ოდენობის ან/და სხვა თანხების გადახდა) შესრულებულად ითვლება აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში მითითებულ ანგარიშზე თანხის გადასარიცხად საგადახდო დავალების შედგენის ან/და სხვა სათანადო დოკუმენტურად დადასტურებული ქმედების განხორციელების დღიდან. 3. აუქციონში გამარჯვებულის მიერ თანხის გადახდა ხორციელდება თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. 4. საინვესტიციო ვალდებულებათა შესრულების შესახებ ქონების შემძენი ინფორმაციას, როგორც წესი, ადასტურებს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნით ან/და სხვა სათანადო დოკუმენტით. 5. იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების შესრულების შესწავლა სცილდება სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრის შესაძლებლობების ფარგლებს, ქონების შემძენი ვალდებულია წარმოადგინოს აუდიტორული/ექსპერტული დასკვნა. 6. ისეთი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების შესახებ ინფორმაციას, რომელიც გულისხმობს შენობა-ნაგებობების მშენებლობას, ქონების შემძენი ადასტურებს უფლებამოსილი ორგანოს მიერ შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების თაობაზე ადმინისტრაციული აქტით ან/და შენობა-ნაგებობის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის ამონაწერით. 7. მესამე პირის ან/და თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ ნაკისრი ისეთი ვალდებულებების შესრულების შესახებ ინფორმაციას, რომელიც გულისხმობს მესამე პირისათვის ან/და თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისათვის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემას, ქონების შემძენი ადასტურებს მიღება-ჩაბარების აქტით ან/და საჯარო რეესტრის ამონაწერით. 8. სახელმწიფო საბინაო ფონდში არსებული ფართის გასხვისებისას, ამ ფართის თვითნებურად დამკავებელ პირზე/პირებზე ქონების შემძენის მიერ სანაცვლო საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის ვალდებულება ქონების შემძენის მიერ გამყიდველის მიმართ შესრულებულად ითვლება, ქონების შემძენსა და ფართის თვითნებურად დამკავებელ პირს/პირებს შორის გარიგების დადებით, რომელიც ითვალისწინებს სააუქციონო პირობებიდან გამომდინარე, ფართის თვითნებურად დამკავებელ პირზე/პირებზე ქონების შემძენის მიერ სანაცვლო საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის ვალდებულებას. ფართის თვითნებურად დამკავებელ პირზე/პირებზე ქონების შემძენის მიერ სანაცვლო საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის ვალდებულების გამყიდველის მიმართ ამ პუნქტის შესაბამისად შესრულებულად ჩათვლა არ ნიშნავს იმავე ვალდებულების ფართის თვითნებურად დამკავებელი პირის/პირების მიმართაც შესრულებას. 9. ყველა სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, ქონების შემძენი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების თაობაზე აცნობებს გამყიდველს, რომელიც სწავლობს ქონების შემძენის მიერ ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების ფაქტს. 10. ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.     მუხლი 11🔗. აუქციონის მონაწილის, აუქციონში გამარჯვებულის და ქონების შემძენის პასუხისმგებლობა 1. აუქციონის მონაწილე კარგავს წარმოდგენის საბანკო გარანტიას ან მას არ უბრუნდება გადახდილი ბეს თანხა, თუ: ა) აუქციონის არც ერთი მონაწილე არ დააფიქსირებს ბიჯს; ბ) აუქციონში მხოლოდ ერთი მონაწილეა და მონაწილე არ დააფიქსირებს ბიჯს; გ) აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ წარმოდგენილია არასწორი ან/და არამართლზომიერი ინფორმაცია, რის გამოც მონაწილეს მიეცა აუქციონში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა; დ) აუქციონის მონაწილე ხელს უშლის აუქციონის ჩატარებას ან/და შედეგების გაფორმებას. 2. აუქციონში გამარჯვებული კარგავს წარმოდგენის საბანკო გარანტიას ან მას არ უბრუნდება გადახდილი ბეს თანხა, თუ: ა) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ხელმოწერაზე უარი განაცხადა; ბ) ქონების შემძენის მიერ წარმოდგენილია არასწორი ან/და არამართლზომიერი ინფორმაცია, რის გამოც მას მიეცა აუქციონში მონაწილეობის უფლება. 3. ქონების შემძენი კარგავს წარმოდგენის საბანკო გარანტიას ან მას არ უბრუნდება გადახდილი ბეს თანხა, თუ: ა) პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით დაწესებულ ვადაში არ გადაიხადა საპრივატიზებო ქონების ნასყიდობის საბოლოო თანხა; ბ) პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით დაწესებულ ვადაში არ გადაიხადა საპრივატიზებო ქონების ნასყიდობის საბოლოო თანხა, რაც საფუძველი გახდა აუქციონის გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაუქმებისა (აუქციონის შედეგების გაუქმებისა); გ) ქონების შემძენის მიერ წარმოდგენილია არასწორი ან/და არამართლზომიერი ინფორმაცია, რის გამოც მას მიეცა აუქციონში მონაწილეობის უფლება. 4. ამ მუხლის 1-ლი – მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უპირობო და საბანკო გარანტიის ან/და ბეს თანხა სრულად ირიცხება თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში.     მუხლი 12🔗. აუქციონის შედეგების გაუქმება 1. პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში აუქციონის შედეგები უქმდება და აუქციონში გამარჯვებულს საპრივატიზებო ქონებაზე საკუთრების უფლება არ გადაეცემა, თუ ქონების შემძენი დათქმულ ვადაში არ გადაიხდის ნასყიდობის საბოლოო თანხას. 2. როგორც პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის, ისე პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში აუქციონის შედეგები უქმდება და აუქციონში გამარჯვებულს საპრივატიზებო ქონებაზე საკუთრების უფლება არ გადაეცემა, თუ აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ხელმოწერაზე უარი განაცხადა. 3. პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში აუქციონის შედეგების გაუქმების დამატებით საფუძვლებს წარმოადგენს: ა) აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებების გამყიდველის მიერ მიცემულ დამატებით ვადაში (განმეორებით) შეუსრულებლობა, მათ შორის, თანხის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობა; ბ) გამყიდველის მიერ დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა; გ) ქონების შემძენის მიერ წარმოდგენილია არასწორი ან/და არამართლზომიერი ინფორმაცია, რის გამოც მას მიეცა აუქციონში მონაწილეობის უფლება. 4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში აუქციონის შედეგების გაუქმების თაობაზე თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარდგინების საფუძველზე თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმით. აუქციონის შედეგების გაუქმების მიზნით წყდება (იშლება) აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი და ძალადაკარგულად ცხადდება საკუთრების მოწმობის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. 5. აუქციონის შედეგების გაუქმების შემდეგ პრივატიზებული ქონება უბრუნდება გამყიდველს. 6. აუქციონის შედეგების გაუქმებისას გამყიდველს არ დაუბრუნდება უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ან/და ბეს თანხა და იგი სრულად ირიცხება თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში. 7. ქონების შემძენი ვალდებულია უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობის შემცირების შემთხვევაში 1 თვის ვადაში შეავსოს იგი მის სრულ ოდენობამდე. 8. პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების მესაკუთრე იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება: ა) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში – დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საპრივატიზებო ქონების ნასყიდობის საბოლოო თანხის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 9. სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით.     მუხლი 13🔗. ქონების გამყიდველის უფლებამოვალეობები 1. ქონების პრივატიზაციის შემდეგ ქონების გამყიდველი ვალდებულია: ა) სათანადო პირობების არსებობისას გასცეს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა; ბ) ქონების მესაკუთრეს დაუდასტუროს სააუქციონო პირობის (ვალდებულების) შესრულება; გ) მიაწოდოს მესაკუთრეს პრივატიზებულ ქონებაზე მასთან არსებული ინფორმაცია; დ) დაიცვას და შეასრულოს ოქმითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულებები. 2. ქონების გამყიდველი უფლებამოსილია: ა) მოსთხოვოს ინფორმაცია მესაკუთრეს ვალდებულებების შესრულების შესახებ; ბ) საჭიროების შემთხვევაში ვალდებულებების შესრულების პერიოდში დაათვალიეროს პრივატიზებული საპრივატიზებო ქონება; გ) ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მისცეს მესაკუთრეს გაფრთხილება; დ) ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევაში განიხილოს აუქციონის შედეგებისა (ოქმის) და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაუქმების საკითხი; ე) მესაკუთრეს შესთავაზოს დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის მისაღები ვადა და პირობები; ვ) განიხილოს ამ წესით ან ამ წესის ძალაში შესვლამდე პრივატიზებული ქონების არასაფინანსო და არასაინვესტიციო პირობების მოხსნის საკითხი; ზ) ქონების მესაკუთრეს მოსთხოვოს ოქმით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შესრულება.     მუხლი 14🔗. აუქციონის შედეგების ბათილობა 1. აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის უფლებრივი და ქონებრივი შედეგები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 2. პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.     მუხლი 15🔗. ელექტრონული აუქციონი 1. გამყიდველი უფლებამოსილია აუქციონის განაცხადების მიღება, ჩატარება და შედეგების გაფორმება მთლიანად ან ნაწილობრივ განახორციელოს ელექტრონული ფორმით. 2. ელექტრონული ფორმით განხორციელებული წარმოება უნდა შეესაბამებოდეს ამ წესს, ელექტრონული წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.     მუხლი 16🔗. ცვლილებებისა და დამატებების შეტანა წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.