ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლემის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 29.10.2010
ძალის დაკარგვა 03.09.2019
გამომცემი ორგანო ხულოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.136.016017
გამოქვეყნების წყარო სსმ, 52, 17/11/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლემის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Cambria; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} h1 {mso-style-link:"Heading 1 Char"; margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Cambria","serif"; color:#365F91;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:64.5pt; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} span.Heading1Char {mso-style-name:"Heading 1 Char"; mso-style-link:"Heading 1"; font-family:"Cambria","serif"; color:#365F91; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; mso-style-link:"satauri_xml Char"; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; mso-style-link:"danarti_xml Char"; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; mso-style-link:"khelmocera_xml Char"; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; mso-style-link:"muxli_xml Char"; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; mso-style-link:"tavi_satauri_xml Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.muxlixmlChar {mso-style-name:"muxli_xml Char"; mso-style-link:muxli_xml; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.tavisataurixmlChar {mso-style-name:"tavi_satauri_xml Char"; mso-style-link:tavi_satauri_xml; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";} span.sataurixmlChar {mso-style-name:"satauri_xml Char"; mso-style-link:satauri_xml; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.danartixmlChar {mso-style-name:"danarti_xml Char"; mso-style-link:danarti_xml; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} span.khelmoceraxmlChar {mso-style-name:"khelmocera_xml Char"; mso-style-link:khelmocera_xml; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:44.95pt 42.5pt .25in .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №33
2010 წლის 29 ოქტომბერი
დაბა ხულო
ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. შემოღებულ იქნეს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.
2. დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესი თანახმად დანართისა 1.
3. დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის პირობები თანახმად დანართისა 2.
4. დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმა თანახმად დანართისა 3.
5. დამტკიცდეს ნებართვის გამცემის მიერ სანებართვო მოწმობის შევსებისა და მისი გადაცემის წესი თანახმად დანართისა 4.
6. დამტკიცდეს გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი თანახმად დანართისა 5.
7. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. თავართქილაძე
დანართი 1
ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესი
თავი I
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ნივთებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების პროცედურას.
2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა აუქციონის ფორმით და მისი მიზანია ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ნივთებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა მიანიჭოს იმ ნებართვის მაძიებელს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში ნებართვის გამცემს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
3. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსება დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ საჭიროებს კანონით განსაზღვრულ გარე რეკლამის განთავსების ნებართვას.
4. ამ წესის შესაბამისად მიღებული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფუძველზე სარეკლამო საშუალებების განთავსების საკითხები რეგულირდება მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად.
5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განსაზღვროს გარე რეკლამის საშუალებების განთავსების ადგილები.
6. ნებართვის მაძიებლად მიიჩნევა და აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ან ამ პირთა გაერთიანებას.
7. აუქციონზე გამოტანილია ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ნივთებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა ერთ ლოტად.
8. აუქციონზე ლოტის საწყისი ფასი განისაზღრება ნებართვის გამცემის მიერ საბაზრო ფასებიდან გამომდინარე.
9. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განუსაზღროს ნებართვის მფლობელს გარე რეკლამის საშუალებიდან შემოსავლის მიუღებლობის შემთხვევაში ნებართვის გამცემისათვის გადასახდელი საფასურის ოდენობა.
10. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფასურს ნებართვის მფლობელი იხდის სანებართვო პირობებით გათვალისწინებულ ვადაში და დადგენილი წესით.
მუხლი 2🔗. აუქციონის გამართვის უფლებამოსილი ორგანო
1. აუქციონი ცხადდება და სანებართვო პირობები დგინდება ნებართვის გამცემის ინიციატივით.
2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადას განსაზღრავს ნებართვის გამცემი, მაგრამ არა უმეტეს 2 წლისა.
3. ნებართვის გამცემს შეუძლია აუქციონის ორგანიზატორის ფუნქციები შეასრულოს უშუალოდ ან იმოქმედოს წარმოდგენილის ან შუამავლის მეშვეობით, რომელსაც ნებართვის გამცემის მიერ მინიჭებული ექნება სათანადო უფლებამოსილება.
4. აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის, აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ) კონფედენციალურია.
თავი II
აუქციონის ორგანიზება, მისი პირობები და ჩატარების წესი
მუხლი 3🔗. აუქციონის ორგანიზება
1. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს ნებართვის გამცემი.
2. იმ შემთხვევაში, როცა ნებართვის გამცემი აუქციონის ორგანიზატორის ფუნქციებს გადასცემს წარმომადგენელს ან შუამავალს, მათ შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა) ლოტის (ლოტების) საწყისი ფასი;
ბ) აუქციონის ჩატარების ვადა;
გ) წარმომადგენელის ან შუამავლისათვის ავანსის ან/და საკომისიო ანაზღაურების ოდენობა და მისი გაცემის წესი;
დ) ურთიერთვალდებულებანი და მხარეთა პასუხისგებლობა ხელშეკრულების დარღვევისათვის;
ე) სხვა ინფორმაცია ნებართვის გამცემის შეხედულებისამებრ.
3. ნებართვის გამცემი უზრუნველყოფს ადგილობრივ ბეჭდვით ორგანოში, აგრეთვე შეხედულებისამებრ სხვა საინფორმაციო საშუალებებში აუქციონის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას.
4. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია გადაავადოს აუქციონის ჩატარება, რის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
5. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ნებართვის გამცემის დასახელებას;
ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;
გ) აუქციონზე გამოტანილი ლოტის დასახელებას (აღწერას) და საწყის ფასს, რომელზედაც გაიცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა;
დ) ნებართვის მფლობელისათვის ნებართვის გადაცემის ვადას;
ე) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღს;
ვ) ბეს, ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღრავს ნებართვის გამცემი;
ზ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;
თ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც ნებართვის გამცემი ჩათვლის მიზანშეწონილად.
6. ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს მიიღოს აუქციონზე გამოტანილი ლოტის შესახებ ნებართვის გამცემის ხელთ არსებული, კანონდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია.
7. ნებართვის გამცემი აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის სააუქციონო კომისიას, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები. აღნიშნული კომისია ადგენს აუქციონში გამარჯვებულის დამადასტურებელ ოქმს.
მუხლი 4🔗. აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება.
2. აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან ოცდამეათე კალენდარულ დღეს. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც ოცდამეათე კალენდარული დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ განაცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.
3. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში – მონაწილე) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:
ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, აუქციონზე გამოტანილი ლოტის დასახელებას და მონაწილის თანხმობას ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი პირობების შესრულებაზე;
ბ) ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის და ბეს საფასურის გადახდა უნდა მოხდეს ნებართვის გამცემის მიერ მითითებულ ანგარიშზე);
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
დ) ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა ფიზიკური პირის სახელით;
ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში) ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (არასამეწარმეო იურიდიული პირის და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალისათვის).
4. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი მონაწილეზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში“, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მონაწილეს გადასცემს აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით მონაწილე ღებულობს აუქციონში მონაწილის სტატუსს.
5. მონაწილეს უფლება აქვს ბეს დაუკავებლად უარი აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადოს მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში.
6. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) განაცხადის წარმომდგენი პირი, მოქმედი კანონდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს ნებართვის მაძიებლად;
ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტის მოთხოვნები.
მუხლი 5🔗. აუქციონის ჩატარების წესი
1. აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.
3. აუქციონს ატარებს აუქციონატორი.
4. ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს ლოტის დასახელებას, მის საწყის ფასს და ბიჯს.
5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას). აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გამოცხადებისა და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდაგ გარე რეკლამის ნებართვა ითვლება გაცემულად იმ აუქციონის მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.
7. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.
8. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზებით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი ბე არ დაუბრუნდებათ.
9. სააუქციონო კომისია აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბეს ოდენობა. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
მუხლი 6🔗. აუქციონის ჩატარების წესი, სადაც შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს გამოცხადებულზე დაბალი ფასი
1. თუ არ მოხდა აუქციონზე გამოტანილი ლოტის გაცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა შეიძლება გატანილ იქნეს აუქციონზე, სადაც შესაძლებელი იქნება შეთავაზებულ იქნეს გამოცხადებულზე დაბალი ფასი.
2. აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
3. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.
4. აუქციონს ატარებს აუქციონატორი.
5. ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს აუქციონზე გამოტანილი ლოტის დასახელებას, მის საწყის ფასს, მინიმალური გასაყიდი ფასის ოდენობას (რომელიც წინასწარ არის დადგენილი ნებართვის გამცემის მიერ) და ბიჯს.
6. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის და მინიმალური გასაყიდი ფასის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
7. აუქციონში მონაწილეს, რომელსაც სურს შეისყიდოს საწყის ფასად ლოტი, სწევს მონაწილის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), ხოლო თუ არც ერთი მონაწილის მიერ არ იქნა აწეული მონაწილის დაფა, აუქციონატორი საწყის გასაყიდ ფასს აკლებს დადგენილი ბიჯის ოდენობას და აცხადებს კლებადობის შესაბამისად გასაყიდ ფასს. ბიჯის კლებადობა გრძელდება მანამ, სანამ ერთ-ერთი მონაწილის მიერ არ იქნება დაფა აწეული ან გასაყიდი ფასი არ დავა მინიმალური გასაყიდი ფასის ოდენობამდე.
8. იმ შემთხვევაში, თუ ბიჯის კლებადობის დროს ერთ-ერთი მონაწილის მიერ აწეული იქნა მონაწილის დაფა (რაც ნიშნავს გამოცხადებულ ფასზე ბიჯის დამატებას) აუქციონატორი აფიქსირებს მას, როგორც გასაყიდ ფასს და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გამოცხადების და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ აუქციონზე გამოტანილი ლოტი ითვლება გაყიდულად აუქციონის იმ მონაწილეზე, ვინც ყველაზე მაღალი ფასი დაასახელა.
9. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის ოქმის შედეგების ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამაჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.
10. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი ბე არ დაუბრუნდებათ.
11. სააუქციონო კომისია აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბეს ოდენობა. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
თავი III
ოქმის გაფორმების წესი. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა
მუხლი 7🔗. ოქმის გაფორმების წესი
1. ოქმში დაფიქსირებული უნდა იყოს აუქციონში გამარჯვებულის მონაცემები.
2. აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას.
3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა დადგენილი სანებართვო ფორმის სახით ნებართვის გამცემის მიერ ნებართვის მფლობელს გადაეცემა ოქმის ხელმოწერის მომენტისთანავე, ხოლო სანებართვო ფორმის მეორე ეგზემპლარი რჩება ნებართვის გამცემს.
მუხლი 8🔗. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა
1. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე ნებართვის გამცემის მიერ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი 2
ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის პირობები
1. აუქციონზე გამოტანილია ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა ერთ ლოტად.
2. აუქციონზე გამარჯვებული (ნებართვის მფლობელი) გამოვლინდება აუქციონზე ყველაზე მაღალი ფასის დაფიქსირების შედეგად.
3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა ნებართვის მფლობელზე გაიცეს 2 წლის ვადით. აღნიშნული ვადის დინება დაიწყება ნებართვის მფლობელისათვის სანებართვო მოწმობის გადაცემის დღიდან.
4. აუქციონზე გამოტანილი ლოტის საწყისი ფასი განისაზღვროს ნებართვის მფლობელის მიერ, არსებული საბაზრო ფასებიდან გამომდინარე.
5. ნებართვის გამცემს უფლება აქვს, ნებართვის მფლობელის მიერ საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში მიღებული შემოსავლის ოდენობის დადგენის მიზნით, მოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა.
6. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განახორციელოს გარე რეკლამის განთავსების საფასურის გადახედვა 6 თვეში ერთხელ, საბაზრო ფასის ცვლილებების გათვალისწინებით.
7. ნებართვის მფლობელი ნებართვის საფასურს გადაიხდის სამ თვეში ერთხელ, საანგარიშგებო პერიოდის მესამე თვის მოდევნო 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, ნებართვის გამცემის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე. საანგარიშო პერიოდის ათვლა იწყება ნებართვის მფლობელის მიერ პირველი სარეკლამო საშუალების/საშუალებების განთავსების დღიდან.
8. აუქციონში მონაწილეთათვის განისაზღვროს:
ა) ბეს სიდიდე თითოეულ ლოტზე საწყისი ფასის 10%-ის ოდენობით;
ბ) ბიჯის სიდიდე თითოეულ ლოტზე საწყისი ფასის 10%-ით;
გ) აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასი 20 ლარის ოდენობით.
9. განცხადების წარდგენის ადგილია ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო, დაბა ხულო, ტბელ აბუსერისძის ქ. №1.
10. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით, 1200 სთ-მდე.
11. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:
ა) განაცხადს, რომელიც შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს:
ა.ა) ინფორმაციას მონაწილეზე (მისი ვინაობა, მისამართი);
ა.ბ) აუქციონზე გამოტანილი ლოტის დასახელებას და მონაწილის თანხმობას ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი პირობების შესრულებაზე;
ა.გ) განაცხადის წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას;
ბ) ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის და ბეს გადახდა უნდა მოხდეს ნებართვის გამცემის მიერ მითითებულ ანგარიშზე);
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
დ) ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა ფიზიკური პირის სახელით;
ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში), ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (არასამეწარმეო იურიდიული პირის და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალისათვის).
12. აუქციონის დღე განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.
13. აუქციონის გამართვის ადგილია: დაბა ხულო, ტბელ აბუსერისძის ქ. №1.
14. მონაწილე ვალდებულია აუქციონის და მისი წინამოსამზადებელი სამუშაოების მსვლელობისას დაიცვას ეთიკის ნორმები.
15. კომისიაში გაყალბებული დოკუმენტის წარდგენა ან მონაწილის მხრიდან ჩადენილი არაკეთილსინდისიერი ქმედება გახდება მონაწილის აუქციონიდან მოხსნის საფუძველი.
16. წარმოდგენილ დოკუმენტებში დაშვებული ტექნიკური ხასიათის შენიშვნებზე იმსჯელებს კომისია და გადაწყვეტს, შეიძლება თუ არა ის გახდეს მონაწილის აუქციონიდან მოხსნის საფუძველი;
17. ამ პირობების მე-14 და მე-15 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მონაწილის აუქციონიდან მოხსნის გადაწყვეტილებას კომისია იღებს წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, რაც ფორმდება შესაბამისი ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.
18. აუქციონის შედეგად მიღებული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფუძველზე სარეკლამო საშუალების განთავსების საკითხები რეგულირდება მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად.
19. ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს მიიღოს აუქციონზე გამოტანილი ლოტის შესახებ ნებართვის გამცემის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ინფორმაცია.
20. ნებართვის მფლობელს ეკისრება ვალდებულება განახორციელოს გარე რეკლამის საშუალებების მოვლა-პატრონობა და სწორი ექსპლუატაცია.
დანართი 3
საქართველო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
GEORGIA AUTONOMOUS REPUBLIK OF ADJARIA
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო OF KHULO
დაბა ხულო ტბელ აბუსერისძის ქ №1 № ------------- ----- -----------------------2010წ
ინდ. 6500 ტელ. 7 00 00
ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობა
ნ ე ბ ა რ თ ვ ა №
ეძლევა ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ნებართვის მიმღები და მისი მისამართი)
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
საფუძველი ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ნებართვის მოქმედების ვადა ----------------------------------------------------------------------------------------------------------------
ნებართვა შედგენილია ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მიმღებს,
ხოლო მეორე ეგზემპლარი ინახება ნებართვის გამცემთან.
ნებართვა გაცემულია 2010 წლის ---------------------------------------
(ბეჭდის ადგილი)
ნებართვის მიმღები: საკრებულოს თავმჯდომარე
დანართი 4
ნებართვის გამცემის მიერ სანებართვო მოწმობის შევსებისა და მისი გადაცემის წესი
მუხლი 1🔗
ეს წესი განსაზღვრავს სანებართვო მოწმობის შევსებისა და მისი ნებართვის მფლობელისათვის გადაცემის სამართლებრივ მექანიზმებს.
მუხლი 2🔗.
სანებართვო მოწმობა (დანართი 3) შევსებული სახით ნებართვის გამცემის მიერ ნებართვის მფლობელს გადაეცემა ოქმის ხელმოწერისთანავე, ხოლო მისი მეორე ეგზემპლარი რჩება ნებართვის გამცემს.
მუხლი 3🔗
1. სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი 3) ივსება სააუქციონო კომისიის თავმჯდომარის მიერ ლურჯი ან შავი ბურთულიანი საწერი კალმით.
2. სანებართვო მოწმობის შევსებისას მასში აღინიშნება:
ა) ნებართვის მიმღები და მისი მისამართი;
ბ) ნებართვის მიღების საფუძველი;
გ) ნებართვის მოქმედების ვადა;
დ) ნებართვის გაცემის თარიღი და წელი;
ე) სანებართვო პირობები.
2. სანებართვო მოწმობას ხელს აწერს ნებართვის მიმღები და საკრებულოს თავმჯდომარე.
3. სანებართვო მოწმობა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მოწმდება ბეჭდით.
4. უფლებამისილ სამსახურს შესაბამისი მონაცემები, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შეაქვს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეესტრში.
დანართი 5
სანებართვო მოწმობის წამოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს სანებართვო მოწმობის წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს.
2. სანებართვო მოწმობის წარმოება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე.
მუხლი 2🔗. სანებართვო მოწმობის დამზადება და დამცავი ნიშნები
1. სანებართვო მოწმობა მზადდება ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში – სამართალსუბიექტი) შეკვეთის საფუძველზე, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
2. სანებართვო მოწმობებით მომარაგებას სამართალსუბიექტი ახორციელებს დამოუკიდებლად.
3. სანებართვო მოწმობის ბოლო გვერდის უკანა კუთხეში დაიტანება სანებართვო მოწმობის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს, დამკვეთის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი და სანებართვო მოწმობის ფორმის ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრი).
4. დამზადებული სანებართვო მოწმობის ბლანკების პოლიგრაფიულ საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სამართალსუბიექტის მიერ გაცემული სათანადო მინდობილობა.
მუხლი 3🔗. სანებართვო მოწმობის შეუვსებელი ფორმების შენახვა
1. სანებართვო მოწმობის შეუვსებელი ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. სანებართვო მოწმობის შეუვსებელი ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში, ამასთანავე, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და დაცული დაზიანებისგან.
3. სანებართვო მოწმობის შეუვსებელი ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე სამართალსუბიექტის მიერ განსაზღვრულ პასუხისმგებელ პირთან.
მუხლი 4🔗. სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალი
1. სანებართვო მოწმობის ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირები თავის მხრივ ვალდებულნი არიან სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემა აღრიცხონ ზონარგაყრილ, ბეჭედდარტყმულ, დანომრილ და სათანადო უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალში.
2. სანებართვო მოწმობა, მისი შედგენიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, უნდა წარედგინოს სანებართვო მოწმობის ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელსაც დაუყოვნებლივ შეაქვს მონაცემები სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალში.
3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო მოწმობის წარდგენის ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, სანებართვო მოწმობის წარდგენა უნდა მოხდეს მომდევნო სამუშაო დღეს.
მუხლი 5🔗. გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობების ჩამოწერა
1. სანებართვო მოწმობა გამოსაყენებლად უვარგისად ჩაითვლება:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომების შედეგად;
ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობა ჩამოიწერება ჩამოწერის აქტის შესაბამისად.
3. გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.