საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 29.10.2010
ძალის დაკარგვა 29.03.2011
გამომცემი ორგანო საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.165.016010
გამოქვეყნების წყარო სსმ, 50, 15/11/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 31.08.2010
დოკუმენტის ტექსტი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2010 წლის 29 ოქტომბერი
ქ. საგარეჯო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე 276-ე მუხლების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნას ქონების გადასახადი დანართის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს №6 დადგენილება.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
4. დადგენილების გასაჩივრება შეიძლება საგარეჯოს რაიონულ სასამართლოში უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში. მისამართი: ქ. საგარეჯო, ჯაფარიძის ქ.№4.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. ჭიაურელი
დანართი
ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები.
1. ქონების გადასახადი წარმოადგენს ადგილობრივ გადასახადს, რომლის შემოღების (გადახდის პირობების შეცვლის ან შემოღებული გადასახადის გაუქმების) უფლებამოსილება მინიჭებული აქვთ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს. ნორმატიული აქტით შემოღებული ქონების გადასახადის გადახდა სავალდებულოა შესაბამისი სუბიექტის ტერიტორიაზე.
2. ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი.
3. საგადასახადო ორგანოებს საქრთველოს საგადასახადო კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით, უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების მოცულობა, საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაციას.
4. საგადასახადო ორგანო, გადასახადის გადამხდელის სათანადო მომართვის შემთხვევაში ვალდებულია, ქონების გადასახადის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, გადამხდელს მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია ქონების გადასახადის ადმინისტრირების მიზნით.
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო საგადასახადო ორგანოს ყოველი წლის 1 აპრილამდე წარუდგენს ინფორმაციას ქონების გადასახადის განაკვეთების (მიწაზე ზონების და კატეგორიის მითითებით) შესახებ, რომელიც ადგილობრივი თვითმართველობის ორგანომ შემოიღო საგადასახადო წლისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას ქონების გადასახადის განაკვეთები არ შეუცვლია. თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე დადგენილი აქვს ზონირება, ამავე ვადაში საგადასახადო ორგანოს ასევე უნდა წარუდგინოს ინფორმაცია ზონირების შესახებ, ცალკეულ ზონაზე გასავრცელებელი განაკვეთის და ზონაში შემავალი ქუჩების (მოედნების, გამზირების და ა.შ.) მითითებით. ამასთანავე, თუ ერთი და იგივე ქუჩა სხვადასხვა ზონაში ხვდება, ზონები დაკონკრეტებული უნდა იყოს ქუჩის შესაბამისი ნომრების მიხედვით. კონკრეტულ ქუჩაზე გასავრცელებელი განაკვეთის გაურჩევლობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო ხელმძღვანელობს ამ ქუჩისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ შემოღებული მინიმალური განაკვეთით. ზონირებაში ტერიტორიის გამორჩენის შემთხვევაში გამორჩენილ ტერიტორიაზე (ქუჩა, მოედანი, სოფელი და ა.შ ) გავრცელდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე მიღებული მინიმალური განაკვეთი;
ბ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სარეგისტრაციო სამსახური შესაბამის საგადასახადო ორგანოს ყოველი წლის 1 აპრილამდე წარუდგენს მიწის მესაკუთრეთა სიებს, მათი პირადი ნომრების, საკუთრებაში არსებული მიწის ფართობისა და დანიშნულების (სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო) მითითებით.
5. გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი დაბეგვრის ობიექტების მიხედვით ქონების გადასახადში ჯამური საგადასახადო ვალდებულების თანხობრივი გაანგარიშება ხდება სრულ ლარებში. ამ მიზნით საგადასახადო ვალდებულება ერთ ლარამდე ნულდება.
6. მიწაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 1 აპრილისათვის მოქმედი, ხოლო სხვა დასაბეგრ ქონებაზე – საგადასახადო წლის 31 დეკემბრისათვის მოქმედი განაკვეთების მიხედვით.
მუხლი 2🔗. ქონების გადასახადის გადამხდელი
ქონების გადასახადის გადამხდელია პირი, რომელსაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
ა) 2010 წლის 1 იანვრამდე საგადასახადო პერიოდში საკუთრებაში აქვს (გარდა ლიზინგის საგნისა) ამ გადასახადით დაბეგვრის ობიექტი;
ბ) 2010 წლის 1 იანვრამდე საგადასახადო პერიოდში ლიზინგით აქვს მიღებული (მათ შორის, არარეზიდენტისაგან) ამ გადასახადით დაბეგვრის ობიექტი;
გ) 2010 წლის 1 იანვრის შემდგომ საგადასახადო პერიოდში საკუთრებაში აქვს ამ გადასახადით დაბეგვრის ობიექტი.
დ) 2010 წლის 1 იანვრის შემდგომ არარეზიდენტისაგან ლიზინგით სარგებლობაში აქვს ამ გადასახადით დაბეგვრის ობიექტი;
ე) კანონით გათვალისწიებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა ( ფაქტობრივ მფლობელობაში იგულისხმება მიწის ფაქტობრივი ფლობა ან მიწით სარგებლობა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მიწის ფლობისა და მიწით კანონიერი სარგებლობისა;
ვ) ფაქტობრივ მფლობელობაში ან/და სარგებლობაში აქვს გარდაცვლილი პირის საკუთრებაში რიცხული ამ გადასახადით დაბეგვრის ობიექტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფაქტობრივი მფლობელის მიერ ქონებით სარგებლობა ხორციელდება იჯარით, ქირით, უზუფრუქტით ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.
მუხლი 3🔗. დაბეგვრის ობიექტი
1. საქართველოს საწარმოსათვის ქონების, გარდა მიწისა, დაბეგვრის ობიექტებია:
ა) 2010 წლის 1 იანვრამდე საგადასახადო პერიოდზე მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები (გარდა ბიოლოგიური აქტივებისა), დაუმონტაჟებული მოწყობილებები, დაუმთავრებელი მშენებლობა და არამატერიალური აქტივები;
ბ) 2010 წლის 1 იანვრის შემდგომ საგადასახადო პერიოდზე მის ბალანზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები (გარდა ბიოლოგიური აქტივებისა და საქართველოს რეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონებისა), დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, დაუმთავრებელი მშენებლობა და არამატერიალური აქტივები, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონება.
2. ორგანიზაციებისათვის ქონების, გარდა მიწისა, გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მის ბალანსზე რიცხული, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქონება ან ქონების ნაწილი, რომელიც გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის.
3. ფიზიკური პირისათვის ქონების, გარდა მიწისა, გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:
ა) 2010 წლის 1 იანვრამდე საგადასახადო პერიოდის მიხედვით მის საკუთრებაში (გარდა ლიზინგით გაცემულისა) არსებული ან ლიზინგით აღებული უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობა ან მათი ნაწილი), დაუმთავრებელი მშენებლობა ან/და იახტები (კატარღები) თვითმფრინავები, შვეულფრენები, აგრეთვე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები (გარდა ბიოლოგიური აქტივებისა), დაუმონტაჟებელი მოწყობილობები და არამატერიალური აქტივები;
ბ) 2010 წლის 1 იანვრის შემდგომ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობები ან მათი ნაწილი), დაუმთავრებელი მშენებლობა ან/და იახტები (კატარღები,), თვითმფრინავები, შვეულფრენები, აგრეთვე არარეზიდენტისაგან, ლიზინგით სარგებლობაში მიღებული ქონება ან/და ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელების შემთხვევაში მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები ( გარდა ბიოლოგიური აქტივებისა და საქართველოს რეზიდენტისაგან მიღებული ქონებისა,) დაუმონატაჟებელი მოწყობილობები და არამატერიალური აქტივები, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონება.
4. საქართველოს ან უცხოური საწარმოსათვის, ორგანიზაციისათვის ან/და ფიზიკური პირისათვის გადასახადით დაბეგვრის ობიექტია საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით;
ა) საკუთრებაში არსებული მიწა;
ბ) კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა.
5. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირებისათვის დაბეგვრის ობიექტად განიხილება ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული შესასაბამისი ქონება. ამასთანავე, ქონების გადასახადისა და ანგარიშგების ვალდებულება განისაზღვრება შესაბამისი დაბეგვრის ობიქტისათვის დადგენილი წესით.
მუხლი 4🔗. საწარმოსათვის, ორგანიზაციისათვის დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადასახადის გადახდის წესი.
1. ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულ ქონებაზე, კერძოდ, ამ წესის მე-4 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტებზე, ქონების გადსახადი გამოიანგარიშება გადასახადის გადამხდელის მიერ.
2. საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის (ეკონომიკური საქმიანობის ნაწილში) დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს :
ა) 2009 წლამდე საგადასახადო პერიოდზე – აქტივების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამასთან, საანგარიშო წლისათვის აქტივების წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივის საშუალო ღირებულების მიხედვით;
ბ) 2009 წელს და შემდგომ საგადასახადო პერიოდზე – დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივის საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში უნდა გაიზარდოს:
ბ.ა ) 2000 წლამდე შესყიდულ აქტივებზე 3-ჯერ;
ბ.ბ ) 2000 წლიდან 2004 წლამდე შესყიდულ აქტივებზე -2-ჯერ;
ბ.გ ) 2004 წელს შესყიდულ აქტივებზე -1.5 ჯერ;
ბ.დ) იმ აქტივებზე, რომელთა შესყიდვის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, – ამ პუნქტის „ბ.ა” ქვეპუნქტებით განსაზღვრული ოდენობით.
3. 2010 წლის 1 იანვრის შემდგომ საწარმოსათვის /ორგანიზაციისათვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ პუნქტის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად მიიჩნევა აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში.
მუხლი 5🔗. ფიზიკური პირის მიერ დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი.
1. ფიზიკური პირისათვის გადასახადის წლიური განაკვეთის ოდენობა დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, განისაზღვროს გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით, შემდეგი ოდენობით;
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.1 პროცენტი;
ბ) 100 000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1 პროცენტი.
მუხლი 6🔗. მიწაზე ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება მიწის ხარისხის მიხედვით და დგინდება ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით ლარებში;
ა) სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწებისათვის:
ა.ა) კარგი – 36 ლარი 1 ჰექტარზე;
ა.ბ) მწირი – 20 ლარი 1 ჰექტარზე;
ბ) ბუნებრივი სათიბებისა და საძოვრებისათვის:
ბ.ა) სათიბი – 4 ლარი 1 ჰექტარზე;
ბ.ბ) საძოვარი – 2 ლარი 1 ჰექტარზე;
ბ.გ) გაკულტურებული სათიბი – 7 ლარი 1 ჰექტარზე;
ბ.დ) გაკულტურებული საძოვარი – 3 ლარი 1 ჰექტარზე.
2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი გამოიანგარიშება გადასახადის განაკვეთის გამრავლებით მიწის ნაკვეთის ფართობზე (ჰექტრებში).
3. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი განისაზღვროს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დამკიცებული ტერიტორიული კოეფიციენტის გამრავლებით საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის მე-9 ნაწილით განსაზღვრული გადასახადის განაკვეთის გამრავლებით ერთ კვადრატულ მეტრზე დამტკიცებულ მიწაზე ქონების გადასახადის საბაზისო განაკვეთზე 0.24 ლარზე.
4. ქალაქ საგარეჯოს ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დამკიცებული ტერიტორიული კოეფიციენტი ზონების მიხედვით განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) ცენტრალური ზონა – 0.09 ლარი;
ბ) შუალედური ზონა – 0.072 ლარი;
გ) პერიფერიული ზონა – 0.05 ლარი.
5. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შემავალი სოფლებისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადსახადი განისაზღვროს 0.036 ლარის ოდენობით.
6. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე დასახლებათა არეალებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი განისაზღვროს 0.018 ლარის ოდენობით.
მუხლი 7🔗. გადასახადისაგან გათავისუფლება
ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტები.