„საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 9 ივნისის №500-№653 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.013.695
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ერთობლივი ბრძანება №690-№1335
2009 წლის 28 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 9 ივნისის №500-№653 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებთ:
მუხლი 1. „საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 9 ივნისის №500-№653 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში (სსმ III, 10.06.08, №82, მუხლი 890) შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საბაჟო კონტროლის ზონა – სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ განყოფილებებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილი, აგრეთვე საექსპერტო შემოწმების მიზნით ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენისა და დათვალიერებისათვის გამოყოფილი ტერიტორია;“;
ბ),,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) საბაჟო ორგანო – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული ორგანოების სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომელთა ფუნქცია არის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება;“;
გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალება – საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704 და 8705 სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება;“;
დ) „თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თ) ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება – სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები დოკუმენტაციის ტრასოლოგიური ან/და სასაქონლო შემოწმების გზით, საბაჟო დეკლარირების ან/და რეგისტრაციისათვის ან აღრიცხვიდან მოხსნისათვის კანონმდებლობით დადგენილი მონაცემების განსაზღვრა;
ი) მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტი (ფორმა 2) – საბაჟო დეკლარირების ან/და რეგისტრაციის ან აღრიცხვიდან მოხსნის მიზნით სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმებისას ავტოსატრანსპორტო საშუალების რეკვიზიტების თანმხლებ დოკუმენტებთან ვიზუალურად შედარების შედეგად შედგენილი აქტი (დანართი №1), რომელშიც აისახება ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემები. დათვალიერების აქტის მოქმედების ვადა იმპორტის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი ავტომანქანის დეკლარირებისათვის განისაზღვრება ერთი დღით, ხოლო ექსპორტის საბაჟო რეჟიმისათვის, რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის ან/და რეგისტრაციისათვის – 30 დღით;“;
ე) ,,ლ“ და ,,მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ლ) სასაქონლო შემოწმება – ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების დროს არსებული საბაზრო ღირებულების მიხედვით ფასის განსაზღვრა სპეციალისტის მიერ;
მ) თანმხლები დოკუმენტაცია – საექსპერტო შემოწმებისა და საბაჟო დეკლარირებისათვის წარმოსადგენი, უფლებამოსილი სამსახურების მიერ გაცემული ან დამოწმებული დოკუმენტები (ამონაწერი ავტოსატრანსპორტო საშუალების მოწმობიდან, საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა, სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი (ფორმა №2), საკუთრების უფლების გადაცემის გარიგება, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის ბარათი, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა, კონოსამენტი და სხვ.), რომლებშიც ასახულია ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების მონაცემების, მისი მესაკუთრის (წარმომადგენლის) შესახებ; აგრეთვე საბაჟო გადასახდელებისა და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;“.
2. მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4
1. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარირების ან/და რეგისტრაციის ან აღრიცხვიდან მოხსნის მიზნით სააგენტოს სპეციალისტების მიერ საბაჟო კონტროლის ზონაში ხორციელდება საექსპერტო შემოწმება და მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტის შედგენა.
2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე ან არასაბაჟო ორგანომდე მიტანის 20-დღიანი ვადით გადაადგილებული, ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, ან სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილი საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეექსპორტისათვის დათვალიერების აქტის შედგენასთან ერთად, სააგენტოს უფლებამოსილი პირი სატრანსპორტო საშუალების თანმხლები ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის“ უკანა გვერდზე სათანადო დამღის (დანართი №2) დასმით ადასტურებს საექსპერტო შემოწმების გავლას.
მუხლი 5
ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება მიზნად ისახავს საქართველოში თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში, საქართველოში რეგისტრაციისათვის შემოტანილი, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტისათვის ან რეექსპორტისათვის (გარდა სეს ესნ-ის 8701 და 8705 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულისა) განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დეკლარირებისათვის, სავალდებულო რეგისტრაციისათვის ან აღრიცხვიდან მოხსნისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მონაცემების განსაზღვრას სპეციალისტის მიერ ტრასოლოგიური ან/და სასაქონლო შემოწმების გზით.“.
3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების შედეგად დათვალიერების აქტში აისახება:
ა) სატრანსპორტო საშუალების მფლობელი (მესაკუთრე);
ბ) მარკა, მოდელი;
გ) საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი;
დ) ფერი;
ე) გამოშვების წელი;
ვ) ძრავის ნომერი;
ზ) ძარის ნომერი;
თ) ტრანზიტული ნომერი;
ი) საწვავის ტიპი;
კ) დასაშვები წონა;
ლ) დაუტვირთავი წონა;
მ) სატრანსპორტო საშუალების ტიპი;
ნ) ძრავის მოცულობა;
ო) ზუსტი მოცულობა;
პ) შასის ნომერი;
ჟ) სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულება (ფასი);
რ) სატრანსპორტო საშუალების საჭის განლაგება;
ს) საბაჟო გადასახდელების გაანგარიშება.“.
4. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:
„7. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტისათვის ან რეექსპორტისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საექსპერტო შემოწმების შემთხვევაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტში არ შეიტანება ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ჟ“ და ,,ს“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები.
8. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემებისა, დათვალიერების აქტში დამატებით ასახულ უნდა იქნეს სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის კანონით დადგენილი საფასურების განგარიშება.“.
5. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8
1. საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევისათვის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესი არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე:
ა) რომლებიც არ არის აღწერილი და კლასიფიცირებული საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8703 სასაქონლო პოზიციაში;
ბ) რომლებიც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე იმყოფებოდა სხვა საბაჟო რეჟიმში;
გ) რომელთა მიმართ გამოიყენება საგადასახადო შეღავათები ან/და საბაჟო გადასახდელებისაგან გათავისუფლება;
დ) რომელთა მიმართ გამოიყენება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესი;
ე) რომელთა მიმართ ადგილი აქვს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევას.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალებების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევა, როგორც წესი, წარმოებს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, სხვა ენაზეც.
3. დეკლარანტს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოსა და სააგენტოს მოთხოვნით კი ვალდებულია დაესწროს საექსპერტო შემოწმებას ან/და საბაჟო დათვალიერებას.
4. სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების მიზნით შემოწმების ადგილზე მიტანა ან სხვა სატვირთო ოპერაციები ხორციელდება დეკლარანტის ხარჯებით.“.
6. მე-10 მუხლის:
ა) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარირება ხორციელდება ,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №21-ით დამტკიცებული ,,სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №3“-ით და დანართი №20-ით დამტკიცებული სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციით განსაზღვრული წესების შესაბამისად.
5. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი თხოვნით მიმართავს სააგენტოს დეკლარაციის შევსების თაობაზე.“;
ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
7. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შევსებული დეკლარაცია სააგენტოს მიერ ელექტრონულად მიეწოდება საბაჟო ორგანოს.“.
8. თავი V ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
თავი V
ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა და აღრიცხვიდან მოხსნის ბარათი
მუხლი 13
საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვიდან მოხსნას სააგენტო ახორციელებს მესაკუთრის განცხადების საფუძველზე, „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.
მუხლი 14
1. საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის შედეგად სააგენტოს მიერ გაიცემა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის ბარათი.
2. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის ბარათი ივსება ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.
მუხლი 15
1. სააგენტო უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაადასტუროს ექსპორტის და რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენებისას, სააგენტოს უფლებამოსილი პირი სატრანსპორტო საშუალების თანმხლები „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის“ უკანა გვერდზე სათანადო დამღის (დანართი №3) დასმით ადასტურებს რეექსპორტისათვის განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საკუთრების უფლების გადაცემაზე გარიგების დოკუმენტის არსებობას.
მუხლი 16
1. სააგენტო უფლებამოსილია უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებასთან ან/და რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის საბაჟო ორგანოსათვის მიწოდება წერილობითი ან/და ელექტრონული (მათ შორის, მონაცემთა ბაზის ერთიანი ელექტრონული დამუშავებისა და გადაცემის სისტემის გამოყენებით) ფორმით. ამასთანავე, ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტებს.
2. სააგენტო ვალდებულია, ამ ინსტრუქციის მე-4 და მე-15 მუხლებით გათვალისწინებული დამღების დასმიდან 3 დღის ვადაში გადასცეს საბაჟო ორგანოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტისა და საკუთრების უფლების გადაცემაზე გარიგების დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებული ასლები.“.
9. მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი თხოვნით მიმართავს საბაჟო ორგანოს ან სააგენტოს დეკლარაციის შევსების თაობაზე.“.
10. ბრძანების დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
11. ბრძანებას დაემატოს დანართი №2 და დანართი №3 თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
კ. ბაინდურაშვილი
ი. მერაბიშვილი
დანართი №1
სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“
მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტი N
ფორმა 2
| მფლობელი: |
|
| მარკა, მოდელი: |
|
| საიდენტიფიკაციო კოდი: |
|
| ფერი: | ტიპი: |
| გამოშვების წელი: | ძრავის მოცულობა: |
| ძრავის ნომერი: | ზუსტი მოცულობა: |
| ძარის ნომერი: | შასის ნომერი: |
| ტრანზიტული ნომერი: | საბაზრო ღირებულება: |
| საწვავის ტიპი: | საჭე: |
| დასაშვები წონა: | დაუტვირთავი წონა: |
|
|
უფლებამოსილი პირი:
ბანკის კოდი:
| ანგარიშის ნომერი | სახაზინო კოდი | თანხა ლარებში | |
|
|
|
| |
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
გთხოვთ დამეხმაროთ ჩემი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის შევსებაში.
განმცხადებელი „__________________ “
,,დანართი №2
|
სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“
ა/მ ჩაუტარდა საექსპერტო შემოწმება
------------------------- „---“„------“ 20 წ. (ხელმოწერა)
|
დანართი №3
|
სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“
ვადასტურებ ა/მ საკუთრების უფლების გადაცემაზე გარიგების არსებობას
------------------------- „---“„------“ 20 წ. (ხელმოწერა)
|