„საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 9 ივნისის №500-№653 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.013.929
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ერთობლივი ბრძანება №857-№1541
2009 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 9 ივნისის №500-№653 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებთ:
მუხლი 1. „საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 9 ივნისის №500-№653 ერთობლივი ბრძანებით (სსმ III, 10.06.08წ., №82, მუხლი 890) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
1. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში შექმნილ საბაჟო კონტროლის ზონებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის), საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის, საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმების და საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებასთან და საბაჟო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროების შესაბამისი ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლება-მოვალეობებს, საბაჟო დეკლარაციის წარდგენისა და სარეგისტრაციო დოკუმენტების გაფორმების წესებს.
2. ამ ინსტრუქციის მიზანია, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის), საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის, საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმების და საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებისა და სავალდებულო რეგისტრაციის პროცედურების გამარტივების უზრუნველსაყოფად ხელი შეუწყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების შეთანხმებულ და კოორდინირებულ თანამშრომლობას.“.
2. მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) სასაქონლო შემოწმება – საექსპერტო შემოწმების დროს ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო ღირებულების განსაზღვრა სპეციალისტის მიერ;“.
3. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:
„რ) „სასაქონლო პარტია“ – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზვნის მიერ ერთი მიმღების მისამართით ერთი ხელშეკრულების საფუძველზე, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის ერთდროულად ერთი და იმავე საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალებებისა და გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების რაოდენობისა.“.
4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5
1. ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება მიზნად ისახავს საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში საქართველოში რეგისტრაციისათვის შემოტანილი ან საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოსაქცევი, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტისათვის ან რეექსპორტისათვის (გარდა სეს ესნ-ის 8701 და 8705 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულისა) განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დეკლარირებისათვის, სავალდებულო რეგისტრაციისათვის ან აღრიცხვიდან მოხსნისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მონაცემების განსაზღვრას სპეციალისტის მიერ ტრასოლოგიური ან/და სასაქონლო შემოწმების გზით.
2. ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით საქონლის დეკლარირებისას, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომლებსაც წინმსწრები საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებისას უკვე ჩაუტარდათ სავალდებულო საექსპერტო შემოწმება, განმეორებითი საექსპერტო შემოწმება არ ხორციელდება.“.
5. მე-6 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) სატრანსპორტო საშუალების საბაჟო ღირებულება;“;
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტისათვის ან რეექსპორტისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საექსპერტო შემოწმების შემთხვევაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტში არ შეიტანება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემები.“.
6. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) რომლებიც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე იმყოფებოდა სხვა საბაჟო რეჟიმში (გარდა საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის რეჟიმში მოქცეული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა);“.
7. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. სატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში დროებითი დასაწყობების შემთხვევაში დეკლარაციის წარდგენის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადა გაიზრდება დროებითი შენახვის ვადით და შეადგენს არა უმეტეს:
ა) ზოგადი დეკლარირებიდან 90 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;
ბ) ზოგადი დეკლარირებიდან 65 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.“.
8. მე-19 მუხლის შემდეგ დაემატოს VII და VIII თავები შემდეგი რედაქციით:
„თავი VII
ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცევა
მუხლი 20
1. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცევისათვის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესი არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე:
ა) რომლებიც არ არის აღწერილი და კლასიფიცირებული საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8703 სასაქონლო პოზიციაში;
ბ) რომლებიც საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცევამდე იმყოფებოდა სხვა საბაჟო რეჟიმში;
გ) რომელთა მიმართ გამოიყენება საგადასახადო შეღავათები ან/და საბაჟო გადასახდელებისაგან გათავისუფლება;
დ) რომელთა მიმართ გამოიყენება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესი;
ე) რომელთა მიმართ ადგილი აქვს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევას.
2. დეკლარანტს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოსა და სააგენტოს მოთხოვნით კი ვალდებულია დაესწროს საექსპერტო შემოწმებას ან/და საბაჟო დათვალიერებას.
3. სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების მიზნით შემოწმების ადგილზე მიტანა ან სხვა სატვირთო ოპერაციები ხორციელდება დეკლარანტის ხარჯებით.
მუხლი 21
1. დეკლარანტი ვალდებულია, საბაჟო კონტროლის ზონაში წარდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცევის მიზნით, მოახდინოს მისი დეკლარირება.
2. საბაჟო დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს საბაჟო კოდექსის 61-ე მუხლით დადგენილ ვადებში, რომელიც აითვლება გამგზავნ საბაჟო ორგანოში საქონლის ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გამოწერილი „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობისათვის“ მინიჭებული „D“ ნომრის გასწვრივ მითითებული შევსების თარიღიდან.
3. სატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში დროებითი დასაწყობების შემთხვევაში დეკლარაციის წარდგენის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადა გაიზრდება დროებითი შენახვის ვადით და შეადგენს არა უმეტეს:
ა) ზოგადი დეკლარირებიდან 90 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;
ბ) ზოგადი დეკლარირებიდან 65 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.
4. ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს მხოლოდ ერთი სასაქონლო პარტია.
5. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარირება ხორციელდება „საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №21-ით გათვალისწინებული „სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №3“-ით და ამავე ბრძანების დანართი №25-ით გათვალისწინებული ,,სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციით განსაზღვრული წესების შესაბამისად.
6. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი თხოვნით მიმართავს სააგენტოს დეკლარაციის შევსების თაობაზე.
7. დეკლარაციასთან ერთად წარედგინება ,,საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით გათვალისწინებული, აგრეთვე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი დოკუმენტები, საბაჟო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების ორიგინალების ჩათვლით.
მუხლი 22
1. შევსებული დეკლარაცია სააგენტოს მიერ ელექტრონულად მიეწოდება საბაჟო ორგანოს.
2. საბაჟო ორგანო ასევე ელექტრონულად ახორციელებს დეკლარაციაზე ნომრის მინიჭებას, რის შემდეგაც საქონელი ჩაითვლება საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეულად.
3. დასრულებული დეკლარაცია ამოიბეჭდება 2 ეგზემპლარად, მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით და ნაწილდება შემდეგნაირად:
ა) ერთი ეგზემპლარი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად სააგენტოს მეშვეობით გადაეცემა საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს;
ბ) მე-2 ეგზემპლარი უბრუნდება დეკლარანტს.
4. სააგენტოში დასრულებული დეკლარაცია ინახება ელექტრონული დოკუმენტის სახით.
თავი VIII
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენება
მუხლი 23
1. საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებისათვის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესი არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე:
ა) რომლებზეც რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის გაცხადებამდე გამოყენებული იყო სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაცია (საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გარდა);
ბ) რომლებიც წარმოადგენს საქართველოს საქონელს;
გ) რომელთა მიმართ გამოიყენება საგადასახადო შეღავათები ან/და საბაჟო გადასახდელებისაგან გათავისუფლება;
დ) რომელთა მიმართ გამოიყენება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესი;
ე) რომელთა მიმართ ადგილი აქვს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევას.
მუხლი 24
1. პირი, რომელსაც განზრახული აქვს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეექსპორტი, ვალდებულია:
ა) აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8702, 8703 და 8704 სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილზე წარდგენამდე, საექსპერტო შემოწმების მიზნით წარუდგინოს სააგენტოს, რომელიც ადგენს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტს (ფორმა 2) და აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე სათანადო დამღის დასმით ადასტურებს საექსპერტო შემოწმების გავლას;
ბ) აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული (მათ შორის, დროებით დასაწყობებული) ავტოსატრანსპორტო საშუალება რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრის დასრულების მიზნით წარადგინოს სასაზღვრო საბაჟო ორგანოში;
გ) საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეექსპორტის მიზნით წარადგინოს საბაჟო დეკლარაცია.
2. ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება.
3. საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარირება ხორციელდება „საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №21-ით გათვალისწინებული ,,სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №3“-ით და ამავე ბრძანების დანართი №26-ით გათვალისწინებული „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებისას საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციით განსაზღვრული წესების შესაბამისად.
4. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი თხოვნით მიმართავს სააგენტოს დეკლარაციის შევსების თაობაზე.
5. დეკლარაციასთან ერთად წარედგინება „საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით გათვალისწინებული, აგრეთვე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი დოკუმენტები.
მუხლი 25
1. შევსებული დეკლარაცია სააგენტოს მიერ ელექტრონულად მიეწოდება საბაჟო ორგანოს.
2. საბაჟო ორგანო ასევე ელექტრონულად ახორციელებს დეკლარაციაზე ნომრის მინიჭებას, რის შემდეგაც საქონელი ჩაითვლება საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციაში მოქცეულად.
3. დასრულებული დეკლარაცია ამოიბეჭდება 3 ეგზემპლარად, მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით და ნაწილდება შემდეგნაირად:
ა) ერთი ეგზემპლარი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად სააგენტოს მეშვეობით გადაეცემა საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს;
ბ) ორი ეგზემპლარი უბრუნდება დეკლარანტს, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას რჩება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში.
4. სააგენტოში დასრულებული დეკლარაცია ინახება ელექტრონული დოკუმენტის სახით.
5. საქონლის რეექსპორტის საბაჟო საბაჟო დამუშვების ოპერაციის დასრულება დასტურდება დანიშნულების სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის „D“ გრაფაში სპეციალური აღნიშვნით – „მოხსნილია კონტროლიდან“.
მუხლი 26
1. საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8702, 8703 და 8704 სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო საწყობში დროებითი დასაწყობების შემთხვევაში, რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების სასაზღვრო საბაჟო ორგანოში მიტანის 20-დღიან ვადას ემატება დროებითი შენახვის (ფაქტობრივი) და საბაჟო საწყობიდან სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე მიტანის (3- დღიანი) ვადები და შეადგენს არა უმეტეს:
ა) ზოგადი დეკლარირებიდან 90 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;
ბ) ზოგადი დეკლარირებიდან 65 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.
2. დროებითი დასაწყობების ადგილიდან რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე გადაადგილების ვადის (არა უმეტეს 3 დღისა) კონტროლის მიზნით, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8702, 8703 და 8704 სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების თანმხლები „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის“ უკანა გვერდზე სააგენტოს უფლებამოსილი პირი სათანადო დამღის (დანართი №4) დასმით მიუთითებს სასაზღვრო საბაჟო ორგანოში მიტანის თარიღს, რომელიც განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ზღვრული ვადების გათვალისწინებით.“.
9. ბრძანების დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
10. ბრძანებას დაემატოს დანართი №4 თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. ღვალაძე
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
ი. მერაბიშვილი
დანართი №1
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო
მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტი №
ფორმა 2
| მფლობელი: |
|
| მარკა, მოდელი: |
|
| საიდენტიფიკაციო კოდი: |
|
| ფერი: | ტიპი: |
| გამოშვების წელი: | ძრავის მოცულობა: |
| ძრავის ნომერი: | ზუსტი მოცულობა: |
| ძარის ნომერი: | შასის ნომერი: |
| ტრანზიტული ნომერი: | საბაჟო ღირებულება: |
| საწვავის ტიპი: | საჭე: |
| დასაშვები წონა: | დაუტვირთავი წონა: |
უფლებამოსილი პირი:
|
|
ბანკის კოდი:
ანგარიშის ნომერი სახაზინო კოდი თანხა ლარებში
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
გთხოვთ დამეხმაროთ ჩემი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის შევსებაში.
განმცხადებელი ––––––––––––––––––
დანართი №4
| სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ა/მ სასაზღვრო საბაჟო ორგანოში გამოცხადების თარიღი ------------------------- „---“ „------“ 20 წ. (ხელმოწერა)
|