„საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 9 ივნისის №500-№653 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№160
სარეგისტრაციო კოდი
230150070.22.033.014303
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 24, 05/03/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.014.303

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №160-№262

2010 წლის 5 მარტი

 ქ. თბილისი

„საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 9 ივნისის №500-№653 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:

    მუხლი 1.

„საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 9 ივნისის №500-№653 ერთობლივი ბრძანებით (სსმ III, 10.06.08, №82, მუხ. 890) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალება – საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება;“.

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალება – ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ ყოფილა რეგისტრირებული;“.

3. მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) დათვალიერების აქტი – მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტი (ფორმა 2) – სააგენტოს სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების შედეგად შედგენილი აქტი (დანართი №1), რომელშიც აისახება ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემები. დათვალიერების აქტის მოქმედების ვადა საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) ან საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი ავტო-მანქანის დეკლარირებისათვის განისაზღვრება ერთი დღით, ხოლო ექსპორტის საბაჟო რეჟიმისათვის, რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის ან/და რეგისტრაციისათვის – 30 დღით;“.

4. მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) სასაქონლო შემოწმება – ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისი ქვესუბპოზიციის ან/და საბაჟო ღირებულების და/ან საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით მონაცემების დადგენა;“.

5. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3

1. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებას, საბაჟო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფას, საბაჟო კონტროლის დოკუმენტების გაფორმებას და სავალდებულო რეგისტრაციას, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საბაჟო კონტროლის ზონაში მოქმედი სააგენტო და საბაჟო ორგანო ახორციელებენ „ერთი ფანჯრის“ პრინციპით.

2. საექსპერტო შემოწმების და/ან საბაჟო დეკლარირების მიზნით ავტოსატრანსპორტო საშუალების და/ან საბაჟო დეკლარაციის წარდგენის უფლება აქვს ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ან მის წარმომადგენელს.

3. საბაჟო ორგანო და სააგენტო პასუხს არ აგებენ დეკლარანტის მიერ წარმოდგენილი სატრანსპორტო საშუალების თანმხლები დოკუმენტაციის, მის შედგენაზე უფლებამოსილების ან მისი შინაარსის ან მასზე დატანილი ხელმოწერისა და ბეჭდის (შტამპის) ნამდვილობაზე.“.

6. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საექსპერტო შემოწმებას ექვემდებარება:

ა) საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში ან საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოსაქცევი ან რეექსპორტისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები (გარდა საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) ან საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოსაქცევი, სეს ესნ 8701, 8702, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც არ დეკლარირდება სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №3-ით, ან იურიდიული პირების მიერ შემოტანილი ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა);

ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები;“.

8. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. საექსპერტო შემოწმებისას, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მოთხოვნილ იქნეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სპეციალური ექსპერტიზის ჩატარება სასაქონლო კოდის ან/და საბაჟო ღირებულების დადგენის მიზნით.

4. სააგენტოს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური ექსპერტიზის შედეგად მიღებული მონაცემები ასახოს დათვალიერების აქტში.“.

9. მე-6 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინარსის „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები:

„ტ) სასაქონლო კოდი (11-ნიშნა ქვესუბპოზიცია);

უ) საქონლის საბაზრო ფასი.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების ნომრიან აგრეგატებზე ან საიდენტიფიკაციო ნომრებზე ან თანმხლებ დოკუმენტებზე აღმოჩენილ იქნა ფიზიკური ზემოქმედების რაიმე კვალი ან/და შეუძლებელია მათი ამოკითხვა, სააგენტო ავტოსატრანსპორტო საშუალებასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციას შემდგომი რეაგირებისათვის გადასცემს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს, ხოლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე წყვეტს საექსპერტო შემოწმებას.“.

10. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეკლარანტს უფლება აქვს, ხოლო სააგენტოს მოთხოვნით კი ვალდებულია, დაესწროს საექსპერტო შემოწმებას.“.

11. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. TIR-წიგნაკით გადაადგილებული გადამზიდი სატრანსპორტო საშუალების მეშვეობით შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში, ამოიბეჭდება დასრულებული დეკლარაციის დამატებითი ეგზემპლარი, რომელიც გადაეცემა ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს.“.

12. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

13. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტისა და საკუთრების უფლების გადაცემაზე გარიგების დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებული ასლები 3 დღის ვადაში გადასცეს საბაჟო ორგანოს.“.

14. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეკლარანტს უფლება აქვს, ხოლო სააგენტოს მოთხოვნით კი ვალდებულია, დაესწროს საექსპერტო შემოწმებას.“.

15. მე-20 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეკლარანტს უფლება აქვს, ხოლო სააგენტოს მოთხოვნით კი ვალდებულია, დაესწროს საექსპერტო შემოწმებას.“.

16. 23-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

 17. 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული ან დროებით დასაწყობებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები საექსპერტო შემოწმებისა (გარდა იურიდიული პირების მიერ შემოტანილი ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა) და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის ფორმა №2“-ის (შემდგომში – აღრიცხვის მოწმობის ფორმა №2) გამოწერის მიზნით წარუდგინოს სააგენ-ტოს საბაჟო კონტროლის ზონაში;

ბ) აღრიცხვის მოწმობის ფორმა №2-ით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალება რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულების მიზნით წარადგინოს სასაზღვრო საბაჟო ორგანოში;“.

18. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 26

1. ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო საწყობში დროებითი დასაწყობების შემთხვევაში, რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის 20-დღიან ვადას ემატება დროებითი შენახვის (ფაქტობრივი) ვადა და შეადგენს არა უმეტეს:

ა) ზოგადი დეკლარირებიდან 90 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;

ბ) ზოგადი დეკლარირებიდან 65 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.

2. სააგენტოში საკუთრების უფლების გადაცემაზე გარიგების დოკუმენტის არსებობის დადასტურების და/ან საექსპერტო შემოწმების მიზნით წარდგენილ და რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციაში გაცხადებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სააგენტოსთან არსებულ კონტროლის ზონაში გამოიწერება აღრიცხვის მოწმობის ფორმა №2“.“.

19. ბრძანების დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

20. ბრძანების დანართი №2, დანართი №3 და დანართი №4 ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2.

 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

კ. ბაინდურაშვილი

ი. მერაბიშვილი

 

დანართი №1

სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს

მომსახურების სააგენტო

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტი №

 ფორმა 2

მფლობელი:

მარკა, მოდელი:

საიდენტიფიკაციო კოდი:

ფერი:                                                              ტიპი:

გამოშვების წელი:                                       ძრავის მოცულობა:

ძრავის ნომერი:                                           ზუსტი მოცულობა:

ძარის ნომერი:                                              შასის ნომერი:

ტრანზიტული ნომერი:                            საბაჟო ღირებულება:

საქონლის საბაზრო ფასი:                          სასაქონლო კოდი (11-ნიშნა ქვესუბპოზიცია):

საწვავის ტიპი:                                            საჭე:

დასაშვები წონა:                                         დაუტვირთავი წონა:

უფლებამოს ილი პირი:

 

 

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                             ბანკის კოდი:

               

 

ანგარიშის ნომერი

სახაზინო კოდი

თანხა ლარებში

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

გთხოვთ დამეხმაროთ ჩემი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის შევსებაში.

განმცხადებელი            ––––––––––––––––––