"სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5(12), 1999 წელი, მუხ. 22) მე-12 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. განაცხადის გაფორმებისა და წარდგენის, ექსპერტიზის, ექსპერტიზის გადაწყვეტილების გასაჩივრების, პროცედურული ვადების შეჩერების, გაგრძელებისა და აღდგენის, აგრეთვე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა წესები განისაზღვრება „სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციით, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს საქპატენტის თავმჯდომარე.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 26 ოქტომბერი.
№3743–IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა "სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი "სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.10.2010.
- როდის იქნა მიღებული "სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- "სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 26.10.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3743. სარეგისტრაციო კოდი — 050050000.05.001.016044.
- სად არის "სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.10.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი "სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3743, 26.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 050050000.05.001.016044 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1080956/