ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ

მიღების თარიღი 26.10.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №3757-IIს
სარეგისტრაციო კოდი 020080010.05.001.016049
გამოქვეყნების წყარო სსმ, 62, 05/11/2010
matsne.gov.ge 255 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 56.7pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს კანონი ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ მუხლი 1🔗 ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლება, რომელთაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2010 წლის 1 აგვისტომდე და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. მუხლი 2🔗 1. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლება გულისხმობს ფიზიკური პირის განთავისუფლებას როგორც ადმინისტრაციული სახდელისაგან, ისე საურავისაგან. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლება ვრცელდება როგორც ადმინისტრაციული სახდელის, ისე საურავის აღუსრულებელ ნაწილზე. მუხლი 3🔗 1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვაზე უფლებამოსილმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე სახდელისაგან განთავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამ კანონის შესაბამისად. 2. ამ კანონის საფუძველზე საქართველოს სააღსრულებო დაწესებულებებმა შეწყვიტონ მათ წარმოებაში არსებული ამ კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება. მუხლი 4🔗 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი თბილისი, 2010 წლის 26 ოქტომბერი. № 3757–IIს