"ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3748-IIს
სარეგისტრაციო კოდი
310150000.05.001.016052
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 62, 05/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11, 10.04.2007, მუხ. 97) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია) – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც ტრანსპორტის სფეროში ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს;“.

2. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტრანსპორტის სფეროში ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას შეიმუშავებს და ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხას ადგენს სამინისტრო.“.

3. მე-7 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ადმინისტრაციის დებულებასა და სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.“;

ბ) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისას, მგზავრების გადაყვანისას და ტვირთების გადაზიდვისას, ასევე საგანგებო სიტუაციების დროს მოსახლეობის გადაყვანისას და ტვირთის გადაზიდვისას უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება და დამტკიცება სამინისტროს მიერ განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად;“.

4. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წარდგინებით.“.

5. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2010 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ახალი ნუსხის დადგენა და ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცება.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 26 ოქტომბერი.

№3748–IIს

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა "ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი "ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.10.2010.
როდის იქნა მიღებული "ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
"ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 26.10.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3748-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 310150000.05.001.016052.
რომელი დოკუმენტები უთითებენ "ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის "ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.10.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი "ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე, №3748-IIს, 26.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 310150000.05.001.016052 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1081149/