„საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჯირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №105 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№210
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.027.016033
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 144, 08/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №210

2010 წლის 5 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისი ს №105 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისი ს №105 ბრძანებით (სსმ III, 2010 წ.,№61, მუხ. 909),დამტკიცებული წესი ს მე-7 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი VII

სტაჟიორთა მიერ სტაჟირების პერიოდში შეძენილი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების შემოწმება

    მუხლი 27

1. სტაჟირების საერთო ვადის გასვლის შემდეგ, სტაჟირების მიმდინარეობისას მიღებული შეფასებების გათვალისწინებით, კომისია ერთი თვის გამავლობაში ატარებს გასაუბრებას და ახდენს სტაჟიორთა შეფასებას.

2. კომისიას სტაჟიორთა შეფასების შედეგების საფუძველზე გამოაქვს დასკვნა:

ა) პირი სტაჟირების პერიოდში შეძენილი კვალიფიკაციითა და უნარ-ჩვევებით შეესაბამება საქართველოს პროკურატურის მუშაკთათვის დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) პირი სტაჟირების პერიოდში შეძენილი კვალიფიკაციითა და უნარ-ჩვევბით არ შეესაბამება საქართველოს პროკურატურის მუშაკთათვის დადგენილ მოთხოვნებს.

3. კომისიის თავმჯდომარე მთავარ პროკურორს წარუდგენს იმ პირების მონაცემებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სტაჟირება. აღნიშნული პირები მთავარი პროკურორის მიერ ინიშნებიან შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე(ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად.

4. პირი, რომელმაც გაიარა სტაჟირება, საქართველოს პროკურატურაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე არ ინიშნება:

ა) გარდაცვალების ან უგზო-უკვლოდ დაკარგვის შემთხვევაში;

ბ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;

გ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიის, ფსიქიკური ან სხვა მძიმე ქრონიკული სნეულებით დაავადების შემთხვევაში;

დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ ქმედუნარიანად ცნობის შემთხვევაში;

ე) სხვა სამუშაოდან მაკომპრომეტირებელი საფუძვლით დათხოვნის შემთხვევაში.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჯირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №105 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.11.2010.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჯირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №105 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჯირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №105 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 05.11.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №210. სარეგისტრაციო კოდი — 010320040.22.027.016033.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჯირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №105 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჯირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №105 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.11.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჯირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №105 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №210, 05.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.027.016033 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1081455/