„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპიური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№213
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.016032
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 144, 08/11/2010

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №213

2010 წლის 5 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის –­ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის № 213 ბრძანებაში ცვლილებები სა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის მე- 4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის № 213 ბრძანებით (სსმ III, 31.01.2006წ., № 13, მუხ. 156) დამტკიცებულ დებულებ აში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-2 მუხლის :

ა) პირველი პუნქტის „ზ“და „ზ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის ა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის:

ზ.ა) გაცემის (შეცვლის) შესახებ განცხადების მიღება და განხილვა;

ზ.ბ) პერსონალიზაცია ;

ზ.გ) დაინტერესებული პირისათვის გადაცემა;

1) ბიომეტრ ი ული მონაცემების შემცველი სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის:

1 .ა) გაცემისათვის აუცილებელი მონაცემების დამუშავება;

1 .ბ) პერსონალიზაცია ;

1 .გ) დაინტერესებული პირისათვის გადაცემა;“;

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ2“ ქვეპუნქტი:

„ზ2 ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდება;“;

გ ) 11 პუნ ქ ტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11 . სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის, დიდუბე-ჩუღურეთის, ვაკის, ისანი- სამგორის, მთაწმინდა-კრწანისის, საბურთალოს, ამბროლაურის, ახალქალაქის, ბოლნისის, მარნეულის, მცხეთის, ნინოწმინდის, რუსთავის, გორის, ჭიათურის, ხელვაჩაური ს, აბაშის, ადიგენის, ასპინძის, ახალგორის, ახმეტის, ბაღდათის, ბორჯომის, გარდაბნის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, დმანისის, დუშეთის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, თეთრიწყაროს, თიანეთის, კასპის, ლაგოდეხის, ლანჩხუთის, ლენტეხის, მარტვილის, მესტიის, ონის, საგარეჯოს, სამტრედიის, საჩხერის, სენაკის, სიღნაღის, ტყიბულის, ქარელის, ყაზბეგის, ყვარლის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, ცაგერის, წალენჯიხის, წალკის, წყალტუბოს, ხონის, ხარაგაულის, ხაშურის, ხობის, ქობულეთის, ქედის, ხულოს, შუახევის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ზ.ბ“, „ზ 1.ბ“და „ი3“ ქვეპუნქტები თ ) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“;

დ ) 21პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21 . სააგენტოს ზუგდიდის, თელავის, ოზურგეთის, ფოთის, ახალციხის, ქუთაისის და ბათუმის სამსახურები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ახორციელებენ ამ მუხლის პირველ ი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ზ.ბ“ და „ზ 1.ბ“ქვეპუნქტები თ ) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“;

ე) 23 და მე-3 პუნ ქ ტ ები ამოღებულ იქნეს;

ვ) მე -4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტოს აფხაზეთის სამსახური ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტის მხოლოდ „ე1 “, “ვ”, „ზ2 “, „ი“, „ი1 “, „ი2 “ და „კ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, გარდა უცხოელთა რეგისტრაციის, რეგისტრაციიდან მოხსნისა და ბინადრობის მოწმობის გაცემისა.“;

ზ) მე–-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის თბილისის, ქუთაისის და ხელვაჩაურის ცენტრები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტი ს„ზ.ბ“ და „ზ 1.ბ“ქვეპუნქტები თ გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“.

2. მე-5 მუხლის 41 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი