,,რეგიონალური პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 ივნისის №44 დადგენილებასა და იმავე დადგენილებით დამტკიცებულ აპარატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №73
2004 წლის 30 აგვისტო
ქ. თბილისი
,,რეგიონალური პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 ივნისის №44 დადგენილებასა და იმავე დადგენილებით დამტკიცებულ აპარატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები ,,რეგიონალური პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 ივნისის №44 დადგენილებასა და იმავე დადგენილებით დამტკიცებულ აპარატის დებულებაში და დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის რიცხოვნობა განისაზღვროს 22 ერთეულით“.
2. დებულების მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ლ) ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოსახლო ადგილებში ჩასახლებასთან დაკავშირებით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას“.
3. დებულების მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,გ“ ქვეპუნქტი:
,,გ) ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების განყოფილება“.
4. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ამ დებულებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად აპარატის სტრუქტურაში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
სახელმწიფო მინისტრის მოადგილე – 1;
აპარატის უფროსი – 1;
განყოფილები უფროსი – 3;
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე – 2;
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანაშემწე – 1;
მთავარი სპეციალისტი – 3;
წამყვანი სპეციალისტი – 9;
სპეციალისტი – 2.
5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია