⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (31.12.2010)
გაუქმებულია:

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.11.2010
ძალის დაკარგვა 31.12.2010
გამომცემი ორგანო ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 310060000.35.117.016014
გამოქვეყნების წყარო სსმ, 49, 11/11/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,973 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.11.2010 მიღება
31.12.2010 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:63.0pt 42.55pt 42.55pt 42.55pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №34 2010 წლის 4 ნოემბერი ქ. ამბროლაური ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. დამტკიცდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესი (დანართი №1).      2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე        კ. ფარჯანაძე დანართი №1 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესი     მუხლი 1🔗.ზოგადი დებულება 1. ეს წესი განსაზღვრავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ორგანიზებასა და კონტროლის განხორციელებას. 2. წინადებარე წესი შემუშავებულია ქ. ამბროლაურის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების ორგანიზების და ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის მიზნით.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) პარკირება – ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა 5 წუთზე მეტი დროით; ბ) პარკირების ადგილი – მიწა, შენობა, ნაგეგბობა ან მათი ნაწილი, სპეციალურად მოწყობილი მოედანი ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილი გზა; გ) პარკირების რეგულირება – პარკირების ორგანიზება, პარკირების ადგილის განსაზღვრა, პარკირების საფასურის დადგენა და პარკირების კონტროლი; დ) ავტოსატრანსპორტო საშუალება – ძრავიანი სტრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებათა შეწყვილებული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება გზაზე ტვირთის გდასაზიდად და მგზავრთა გადასაყვანად; ე) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორია – საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია; ვ) პარკირების პირობები – პარკირების შეზღუდვა/დაშვება გარკვეული ხანგრძლივობითა და/ან დროით, ავტოსატრანსპორტო საშუალების დგომის ფორმა, პარკირების საფასური და შეღავათები საფასურის გადახდისას, ამ პირობების კომბინაცია ან რაიმე სახვა პირობები; ზ) პარკირების ოპერატორი – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პარკირების სფეროს მართვის, ორგანიზების, კონტროლისა და/ან ადმინისტრირების განმახორციელებელი პირი; თ) გადახდის დამადასტურებელი საბუთი – ქაღალდის ან ნებისმიერი სხვა მასალისაგან დამზადებული ბილეთი, ელექტრო ან სხვა სახის მოწყობილობა, რომელიც ადასტურებს პარკირების საფასურის გადახდის ფაქტს ან საფასურის შემდგომში გადახდის უფლებას; ი) საცხოვრებელ/სამუშაო ადგილთან ახლოს არსებული პარკირების ადგილიპარკირების ადგილი საცხოვრებელ/სამუშაო ადგილთან 100 მეტრის რადიუსში.     მუხლი 3🔗. პარკირება 1. ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება დაიშვება მხოლოდ პარკირების ადგილზე. 2. ფასიანი პარკირების ადგილზე უფასო პარკირება დასაშვებია იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის, რომლებიც გამოიყენება: ა) საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების ან ლიკვიდაციისათვის; ბ) უფლებამოსილი სტრუქტურების მერ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამუშაოებისათვის; გ) მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების აღმოსაჩენად; დ) ნებადართული სარემონტო ან სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის; ე) ქალაქის დაგვა-დასუფთავებისათვის; ვ) ინკასაციისათვის. 3. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ პარკირების ადგილების განსაზღვრა ხდება შემდგომი პირობების გათვალისწინებით, კერძოდ: ა) სატრანსპორტო ნაკადის; ბ) გზის გამტარუნარიანობის; გ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების; დ) საზოგადოების სხვა ინტერესების. 4. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან შეთანხმებით, კანონმდებლობის შესაბამისად ამბროლაურის ტერიტორიაზე განსაზღვრავს: ა) ადგილს, სადაც არ შეიძლება ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება; ბ) პარკირების ადგილებს, მათ შორის, სპეციალურ პარკირების ადგილებს; გ) პარკირების ადგილებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების დგომის ფორმას.     მუხლი 4🔗. პარკირების სფეროს მართვა 1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების სფეროს მართვას ახორციელებს ამბროლაირის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უფლებამოსილია პარკირების სფეროს მართვა განახორციელოს: ა) საკრებულის სტრუქტურული ერთეულის საშუალებით; ბ) დაფუძნებული იურიდიული პირის საშუალებით; გ) საკრებულოს მიერ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ქონების განკარგვის ერთ-ერთი ფორმით შერჩეული იურიდიული პირის საშუალებით. 3. პარკირების სფერო სამართავად შეიძლება გადაეცეს ერთ პირს ან განაწილდეს რამდენიმე პირს შორის. 4. პარკირების სამართავად გადაცემის პირობებს ადგენს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო.     მუხლი 5🔗. პარკირების ორგანიზება 1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სარგებლობაში არსებულ მიწაზე, შენობაში, ნაგებობაში ან მათ ნაწილზე, სპეციალურად მოწყობილ მოედანზე ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ გზის ნაწილზე პარკირება შესაძლებელია მოქმედი კანონმდებლობის, ამ წესის შესაბამისად და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი პირობებით. 2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ გზებზე პარკირების პირობები დგინდება ამ წესის შესაბამისად. 3. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ან სახელმწიფო სარგებლობაში არსებულ/შემოფარგლულ უძრავ ქონებაზე პარკირების პირობები დგინდება მოსარგებლის მიერ მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად. 4. კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე პარკირების პირობები დგინდება მესაკუთრის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 5. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარგებლობაში არსებულ უძრავ ქონებაზე, შემოსაზღვრულ/შემოფარგლული უძრავი ქონების გარდა, და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ გზებზე პარკირება დაიშვება, თუ არ არის პარკირების აკრძალვის საგზაო ნიშანი ან/და საგზაო მონიშვნა, ამ წესით დადგენილი სხვა აკრძალვა. 6. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარგებლობაში არსებულ უძრავ ქონებაზე, შემოსაზღვრულ/შემოფარგლული უძრავი ქონების გარდა, და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ გზებზე პარკირება დაიშვება, სახანძრო ჰიდრანტის, საკანალიზაციო და სანიაღვრე ჭების, ნარჩენების შემკრები კონტეინერის განთავსების ადგილიდან არანაკლებ 2 მეტრი რადიუსის დაშორებით. 7. პარკირების ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირება შეიძლება საფასურის გადახდით ან მის გარეშე. 8. ადგილები, სადაც პარკირება აკრძალულია ან ფასიანია, აღჭურვილი უნდა იქნენ შსაბამისი საგზაო ნიშნებით და მონიშვნებით. 9. სპეციალურ პარკირების ადგილზე, შესაძლებელია მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირება, ვისთვისაც განკუთვნილია ეს პარკირების ადგილი. 10. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ფასიანი პარკირების ადგილები, შესაბამისი საგზაო ნიშნების ან/და მონიშვნების გარდა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს პარკირების პირობების ამსახველი საინფორმაციო დაფით და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოწყობილობებით და საშუალებებით. სხვა საკითხებთან ერთად საინფორმაციო დაფაზე აღნიშნული უნდა იყოს, რომ პარკირების წესების დარღვევის შემთხვევაში, შესაძლებელია პარკირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა, ან თვლების ბლოკირება. 11. ტროტუარებზე პარკირების ადგილების განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ის გარემოება, რომ გაჩერებულმა ავტოსატრანსპორტო საშუალებებმა დაბრკოლება არ შეუქმნან სხვა სატრანსპორტო საშუალებების ან ქვეითად მოძრაობას. 12. მძღლმა, ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება უნდა მოახდინოს ერთ პარკირების ადგილზე და ისე, რომ: ა) დაბრკოლება არ შუქმნას სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებას და მოძრაობას; ბ) ხელი არ შეუშალოს საგზაო ნიშნების ან მისი ნაწილის იდენტიფიცირებას. 13. ფასიან პარკირების ადგილზე დაყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა გადაიხადოს ერთ-ერთი იმ საშუალებითა და ფორმით, რომელიც პარკირების ამ ადგილისთვის არის დადგენილი და უნდა წარადგინოს კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი გადახდის დამადასტურებელი საბუთი. 14. ინვალიდის საცნობი ნიშნის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის განსაზღვრული პარკირების ადგილები უნდა იყოს შესაბამისად გამოყოფილი და აღნიშნული. ასეთ პარკირების ადგილზე შიეძლება მხოლოდ ინვალიდის საცნობი ნიშნის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირება. 15. უნარშეზღუდულ პირს, რომელიც მართავს ინვალიდის საცნობი ნიშნის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებას, პარკირების აკრძალვის ადგილას პარკირების უფლება აქვს, თუ: ა)  ახლოს არ არის პარკირების ადგილი უნარშეზღუდული პირებისთვის ან არის, მაგრამ იმდროისთვის არ არის თავისუფალი; ბ)  ახლოს არ არის პარკიერბის ადგილი ან არის მაგრამ იმ დროისთვის არ არის თავისუფალი; გ) გაჩერებული ავტოსატრანსპორტო საშუალება არ უქმნის დაბრკოლებას ტრანსპორტის მოძრაობას, გამვლელს, არ ხერგავს თავისუფალ გასასვლელს ფეხით მოსიარულეთათვის, საბავშვო ან უნარშეზღუდული პირისთვის. 16. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია განსაზღვროს: ა) ტაქსების, ავტობუსების, ქალაქში ტრანზიტით შემომავალი სატრანსპორტო საშუალებების და სხვა მსგავსი ტიპის სატრანსპორტო საშუალებების პირობები; ბ) ტაქსების, ქალაქში ტრანზიტით შემომავალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების და სხვა მსგავსი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილები, გარდა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანებით დაკავებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებისა; გ) ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვისას ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილები და პარკირების პირობები; დ) პარკირების პირობების ამსახველ საინფორმაციო დაფაზე დასატანი აუცილებელი ინფორმაცია. 17. ტაქსებისა და ავტობუსების პარკირების ადგილებზე აკრძალულია სხვა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირება. 18. ავტოსატრანსპორტო საშუალებების, რომლის სიგანეც აღემატება 2,5 მეტრს, ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა, ფასიანი პარკირება შესაძლებელია ამ სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისთვის განსაზღვრულ ადგილზე. 19. სადღესასწაულო მასობრივი ღონისძიებების გამართვის დროს, საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან რაიმე სხვა მიზნით ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისთვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ცალკეულ ადგილებში, გარკვეული დღეების, დღე-ღამის გარკვეული მონაკვეთების განმავლობაში ცალკეული სახეობის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის აკრძალოს/დაუშვას პარკირება ან/და დააწესოს პარკირების სპეციალური პირობები. 20. საწვავის, რადიაქტიური და ტოქსიკური ნივთიერებების, საკვების, გაზისა და სხვა აალებადი ნივთიერებების, ან აღნიშნული ნივთიერებებისთვის განკუთვნილი კონტეინერების ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ პარკირების ადგილზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ის ჩერდება მომხმარებლისათვის.     მუხლი 6🔗. პარკირების საფასური 1. პარკირების საფასური წესდება მუნიციპალიტეტში არსებული საწვავის ფასის და/ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გათვალისწინებით. 2. პარკირების საფასურის ოდენობა შეიძლება დადგინდეს პარკირების დროის მონაკვეთის მიხედვით. 3. პარკირების საფასურის გადახდის პასუხისმგებლობა ეკისრება ფასიანი პარკირების ადგილზე პარკირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლს ან მფლობელს. 4. პარკირების საფასური ან საფასურის ზღვრული ოდენობა შესაძლებელია დადგინდეს პარკირების სფეროს მართვაში გადაცემისას ან პარკირების ოპერატორის მიერ. 5. პარკირების ოპერატორს შეუძლია მოახდინოს პარკირების საფასურის დიფერენცირება ამ წესებისა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში. 6. თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, პარკირების დროის მონაკვეთზე ნაკლები დროით ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებისას გადაიხდება პარკირების დროის ერთი ერთეულისათვის დადგენილი საფასური. 7. პარკირებისთვის საფასური შეიძლება დიფერენცირებული იყოს: ა) პარკირების ადგილის მდებარეობის მიხედვით, მათ შორის, პარკირების ადგილების ზონებიდან გამომდინარე; ბ) პარკირების ადგილების სპეციალიზაციის მიხედვით; გ) მომსახურებისა და შესრულებული სამუშაოს მიხედვით; დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სახეობების მიხედვით; ე) დღის მონაკვეთში პარკირების მიხედვით; ვ) პარკირების ხანგრძლივობის მიხედვით; ზ) კვირის დღეებში პარკირების მიხედვით; თ) ამ პირობების კომბინაციით ან სხვა პირობებით.     მუხლი 7🔗. შეღავათები პარკირების საფასურის გადახდის დროს 1. ფასიანი პარკირების ადგილებზე შეღავათებით მოსარგებლე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისა და მფლობელების გარდა სხვა პირების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების საფასური გადაიხდება საერთო წესით. 2. ამ წესით გათვალისწინებული შეღავათების გარდა, მათ შორის, პარკირების ადგილთან (ავტოსადგომთან) ახლოს მომუშავე მოქალაქეებისათვის, დამატებითი შეღავათი დგინდება პარკირების სფეროს მართვაში გადაცემისას. 3. შეღავათების ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისას ვრცელდება მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმ მძღოლებსა და მფლობელებზე, რომლებიც ფლობენ პარკირების ოპერატორის მიერ გაცემულ შესაბამის საშვს. 4. საშვის მისაღებად პირმა განცხადებით უნდა მიმართოს პარკირების ოპერატორს და განცხადებასთან ერთად წარუდგინოს პირადობის, საცხოვრებელი ადგილის და ავტოსატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციის საბუთი. 5. ფასიანი პარკირების ადგილთან ახლოს მცხოვრებ ერთ პირზე გაიცემა მხოლოდ ერთი საშვი. 6. საშვის მოქმედების ვადაა 1 წელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საშვის მოქმედების ვადა განისაზღვრება სხვა ხანგრძლივობით, რაც აღნიშნული უნდა იყოს საშვზე. 7. საშვი დამაგრებული უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების საქარე მინის მარჯვენა ზედა კუთხეში. 8. თუ საშვის მფლობელი მის კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებას გადასცემს სხვა პირს ან შეიცვლის საცხოვრებელ ადგილს, მან პარკირების ოპერატორს 7 დღის განმავლობაში უნდა მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია და ჩააბაროს საშვი. 9. საშვის მფლობელს არა აქვს მისი სხვისთვის გადაცემის უფლება. 10. საშვის მოქმედება ვადამდე წყდება იმ შემთხვევაში, თუ: ა) საშვი მიღებულია არასწორი ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე; ბ) სატრანსპორტო საშუალების მფლობელმა საშვი სხვას გადასცა; გ) სატრანსპორტო საშუალება გაიყიდა; დ) სატრანსპორტო საშუალების მფლობელმა შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი.     მუხლი 8🔗. კონტროლი და პასუხისმგებლობა 1. ამ წესის დაცვის კონტროლს და ადმინისტრირებას ახორციელებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეუძლია კონტროლისა და ადმინისტრირების ფუნქცია მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს პარკირების ოპერატორს, რომელიც: ა) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ არის დაფუძნებული; ბ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ქონების განკარგვის ერთ-ერთი ფორმით არის შერჩეული. 3. პარკირების ოპერატორის პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით და მასთან დადებული ხელშეკრულებით. 4. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებისა და მძღოლის პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დაგენილი საფასურის გადახდის გარეშე პარკირებისათვის, პარკირების ნიშანზე მითითებული საათობრივი შეზღუდვისა და ამ წესის საფუძველზე შესაბამისი უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ მიღებული აქტის დარღვევისათვის ადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსი. 5. სატრანსპორტო საშუალებას, რომლის თვლებიც ბლოკირებულია: ა) შეიძლება მოეხსნას ბლოკირება უფლებამოსილი პირის მიერ ჯარიმის გადახდის გარეშე, თუ ამას მოითხოვს საზოგადოების ინტერესების დაცვა ან უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ბ) აეხსნა ბლოკირება ჯარიმის, სადგომზე შენახვის ხარჯებისა და ბლოკის ახსნასთან დაკავშირებული საფასურის გადახდიდან არა უგვიანეს 24 საათისა. 6. სატრანსპორტო საშუალების სპეციალური სადგომიდან გადმოყვანის, სადგომზე შენახვის ან თვლების ბლოკირების ახსნის საფასურის ოდენობას ადგენს შესაბამისი პარკირების ოპერატორი ამ მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების მიხედვით. 7. სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალება ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის ან მძღოლის მიერ შესაძლებელია გადაყვანილ იქნეს სპეციალური სადგომიდან ჯარიმის, ტრანსპორტირების და შენახვის ხარჯების გადახდის შემდეგი დღიდან. გადახდა უნდა დადასტურდეს შესაბამისი საბუთით. 8. ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის/მფლობელის პარკირების წესების დარღვევისათვის გათვალისწინებული ჯარიმების გადახდისაგან, ავტოსატრასპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე გადაყვანის ან თვლების ბლოკირების ახსნის საფასურის ან შესაბამისი ჯარიმის გადახდისაგან გათავისუფლება შესაძლებელია, თუ ის წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას, რომ წესების დარღვევის მომენტში სატრანსპორტო საშუალება არ იყო მის მფლობელობაში. 9. ამ წესის დაცვის, კონტროლის, ადმინისტრირებისა და პასუხისმგებლობის სხვა პირობებს ადგენს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო.