საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებისათვის ვადამდე სპეციალურ წოდებათა მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 24.05.1996
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №341
სარეგისტრაციო კოდი 090.180.000.05.002.000.
გამოქვეყნების წყარო საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 5, 31/05/1996
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.05.1996 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებისათვის ვადამდე სპეციალურ წოდებათა მინიჭების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №341
1996 წლის 24 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებისათვის ვადამდე სპეციალურ წოდებათა მინიჭების შესახებ
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს განსაკუთრებული დამსახურებისათვის ვადამდე მიენიჭოთ:
იუსტიციის მრჩევლის წოდება:
იუსტიციის უმცროს მრჩეველს ლევან ბუაძეს – საქართველოს პროკურატურის საერთო ზედამხედველობის სამმართველოს უფროს პროკურორს.
მეორე კლასის იუსტიციის საკლასო წოდება:
მესამე კლასის იურისტს ლალი არჩვაძეს – საქართველოს პროკურატურის სამოქალაქო და საარბიტრაჟო საქმეებზე სასამართლო აქტების კანონირებაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორს;
მესამე კლასის იურისტს მამუკა ფარულავას – ქ. თბილისის ისნის რაიონის პროკურატურის გამომძიებელს;
მესამე კლასის იურისტს მამუკა ფიფიას – ზუგდიდის სარაიონთაშორისო პროკურატურის გამომძიებელს.
ე. შევარდნაძე