რეგიონალური პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 ივნისის №44 დადგენილებასა და ამავე დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №95
2004 წლის 25 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,რეგიონალური პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 ივნისის №44 დადგენილებასა და ამავე დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად ,,რეგიონალური პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 ივნისის №44 დადგენილებასა და ამავე დადგენილებით დამტკიცებულ რეგიონალური პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,2. აპარატის რიცხოვნობა განისაზღვროს 23 ერთეულით.“.
რეგიონალური პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
| № | თანამდებობის დასახელება | საშტატო ერთეულის რაოდენობა | თანამდებობრივი სარგო |
| 1. | სახელმწიფო მინისტრის მოადგილე | 1 | 370 |
| 2. | აპარატის უფროსი | 1 | 370 |
| 3. | მთავარი სპეციალისტი (სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე) | 2 | 240 |
| 4. | სპეციალისტი | 1 | 120 |
| 5. | მთავარი სპეციალისტი (სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანაშემწე) | 1 | 240 |
| 6. | მთავარი სპეციალისტი (ბუღალტერი) | 1 | 240 |
| 7. | ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების განყოფილების უფროსი | 1 | 350 |
| 8. | წამყვანი სპეციალისტი | 5 | 230 |
| 9. | რეგიონალური სოციალურ-ეკონომიკური განვითარე-ბის განყოფილების უფროსი | 1 | 350 |
| 10. | მთავარი სპეციალისტი | 2 | 240 |
| 11. | სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის განყოფილების უფროსი | 1 | 350 |
| 12. | მთავარი სპეციალისტი | 1 | 240 |
| 13. | წამყვანი სპეციალისტი | 4 | 230 |
| 14. | სპეციალისტი | 1 | 120 |
|
| სულ | 23 |
|
2. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. აპარატის საქმიანობის იურიდიული უზრუნველყოფა და საქმისწარმოება ხორციელდება საქართველოს მთავრობის კანცელარიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად სახელმწიფო მინისტრების აპარატებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებამდე.“.
3. დებულების პირველ მუხლს დაემატოს 21 და 22 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
,,21. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
22. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი განკარგავს აპარატის საქმიანობისათვის გამოყოფილ სახსრებს“.
4. დამტკიცდეს რეგიონალური პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანდართული საშტატო ნუსხა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია