,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№183
სარეგისტრაციო კოდი
230150070.22.033.011539
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 32, 29/02/2008

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.011.539

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №183

2008 წლის 25 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში (სსმ III, 22.12.06 წ., №172, მუხ. 2330) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 9

საბაჟო ორგანოს მიერ მოწმობის, მოწმობა №2-ის და TIR-ის რეგისტრაცია და კონტროლიდან მოხსნა რეგისტრირდება სპეციალურ რეგისტრაციის ჟურნალში. შემოსვლაზე იწარმოება ცალკე ჟურნალი, ხოლო გასვლაზე ცალკე. ამ ინსტრუქციის მე-7 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული მოწმობა, მოწმობა №2 და TIR-ის წიგნაკის ფურცლები (ყვითელი და მწვანე), შემოსავლების სამსახურის შესაბამის სამმართველოს ეგზავნება საბაჟო გამშვები პუნქტების (საბაჟო საგუშაგოების) მიერ, საბაჟო დამუშავების ადგილების მიხედვით სისტემატიზირებული. კონტროლზე აყვანისას და კონტროლიდან მოხსნისას, არა უგვიანეს მეორე დღისა, მოწმობები ეგზავნება რეგიონალურ ცენტრებს (საგადასახადო ინსპექციებს), რომლებიც უზრუნველყოფენ მათი შემოსავლების სამსახურის შესაბამის სამმართველოში გადაგზავნას. მოწმობაში და ინფორმაციის პროგრამა ,,ASYCUDA“-ს მონაცემთა ბაზაში ნებისმიერი ცვლილების შეტანისას დგება აქტი, რომელიც შესაბამის აღრიცხვის მოწმობასთან ერთად იგზავნება შესაბამის სამმართველოში“.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 მარტიდან.

ნ. გილაური