ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 01.11.2010
გამომცემი ორგანო ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016016
გამოქვეყნების წყარო სსმ, 52, 17/11/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.11.2010 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:Tbilisi-Normal;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin-top:0in; margin-right:.25in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoCaption, li.MsoCaption, div.MsoCaption {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Tbilisi-Normal","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Tbilisi-Normal","sans-serif";} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.1pt 62.1pt 45.1pt 60.1pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №36
2010 წლის 1 ნოემბერი
დ. ხარაგაული
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესი (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაჭავარიანი
დანართი №1
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის
წ ე ს ი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება
1. ეს წესი შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის (შემდგომში – გამყიდველი) საკუთრებაში არსებული ქონების (შემდგომში – ქონება) ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესს.
2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებას წარმოადგენს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, მათ შორის ქონება, რომელსაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადასცემს სახელმწიფო ან რომელსაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული შექმნის ან შეიძენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის, აუქციონის ფორმით პრივატიზების, სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის და სხვაგვარად განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. აუქციონი ტარდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მეექვსე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად .
4. აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის მიზანია საკუთრების უფლება გადაეცეს მყიდველს, რომელიც ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხდდება პირობით – საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, რომელიც აიღებს ვალდებულებას დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებას აუქციონის ფორმით ახორციელებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შექმნილი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის“ მეშვეობით. ქონების მართვისას, პრივატიზებისას, სარგებლობის უფლებით გადაცემისას ან სხვაგვარად განკარგვისას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველ ერთეულს შეუძლია იმოქმედოს თავისი წარმომადგენლების (რწმუნებული პირების) ან შუამავლების მეშვეობით.
6. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყის ფასს და სარგებლობის ქირის ოდენობას საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის“ შესახებ მე-4 მუხლის შესაბამისად „ნივთის საპრივატიზებო საფასურის“ მიხედვით ადგენს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
7. აუქციონის ფორმით საპრივატიზებო ქონების მყიდველი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.
8. აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის, აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია.
9. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზება ხორციელდება აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის და კონკრეტული შერჩევის საფუძველზე. პირდაპირი მიყიდვის ფორმებით, გარდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის ოცდამეათე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
10. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკრეტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.
11. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკითხს, როგორც წესი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების სამინისტროს, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი – საქართველოს მთავრობის წარდგენით წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი, საკითხს ამზადებს ხარაგაულის მინიციპალიტეტის საკრებულო.
12. ხარაგაულის მინიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი – საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე, საკითხს ამზადებს ხარაგაულის მინიციპალიტეტის საკრებულო.
13. ხარაგაულის მინიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკრეტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესი განისაზღვრება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით.
14. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკრებულო უფლებამოსილია საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილება სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების ბაზაზე კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების თაობაზე. გამგეობის მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
15. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე.
16. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ძირითადი ქონების გასხვისების წესი განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით.
17. ინფორმაცია განკარგვისადმი დაქვემდებარეული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ ქვეყნდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლით დადგენილი წესით.
18. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) გამყიდველის დასახელებას;
ბ)პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს (აუქციონის პირობებით გამოცხადების შემთხვევაში);
გ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას;
დ) განაცხადის მიღების, დაწების და დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღს;
ე) უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტია ბეს, რომელიც შეადგენს ქონების საწყისი საფასურის 30%-ს, ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს (ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის ოდენობას განსაზღვრავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო);
ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;
ზ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც გამყიდველი ჩათვლის მიზანშეწონილად.
19. აქციების ან აქციათა პაკეტის (წილი) გაყიდვის შემთხვევაში ინფორმაცია დამატებით უნდა შეიცავდეს:
ა) სააქციო საზოგადოების (შპს) დასახელებას და იურიდიულ მისამართს, გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას, ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას, აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის საწყის ფასს და წილს საზოგადოების საწესდებო კაპიტალში).
20. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზაციის და მათი მართვის უფლებით გადაცემის წესს ამტკიცებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
21. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას ამტკიცებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
22. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და საკუთრების მოწმობის ტიპურ ფორმებს ამტკიცებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
მუხლი 2🔗 . აუქციონში მონაწილეობის პირობა
1. აუქციონში მონაწილეობის მღების მსურველი (შემდგომში – მონაწილე) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:
ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების დასახელებას და მის საწყის ფასს. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში განაცხადში უნდა აისახოს მონაწილის თანხმობა პირობების შესრულებაზე;
ბ) ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (რომელთა გადახდაც უნდა მოხდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ მითითებულ ანგარიშზე);
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლს, ნოტარიალურად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;
დ) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს (იურიდიული პირის შემთხვევაში).
2. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისათვის მოწყობილ აუქციონში ბე და მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს თითოეული მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის ცალ-ცალკე.
3. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს რეგისტრატორი მონაწილეზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში“, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მონაწილეს გადასცემს აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით მონაწილე ღებულობს აუქციონში მონაწილის სტატუსს.
4. მონაწილეს უფლება აქვს ბეს დაუკავებლად უარი აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადოს მხოლოდ განაცხადის მიღების პერიოდში.
5. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ განაცხადის წარმომდგენი პირი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო ქონების მყიდველად და დარღვეულია ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები.
6. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა სამი წელი.
მუხლი 3🔗. აუქციონის ჩატარების წესი
1. აუქციონი ტარდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მეექვსე მუხლით დადგენილი წესების შესაბამისად, შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი. აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს;
ბ) აუქციონს ატარებს აუქციონატორი;
გ) თითეულ ობიექტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების დასახელებას, მის საწყის ფასს და ბიჯს;
დ) აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი;
ე) აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას). აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გამოცხადებისა და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონება ითვლება გაყიდულად იმ აუქციონის მონაწილეზე, ვინც ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.
2. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი, რომელიც არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება და რომელიც წარმოადგენს წერილობით ხელშეკრულებას. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი შეიცავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება, მოვალეობებს. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპურ ფორმას ამტკიცებს საკრებულო. მყიდველს საკუთრებაში პრივატიზებული უძრავი ქონება საკუთრების უფლებით გადაეცემა თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდის, საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ.
3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების შესახებ გარიგება ფორმდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქრთველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად.
4. თუ მყიდველი პირობების გარეშე გამოცხადებულ აუქციონში, დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების გამოსასყიდ თანხას, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.
მუხლი 4🔗. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში
1. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია შეძენილი ქონების შემდგომ გამოყენებისას დაიცვას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით ნაკისრი ვალდებულებები (აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე გამყიდველის მოთხოვნისთანავე ექვს თვეში ერთხელ წარუდგინოს ინფორმაცია.
2. მყიდველს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე , გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არ აქვს უფლება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა –პატრონობასა და დაცვაზე.
3. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში, თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მას საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი გადაეცემა საფასურის სრულად გადახდის დადასტურებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში . მყიდველს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით.
4. გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს.
5. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში საკუთრების მოწმობა გაიცემა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით. თუ გამარჯვებული პირი დათქმულ ვადაში არ გადაიხდის საბოლოო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე არ უბრუნდება.
6. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მათი დადასტურების მომენტიდან. თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვასთან დაკავშირებულ ყველა უფლებამოსილებას ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, გარდა თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვის შესახებ ნორმატიული აქტის გამოცემისა და ქონების გასხვისებაზე თანხმობის მიცემისა.
7. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით ნაკისრი ვალდებულობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით სააუქციონე პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ;
ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელი თანხის 0,1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვენსტიციის 0,1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) მყიდველის მიერ სხვა სააუქციონო და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულობის 0,05%-ს;
8. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების (აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის) გაუქმების საფუძვლად.
მუხლი 5🔗. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები და წესი, ქონებით სარგებლობის ქირის ოდენობის განსაზღვრა
1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები, წესი და ქონებით სარგებლობის ქირის ოდენობა განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, სამოქალაქო კოდექსით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად.
თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი ფორმებით:
ა) აღნაგობა;
ბ) უზუფრუქტი;
გ) ქირავნობა;
დ) იჯარა;
ე) თხოვება;
ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმები;
ზ) ხარაგაულის თვითმმართველი ერთეულის ქონებით სარგებლობის ქირის ოდენობას განსაზღვრავს ხარაგაულის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო;
თ) ხარაგაულის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულებას „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარე;
ი) თვითმმართველი ერთეული ქონებას სარგებლობის უფლებით გადასცემს აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით.
2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადასაცემად აუქციონის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით.