საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 1 ნოემბრის №448 ბრძანებულების გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი მშენებლობა
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №389

1996 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო ს მეთაურის 1995 წლის 1 ნოემბრის №448 ბრძანებულების გაუქმების შესახებ

იმასთან დაკავშირებით, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ბემმა“ უსახსრობის გამო ვერ უზრუნველყო მისთვის უსასყიდლოდ გადაცემული ვ. აბაშიძის სახელობის სახელმწიფო მუსიკალური თეატრის მშენებლობის გაგრძელება:

1. დაკმაყოფილდეს თეატრის მიღწევათა კავშირისა და შპს „ბემის“ თხოვნა და გაუქმდეს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 1 ნოემბრის №448 ბრძანებულება „ვ. აბაშიძის სახელობის მშენებარე მუსიკალური თეატრის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ბემისათვის“ გადაცემის შესახებ“.

2. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (დ. იაკობიძე) თეატრის მშენებლობის გასაგრძელებლად თეატრის დირექციის მშენებლობის სპეციალურ ანგარიშზე ჩარიცხოს სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად სახელმწიფოს ბიუჯეტის კუთვნილი შემოსავლებიდან ყოველთვიურად 50-70 ათასი ლარი.

3. თეატრის მშენებლობის გაგრძელების ორგანიზაციულ-სამეურნეო საკითხების მოგვარების მიზნით, თეატრის დირექციისა და მშენებელი ორგანიზაციის წარმომადგენლობით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ირაკლი ანდრიაძის ხელმძღვანელობით.

4. ასოციაცია „თბილმშენმა“ თეატრის მშენებლობის ერთ ჭერქვეშ მოქცევის მიზნით, 1996 წლის სექტემბრის ბოლომდე შეასრულოს თეატრის ფოიეს კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობის სამუშაოები.

5. დაევალოს თეატრის მშენებლობის სამუშაო ჯგუფს (ი. ანდრიაძე) 1996 წლის სეტემბრის ბოლოსათვის შეიმუშაოს და მთავრობის დონეზე განსახილველად წარმოადგინოს თეატრის მშენებლობის გაგრძელების პროგრამა.

ე. შევარდნაძე.