წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 29.10.2010
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №73
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016035
გამოქვეყნების წყარო სსმ, 52, 17/11/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.10.2010 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:44.95pt 37.3pt 35.95pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №73
ქ. წყალტუბო
2010 წლის 29 ოქტომბერი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის 1-ლი და მე-13 პუნქტების, ასევე 193 და 195 მუხლების შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს დებულება „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის აუქციონის შედეგების ოქმის ტიპური ფორმა (დანართი №2).
მუხლი 3🔗
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემა განხორციელდეს ელექტრონული აუქციონის ფორმით. თუ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება არ განიკარგა, დასაშვებია მისი სარგებლობის უფლებით გადაცემა საჯარო აუქციონის ფორმით.
მუხლი 4🔗
დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას, 2011 წლის 1 სექტემბრამდე შეიმუშაოს და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში დასამტკიცებლად წარმოადგინოს დებულება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ.
მუხლი 5🔗
ამ დადგენილების მე-4 მუხლით გათვალისწინებული დებულების დამტკიცებამდე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემა განხორციელდეს საჯარო აუქციონის ფორმით.
მუხლი 6🔗
კონტროლი განკარგულების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ეკონომიკურ საკითხთა და ინფრასტრუქტურის კომისიას (ჯ. შუღლაძე).
მუხლი 7🔗
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 9🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. საღარეიშვილი
დანართი №1
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების
სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად. წესი განსაზღვრავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (შემდგომში – ქონება) სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებს.
2. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შეიძლება:
ა) ვადით და სასყიდლით (სასყიდლიანი აღნაგობა, სასყიდლიანი უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმები);
ბ) უსასყიდლოდ (აღნაგობა, უზუფრუქტი, თხოვება).
3. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად.
4. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორები შეიძლება იყვნენ: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, საქართველოს სამინისტროები და უწყებები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული სხვა ადმინისტრაციული ორგანოები, საწარმოები, ორგანიზაციები, საქართველოსა და უცხო ქვეყნის/ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირები, საერთაშორისო ორგანიზაციები.
5. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორი განცხადებას წარუდგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ, იღებს გადაწყვეტილებას მისი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ.
6. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ვადას და პირობებს განსაზღვრავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
7. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პირდაპირი განკარგვის ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ დაინტერესებული პირის განცხადება და მის საფუძველზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის ფორმით გადაცემის შესახებ, უთანაბრდება ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებას, თუ ამის შესახებ მითითებულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პირდაპირი განკარგვის ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაში.
მუხლი 2🔗. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები და ქირის ოდენობა
1. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით:
ა) აღნაგობა;
ბ) უზუფრუქტი;
გ) ქირავნობა;
დ) იჯარა;
ე) თხოვება.
2. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებითაც.
3. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.
4. ქონების სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას, საწყისი წლიური ქირის ოდენობას განსაზღვრავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო. ქირა ირიცხება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადაიცემა აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით.
6. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებას უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით, აუქციონის გარეშე, გადასცემს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, აგრეთვე, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებს.
მუხლი 3🔗. ქონების სარგებლობაში გადაცემის საერთო პირობები
1. ქონების უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემის ინიციატორი სათანადო განცხადებას წარუდგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ, იღებს გადაწყვეტილებას ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ.
2. უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემული ქონების მესამე პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემა დასაშვებია მხოლოდ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობით.
3. უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით ქონების სარგებლობაში გადაცემისას, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და ქონების სარგებლობაში მიმღებს შორის ფორმდება ხელშეკრულება, გარდა ამ დებულების 1-ლი მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხელშეკრულება ფორმდება ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ან აუქციონის შედეგების დამტკიცებიდან ერთი თვის ვადაში.
4. ქონება, რომელიც გადაცემულია უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით, ხელშეკრულების ვადის დამთავრების შემდგომ, უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს იმ პირობებით, რომლებსაც ითვალისწინებს შესაბამისი ხელშეკრულება.
მუხლი 4🔗. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის საერთო პირობები
1. ქონების სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემის აუქციონის ორგანიზება, ჩატარება და შედეგების გაფორმება ხდება ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია აუქციონის პირობების სრულად დაკმაყოფილება და ქონების ვადიანი სარგებლობისათვის მაქსიმალურად მაღალი სარგებლობის ქირის გადახდა.
3. ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს.
4. ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის აუქციონის პირობებსა და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს ადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, გადასაცემი ქონების მდგომარეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით.
5. ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის აუქციონის დამთავრების შემდეგ, დგება აუქციონის შედეგების ოქმი, რომელსაც ხელს აწერს აუქციონში გამარჯვებული და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე. აუქციონის შედეგების ოქმი და სრული დოკუმენტაცია აუქციონის დასრულებისთანავე გადაეცემა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს.
6. სარგებლობის უფლებით გადაცემის აუქციონის ბეს ოდენობას განსაზღვრავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.
7. ბეს სახით გადახდილი თანხა აუქციონის გამარჯვებულს ეთვლება სარგებლობის ქირის ბოლო გადახდის ანგარიშსწორებისას.
8. გადახდილი ბე მონაწილეს არ უბრუნდება, თუ მონაწილე არაკონკურენტულ აუქციონზე არ დააფიქსირებს ბიჯს.
9. თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია განიხილოს პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებული პირის გარკვეული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისაგან გათავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა.
მუხლი 5🔗. აუქციონის ორგანიზება
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მეშვეობით.
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოფს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებისა და გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის განთავსებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე /www.Tskaltubo.ge/.
3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის აუქციონის შესახებ გადაწყვეტილება და გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება აუქციონის ჩატარების დათქმულ თარიღამდე, არანაკლებ 15 კალენდარული დღით ადრე, ხოლო მოძრავი ნივთის შემთხვევაში, არანაკლებ 5 კალენდარული დღით ადრე.
4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის ვადაგაგრძელებული აუქციონის შესახებ გადაწყვეტილება და გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება აუქციონის ჩატარების დათქმულ თარიღამდე, 10 კალენდარული დღით ადრე.
5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის აუქციონის შესახებ გადაწყვეტილება და გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია გამოაქვეყნოს ადგილობრივ ბეჭდვით ორგანოსა და გაზეთ „24 საათში“, ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებული ვადების დაცვით.
6. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დასახელებას;
ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს (აუქციონის პირობებით გამოცხადების შემთხვევაში);
გ) ქონების დასახელებას;
დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრებისა და აუქციონის ჩატარების თარიღებს;
ე) ბეს, ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო;
ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;
ზ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.
7. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველს უფლება აქვს მიიღოს სარგებლობაში გასაცემი ქონების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელთარსებული, კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ინფორმაცია.
8. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, სარგებლობაში გადასაცემ ქონებას.
9. აუქციონი არშემდგარად გამოცხადდება, თუ:
ა) აუქციონში მონაწილეობის სურვილი არ გამოთქვა არავინ;
ბ) აუქციონში მონაწილეობის მისაღებად არ გამოცხადდა არც ერთი მსურველი;
გ) აუქციონის მონაწილე/მონაწილეები ესწრებოდნენ აუქციონს, მაგრამ არც ერთმა არ მიიღო მონაწილეობა სააუქციონო ვაჭრობაში.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დგება არშემდგარი აუქციონის შესახებ მოხსენებითი ბარათი, რომელიც ეგზავნება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, ხოლო აუქციონის მონაწილისა და მონაწილეობის მსურველის მიერ შეტანილი ბე სრულად ირიცხება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
11. აუქციონის შედეგები უქმდება, თუ:
ა) აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე;
ბ) აუქციონის შედეგების დამტკიცებიდან 1 თვის განმავლობაში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არ გააფორმებს ქონების გადაცემის შესახებ ხელშეკრულებას.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას აუქციონის შედეგების გაუქმების თაობაზე.
13. თუ აუქციონში მონაწილემ დაარღვია ნორმატიული აქტით განსაზღვრულ აუქციონში მონაწილეობის წესი ან/და პირობები, მის მიერ შეტანილი ბე სრულად ირიცხება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
14. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია გადაავადოს ან ჩატარებამდე გააუქმოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში აუქციონის ფორმით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში აუქციონის მონაწილეს შეტანილი ბე უკან უბრუნდება ერთი თვის განმალობაში.
15. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.
16. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს მიერ შექმნილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ტიპური ფორმის მიხედვით, ადგენს აუქციონის შედეგების ოქმს.
მუხლი 6🔗. აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, შემოსული განაცხადი არ მიიღება.
2. აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან, არანაკლებ მე-15 კალენდარულ დღეს. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დადგენილ საათამდე.
3. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში _ მონაწილე) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:
ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების დასახელებას, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული იმ ქონების საწყის საიჯარო ქირის ოდენობას, რომლის სარგებლობის უფლების მიღებაც სურს მონაწილეს. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში განაცხადში უნდა აისახოს მონაწილის თანხმობა პირობების შესრულებაზე;
ბ) ბე-ს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთისა და ბე საფასურის გადახდა უნდა მოხდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მითითებულ ანგარიშზე);
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
დ) ნოტარიალურად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;
ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, (იურიდიული პირის შემთხვევაში).
4. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისათვის მოწყობილ აუქციონში, ბე და მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული თითოეული ქონებისათვის ცალ-ცალკე.
5. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი მონაწილეზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მონაწილეს გადასცემს აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით, მონაწილე ღებულობს აუქციონში მონაწილის სტატუსს.
6. მონაწილეს უფლება აქვს ბეს დაუკავებლად, უარი განაცხადოს აუქციონში მონაწილეობაზე მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში.
7. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტის მოთხოვნები.
მუხლი 7🔗. აუქციონის ჩატარების წესი
1. აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.
3. აუქციონს ატარებს აუქციონატორი.
4. თითოეულ ობიექტზე ვაჭრობის დაწყებისას, აუქციონატორი აცხადებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების დასახელებას, საწყის საიჯარო ქირას, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო).
5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი საიჯარო ქირის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი საიჯარო ქირიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის საიჯარო ქირაზე ბიჯის დამატებას). აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გამოცხადებისა და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ, აუქციონში გამარჯვებულად ითვლება ის მონაწილე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.
7. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს სააუქციონო ვაჭრობის მსვლელობა და შედეგები. ოქმი ინომრება ქრონოლოგიურად. ოქმს ხელს აწერს აუქციონში გამარჯვებული, სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე, სააუქციონო კომისიის მდივანი და აუქციონატორი.
8. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბე-ს ოდენობა, ხოლო აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ გადახდილი ბე სრულად ირიცხება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
მუხლი 8🔗. ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემა
1. მიწის ნაკვეთის ან/და იმ მიწის ნაკვეთის, რომელზედაც დამაგრებულია შენობა-ნაგებობა აღნაგობის უფლებით გადაცემა ითვალისწინებს შესაბამისი განცხადების საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემას ისე, რომ მას ჰქონდეს ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება.
2. ქონების როგორც სასყიდლით, ისე უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემა შეიძლება
ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ოთხმოცდაცხრამეტ წელს.
მუხლი 9🔗. ქონების ქირავნობა
1. ქონების ქირავნობის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს მისი საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის გადაცემას განსაზღვრული ვადით სასყიდლიან სარგებლობაში.
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს შეუძლია ხელშეკრულების ვადამდე მოშლა შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ დამქირავებელი, მისი გაფრთხილების მიუხედავად, გაქირავებულ ქონებას მნიშვნელოვნად აზიანებს ან ასეთი დაზიანების რეალურ საშიშროებას უქმნის;
ბ) თუ დამქირავებელი არ იხდის ქირას 3 თვის განმავლობაში;
გ) მხარეთა შეთანხმებით;
დ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 10🔗. ქონების იჯარა
1. ქონების იჯარის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის გადაცემას განსაზღვრული ვადით სასყიდლიან სარგებლობაში, ისე, რომ მოიჯარემ შეძლოს შემოსავლის სახით გარკვეული ნაყოფის მიღება.
2. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე უკან აბრუნებს ქონებას, იგი თავისუფლდება საიჯარო ქირის შემდგომი გადახდისაგან იმ შემთხვევაში, თუ მის სანაცვლოდ მეიჯარეს, მოთხოვნის შემთხვევაში, შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მისთვის მისაღებ მოიჯარეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ვალდებულია გადაიხადოს საიჯარო ქირა ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდის დასრულებამდე.
3. თუ მოიჯარე, საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ, არ დააბრუნებს აღებულ ქონებას, მაშინ მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნების გამო, ასევე მოითხოვოს აღნიშნული ქონებისათვის მიყენებული და სხვა სახის ზიანის ანაზღაურება.
4. მეიჯარეს შეუძლია ხელშეკრულება ვადამდე მოშალოს, თუ:
ა) მოიჯარე მეიჯარისაგან გაფრთხილების მიუხედავად, ქონებას მნიშვნელოვნად აზიანებს ან უქმნის ასეთი დაზიანების რეალურ საშიშროებას;
ბ) არ იხდის საიჯარო ქირას 3 თვის განმავლობაში;
გ) მხარეთა შეთანხმებით;
დ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 11🔗. ქონების თხოვება
1. ქონების თხოვების ფორმით გადაცემა ითვალისწინებს აუქციონის გარეშე მის დროებით უსასყიდლო სარგებლობისათვის გადაცემას.
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო იტოვებს უფლებას, რომ ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს ნებისმიერ დროს თხოვების ფორმით გადაცემული ქონების დაბრუნება.
3. აკრძალულია თხოვების ფორმით გადაცემული ქონების მესამე პირისათვის ამავე ფორმით გადაცემა.
მუხლი 12🔗. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის
უფლებით გადაცემის ორგანიზება
1. პირდაპირი განკარგვის წესით, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.
2. პირდაპირი განკარგვის წესით, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზანია ქონებაზე სარგებლობის უფლება გადაეცეს იმ პირს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს ქონების პირდაპირი წესით განკარგვისას დადგენილ პირობებს.
3. პირდაპირი განკარგვის წესით, ქონების სარგებლობის უფლებით მიღების მსურველი (მსურველები) განცხადებით მიმართავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს და წარუდგენს:
ა) განცხადებას;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
გ) იურიდიული პირი, დამატებით წარმოადგენს სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლს და განცხადების შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);
დ) აგრეთვე სხვა დოკუმენტაციას, რომელიც შეიძლება მოთხოვნილ იქნეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ, მათ შორის, ცალკეულ შემთხვევაში, საფინანსო უზრუნველყოფის დოკუმენტებს. დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოდგენის მაქსიმალური ვადაა ორი კვირა. აღნიშნული ვადა აითვლება მოთხოვნის მიღებიდან.
4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო იხილავს შემოსულ განცხადებას ოცდაათი კალენდარული დღის ვადაში, რის შემდეგაც იღებს გადაწყვეტილებას და ადგენს პირდაპირი განკარგვის წესით გადასაცემი ქონების პირობებს.
მუხლი 13🔗. გარიგებათა გაფორმების წესი
1. ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, მხარეთა შორის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 1 თვისა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის შედეგების დამტკიცებიდან არა უგვიანეს 1 თვისა, გააფორმოს ქონების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. მხარეთა შორის დასადებ ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) გადაცემული ქონების დასახელება, ადგილსამყოფელი და ქონების სხვა მახასიათებლები;
ბ) ცნობები აღნიშნული ქონების გადაცემისა და მიღების შესახებ;
გ) ხელშეკრულებით დადგენილი ქირის ოდენობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;
ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის ფორმები;
ვ) ქონების გადაცემის პირობები და ვადები;
ზ) ამ წესის მე-11 მუხლის მოთხოვნებით გათვალისწინებული პირობები;
თ) მხარეთათვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული შეტყობინებებისა და კორესპონდენციის ჩაბარების წესი და ფორმები;
ი) სხვა მონაცემები გასაფორმებელი ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.
4. ამ წესით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით ქონების სარგებლობის უფლება
გადაეცემა პირს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებით. საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და სხვა აუცილებელი საბუთების წარდგენისათვის გაწეულ საზღაურს ფარავს ქონებით სარგებლობის უფლების მიმღები პირი.
მუხლი 14🔗. ქონებით სარგებლობის უფლების მიმღები
პირის პასუხისმგებლობა
1. ქონებით სარგებლობის უფლების მიმღები ვალდებულია მისთვის გადაცემული ქონების გამოყენებისას დაიცვას აუქციონის ან/და პირდაპირი განკარგვის პირობები, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ. შესაბამისი ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა და ფორმა.
2. ქონებით სარგებლობის უფლების მიმღებს უფლება არა აქვს მიღებული ქონება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) ან სხვაგვარად დატვირთოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეუთანხმებლად. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ქონებით სარგებლობის უფლების მიმღებ პირს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) ქირის თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ქირის 0,1%, მაგრამ არანაკლებ 1 (ერთი) ლარისა დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) ქონებით სარგებლობის უფლების მიმღები პირის მიერ პირდაპირი განკარგვის წესით, აუქციონის ან/და სხვა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით.
4. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მიიჩნევა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად. ქონების მიმღებ პირს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული სხვა ხარჯები.
მუხლი 15🔗. დავათა განხილვის წესი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე ან აუქციონის შედეგებთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს (მათ შორის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, განიხილავს სასამართლო.
დანართი №2
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის აუქციონის შედეგების ოქმი N
(ფორმა)
აუქციონის ჩატარების თარიღი: 201 წლის -- --------------.
აუქციონის ჩატარების საფუძველი: ----------------------------
აუქციონის ორგანიზატორი: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია
სარგებლობაში გადასაცემი ქონება: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული – --------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება, მდებარეობა, სარეგისტრაციო მონაცემები)
სარგებლობის საწყისი ქირა : ----------- (------------------------) ლარი.
სარგებლობის ფორმა : ---------------------
სააუქციონო ბიჯის სიდიდე ---- (-----) ლარი.
სარგებლობაში გადაცემის ვადა: ----- წელი.
აუქციონში მონაწილენი: 1. –––––––––––––––––– 2. ––––––––––––––––– 3.–––––––––––––––––– 4. –––––––––––––––––––– 5. –––––––––––––––––––––––
აუქციონის მსვლელობა:
აუქციონში გამარჯვებული ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(გვარი, სახელი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ფიზიკური პირებისთვის)
(იურიდიული პირებისთვის: სრული დასახელება, იურ.მისამართი, სარეგისტრაციო მონაცემები)
საბოლოო წლიური საიჯარო ქირა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ლარი
ოქმის შედგენის თარიღი –––––––––––––––––––––
აუქციონში გამარჯვებული ––––––––––––––––––––––––––– /გვარი, სახელი/
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული
ქონების განკარგვის აუქციონის
ორგანიზების მუდმივმოქმედი
სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე ––––––––––––––––––––––– /გვარი, სახელი/
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული
ქონების განკარგვის აუქციონის
ორგანიზების მუდმივმოქმედი
სააუქციონო კომისიის მდივანი –––––––––––––––––––––––––– /გვარი, სახელი/
აუქციონატორი –––––––––––––––––––––– /გვარი, სახელი/