წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონში და პირობებით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 29.10.2010
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №74
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016036
გამოქვეყნების წყარო სსმ, 52, 17/11/2010
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.10.2010 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონში და პირობებით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:35.95pt 37.3pt 27.0pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №74
ქ. წყალტუბო
2010 წლის 29 ოქტომბერი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონში და პირობებით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 94 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირობებით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა (დანართი №2).
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმა (დანართი №3).
მუხლი 4🔗
კონტროლი განკარგულების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ეკონომიკურ საკითხთა და ინფრასტრუქტურის კომისიას (ჯ. შუღლაძე).
მუხლი 5🔗
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. საღარეიშვილი
დანართი №1
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმი
(ტიპური ფორმა)
N
ქალაქი წყალტუბო
(რიცხვი, თვე, წელი)
წინამდებარე ოქმი გაიცა აუქციონში გამარჯვებულ პირზე
(აუქციონში გამარჯვებულის (ტექსტში შემდგომში – მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, მისამართი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები)
მასზე, რომ „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად,
(ქონების დასახელება, საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა)
მდებარე -----------------------------------------------------------------------------------
(ქონების მისამართი)
ქონების საწყისი ფასი --------------- (-----------------------------------------) ლარი.
(ციფრებით) (სიტყვიერად)
შემდგომი პრივატიზების მიზნით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მიერ -------- (თარიღი) მოწყობილ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის:
---------------------------–––––––----------------------------------
(ციფრებით) (სიტყვიერად)
საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით საკუთრებაში გადაეცა
(ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან. მათ შორის, ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე, საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა) – შემდგომში ქონება.
აუქციონის ფორმით პრივატიზების პირობები და მხარეთა უფლება-მოვალეობები:
1. მყიდველმა აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი: ------------ (-------------------) ლარი
(ციფრებით) (სიტყვიერად)
სრულად გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, შემდეგ საბანკო ანგარიშზე №––––––––––––––––––––––მიმღები: ერთიანი არასაგადასახადო ანგარიში; მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა; მიმღები ბანკის კოდი ––––––––––––, საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი -------------, გადახდის დანიშნულება – შემოსულობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გაყიდვიდან.
2. მყიდველს ბე ეთვლება ანგარიშწორებისას.
3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ნასყიდობის საბოლოო ფასის გადახდა შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ, მისი დადასტურების მომენტიდან.
4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ნასყიდობის საბოლოო ფასის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 30 დღის ვადაში, გამყიდველი გასცემს საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას.
5. თუ მყიდველი დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის ნასყიდობის საბოლოო ფასს, აუქციონის შედეგები უქმდება, მყიდველს არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე და არ უბრუნდება შეტანილი ბე ან წარმოდგენილი საბანკო გარანტია.
6. ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემისა და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.
7. წინამდებარე ოქმთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 4 (ოთხი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, ორი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.
9. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე, ხელს აწერს წინამდებარე ოქმს.
10. ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:
ა. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
ბ. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, – მყიდველის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;
გ. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენილის მეშვეობით, – წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული
ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი
სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე
გამყიდველის სახელით
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
აუქციონში გამარჯვებული პირი
მყიდველი
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
ბეჭდის ადგილი
დანართი №2
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია პირობებით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმი
(ტიპური ფორმა)
N
ქალაქი წყალტუბო
(რიცხვი, თვე, წელი)
წინამდებარე ოქმი გაიცა პირობებით აუქციონში გამარჯვებულ პირზე
(აუქციონში გამარჯვებულის (ტექსტში შემდგომში – მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, მისამართი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები)
მასზე, რომ „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად,
(ქონების დასახელება, საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა)
მდებარე -----------------------------------------------------------------------------------
(ქონების მისამართი)
ქონების საწყისი ფასი --------------- (-----------------------------------------) ლარი.
(ციფრებით) (სიტყვიერად)
შემდგომი პრივატიზების მიზნით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მიერ -------- (თარიღი) მოწყობილ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის:
---------------------------–––––––----------------------------------
(ციფრებით) (სიტყვიერად)
საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით საკუთრებაში გადაეცა
(ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან. მათ შორის, ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა) – შემდგომში ქონება.
მყიდველი ვალდებულია შეასრულოს აუქციონის პირობები:
1. ა) აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი: ------------ (----------------------------) ლარი
(ციფრებით) (სიტყვიერად)
გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან ---------------------------------------------- ვადაში
(აუქციონის პირობებით გათვალისწინებული ვადა)
შემდეგ საბანკო ანგარიშზე № მიმღები: ერთიანი არასაგადასახადო ანგარიში; მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა; მიმღები ბანკის კოდი საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი ,გადახდის დანიშნულება – შემოსულობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გაყიდვიდან.
2.
3.
4.
5.
2. სხვა პირობები და ვალდებულებები:
1. მყიდველი ვალდებულია, შეძენილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შემდგომი გამოყენებისას, დაიცვას ოქმით ნაკისრი ვალდებულებები (აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე გამყიდველის მოთხოვნისთანავე ან/და 6 თვეში ერთხელ, წარუდგინოს ინფორმაცია გამყიდველს.
2. მყიდველს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
3. გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს.
4. ოქმით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
5. ოქმით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ოქმით სააუქციონო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში – გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ. საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში – დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ. მყიდველის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%.
6. ოქმით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების ოქმის გაუქმების საფუძვლად.
7. შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გამყიდველის მიერ მყიდველს გადაეცემა შეძენილი ქონების საბოლოო/სრული ნასყიდობის ღირებულების დაფარვის შემდეგ, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.
8. თუ მყიდველი დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის ქონების საფასურს, აუქციონის შედეგები უქმდება, მყიდველს არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე და არ უბრუნდება შეტანილი ბე ან წარმოდგენილი საბანკო გარანტია.
9. მყიდველის მიერ გადახდილი ბე ჩაითვლება ანგარიშწორებისას.
10. ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემისა და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.
11. წინამდებარე ოქმთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
12. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 4 (ოთხი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, ორი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.
13. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს და, სრული ნებაყოფლობის საფუძველზე, ხელს აწერს წინამდებარე ოქმს.
14. ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:
ა. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
ბ. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, მყიდველის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;
გ. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენილის მეშვეობით, – წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული
ქონების განკარგვის აუქციონის
ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო
კომისიის თავმჯდომარე
გამყიდველის სახელით
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
აუქციონში გამარჯვებული პირი
მყიდველი
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
ბეჭდის ადგილი
დანართი №3
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა
№
(ფორმა)
ეძლევა
(მესაკუთრე და მისი მისამართი)
მასზე,
რომ მას გადაეცა საკუთრებაში
(ქონების დასახელება და მისამართი)
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(პირობა)
მიწის ფართობი
(კვ.მ.) (მიწათსარგებლობის ფორმა)
საფუძველი:
აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის
თარიღი და ნომერი
მოწმობა შედგენილია 4 ეგზემპლარად, ორი გადაეცემა
(მესაკუთრის სახელი, გვარი / დასახელება)
რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, ხოლო თითო ეგზემპლარი ინახება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში. მოწმობა ძალაშია ხელშეკრულებასთან ერთად, რომელიც მოწმობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
გაცემულია 20 წლის “–––––” ––––––––––––––––––––
ბ.ა.