„მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 19 ნოემბრის №756–№216 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№345
სარეგისტრაციო კოდი
010130000.22.033.014578
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 51, 03/05/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.033.014.578

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი

ბრძანება №345–№93

2010 წლის 3 მაისი

 ქ. თბილისი

„მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 19 ნოემბრის №756–№216 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებთ:

    მუხლი 1

„მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 19 ნოემბრის №756–№216 ერთობლივ ბრძანებაში (სსმ III, 19.11.2009, №142, მუხ. 1657) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. ბრძანებით დამტკიცებული „მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესის“:

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2

საქართველოს რეზიდენტობის მინიჭებაზე უფლებამოსილი ორგანო

მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირებისთვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების შესახებ განცხადებას განიხილავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური), ხოლო საქართველოს რეზიდენტობის მინიჭებას შემოსავლების სამსახურის წარდგინებით ახორციელებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“;

ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს რეზიდენტობის მოსაპოვებლად ფიზიკური პირი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მეშვეობით, განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.“;

გ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4

 საქართველოს რეზიდენტობის მისანიჭებლად წარმოსადგენი დოკუმენტები

საქართველოს რეზიდენტობის მისაღებად ფიზიკურმა პირმა სააგენტოს მეშვეობით შემოსავლების სამსახურში განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს:

ა) პირადობის/ბინადრობის მოწმობა და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ფიზიკური პირის ქონება აღემატება 3 მილიონ ლარს ან მისი წლიური შემოსავალი ბოლო 3 წლის განმავლობაში აღემატება 200 000 ლარს; ან

ბ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ფიზიკური პირის ქონება აღემატება 3 მილიონ ლარს ან მისი წლიური შემოსავალი ბოლო 3 წლის განმავლობაში აღემატება 200 000 ლარს და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ფიზიკური პირი საქართველოში არსებული წყაროდან იღებს საგადასახადო წლის განმავლობაში 25 000 ლარის, ან მეტი ოდენობის შემოსავალს.“;

დ) მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ფიზიკური პირი მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირია და ადასტურებს, რომ საქართველოში არსებული წყაროდან იღებს საგადასახადო წლის განმავლობაში 25 000 ლარის, ან მეტი ოდენობის შემოსავალს.“;

ე) მე-6 მუხლის:

ე.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შემოსავლების სამსახური განიხილავს სააგენტოს მეშვეობით საქართველოს რეზიდენტობის მაძიებელი ფიზიკური პირის მიერ წარდგენილ დოკუმენტებს, ადგენს შემოსავლების სამსახურში განცხადების მიღების თარიღისთვის უცხოური ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული ლარის ოფიციალური გაცვლითი სავალუტო კურსის გათვალისწინებით, რამდენად აკმაყოფილებს წარმოდგენილი დოკუმენტების მონაცემები ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2. შემოსავლების სამსახური განიხილავს სააგენტოს მეშვეობით საქართველოს რეზიდენტობის მაძიებელი ფიზიკური პირის მიერ წარდგენილ დოკუმენტებს და:

ა) ხარვეზის არარსებობის შემთხვევებში განცხადების მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში წარდგინებით მიმართავს საქართველოს ფინანსთა მინისტრს რეზიდენტის მაძიებლისთვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების თაობაზე;

ბ) ხარვეზის არსებობის შემთხვევაში აღნიშნულის თაობაზე სააგენტოს მეშვეობით ატყობინებს განმცხადებელს და ხარვეზის აღმოსაფხვნელად განუსაზღვრავს ვადას არა უმეტეს 30 დღისა;

გ) ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პირობების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სააგენტოს მეშვეობით უარს ეუბნება განმცხადებელს რეზიდენტობის მინიჭების თაობაზე.“;

ე.ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადის გაშვება ჩაითვლება ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობაზე უარის თქმად, ასეთ შემთხვევაში ფიზიკური პირი უფლებამოსილია, სააგენტოს მეშვეობით, განმეორებით წარმოადგინოს განცხადება საქართველოს რეზიდენტობის მოსაპოვებლად.

5. საქართველოს რეზიდენტობა ფიზიკურ პირს მიენიჭება ყოველი საგადასახადო პერიოდის მიხედვით. ყოველ განმეორებით მოთხოვნაზე ფიზიკური პირი ვალდებულია სააგენტოს მეშვეობით წარმოადგინოს ამ წესით განსაზღვრული დოკუმენტები.“.

2. ბრძანებით დამტკიცებულ „რეზიდენტობის ცნობის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის“ (დანართი №1):

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1

ზოგადი დებულებები

1. რეზიდენტობის ცნობის აღრიხვა-ანგარიშგების წესი (შემდგომში _ წესი) განსაზღვრავს შემოსავლების სამსახურის მიერ გასაცემი რეზიდენტობის ცნობის შენახვისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს.

2. შემოსავლების სამსახური რეზიდენტობის ცნობის აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის და ამ წესის საფუძველზე.“;

ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეზიდენტობის ცნობა მზადდება შემოსავლების სამსახურის მიერ შეკვეთის საფუძველზე, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად, შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.“;

გ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარისის 11, 12 და 13 პუნქტები:

„11. რეზიდენტობის ცნობას აქვს სამი დამცავი ნიშანი.

12. რეზიდენტობის ცნობის წინა მხარეს ქართულ და ინგლისურ ენებზე აღინიშნება:

ა) საქართველოს სახელმწიფო გერბი;

ბ) რეზიდენტობის მიმნიჭებელი სახელმწიფო ორგანოს დასახელება;

გ) რომელი საგადასახადო წლისთვისაა გაცემული რეზიდენტობის ცნობა;

დ) პირი, ვისზეც გაიცემა რეზიდენტობის ცნობა;

ე) პირის მისამართი;

ვ) გადამხდელის პირადი ნომერი;

ზ) დადასტურება იმის შესახებ, რომ პირი არის საქართველოს რეზიდენტი საგადასახადო მიზნებისათვის;

თ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ხელმოწერა;

ი) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ემბლემა;

კ) რეზიდენტობის ცნობის გაცემის თარიღი.

13. რეზიდენტობის ცნობის უკანა მხარეს აღინიშნება:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (სფს) რეგისტრაციის ნომერი;

ბ) დამკვეთი, დამამზადებელი და რეზიდენტობის ცნობის ინდივიდუალური ნომერი.“.

3. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №3 ამოღებულ იქნეს.

4. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №5 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 კ. ბაინდურაშვილი

 ზ. ადეიშვილი