"თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმის პრივატიზებისა და სარგებლობის უფლების გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 01 ოქტომბრის №20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22
2010 წლის 5 ნოემბერი
ქ. ჭიათურა
„თვითმმართველი ერთეულის – ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმის პრივატიზებისა და სარგებლობის უფლების გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 ოქტომბრის №20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
„თვითმმართველი ერთეულის – ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმის პრივატიზებისა და სარგებლობის უფლების გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 ოქტომბრის №20 დადგენილებაში (სსმ V, №39, 18.10.2010, მუხ. 1148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„დადგენილება № 20
2010 წლის 1 ოქტომბერი
ჭიათურა
თვითმმართველი ერთეულის – ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“
ბ) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„მუხლი 1
დამტკიცდეს დებულება „თვითმმართველი ერთეულის – ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ (დანართი №1)“;
გ) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თვითმმართველი ერთეულის – ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“;
დ) დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„დანართი №2
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია
აუქციონში გამარჯვების
დამადასტურებელი ოქმი №
„ ----------“ „-------------------“ ჭიათურა
1. წინამდებარე ოქმი გაიცა ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი, /იურიდიული პირის სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმა/, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მონაცემები.
მასზე, რომ „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება, მისამართი (მონაცემები საჯარო ან/და სამეწარმეო რეესტრიდან)
ქონების საწყისი ფასი ------------------- (------------------------------------------)
ციფრებით სიტყვიერად
შემდგომი პრივატიზების მიზნით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სააუქციონო კომისიის მიერ 2010 წლის ---------- „-----------------“ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის
---------- (------------------------------)
ციფრებით სიტყვიერად
საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები საჯარო რეესტრის ან/და სამეწარმეო რეესტრის ამონაწერიდან, მათ შორის, ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის თაობაზე) ქონება
2. მყიდველი ვალდებულია:
აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საბოლოო თანხა) გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე № ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას.
4. მყიდველს უფლება არა აქვს საკუთრების დადასტურებამდე განკარგოს, დააგირაოს, იპოთეკით დატვირთოს ან/და სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება.
5. თუ მყიდველი დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების საბოლოო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება და მყიდველს არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება. მას აგრეთვე არ დაუბრუნდება მის მიერ შეტანილი არასრული თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
6. მყიდველის მიერ საბოლოო თანხის დადგენილ ვადაში სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
7. ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.
8. წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
9. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად, ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.
10. ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:
1. ამონაწერი საჯარო ან/და სამეწარმეო რეესტრიდან;
2. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, მყიდველის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;
3. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე ------------------- /-----------------------------------/
ხელმოწერა სახელი და გვარი
აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი) --------------- ---------------------
ხელმოწერა სახელი და გვარი
ბ.ა“;
ე) დადგენილებით დამტკიცებული №3 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„დანართი №3
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია
პირობებით აუქციონში გამარჯვების
დამადასტურებელი ოქმი №
„ ––– “ „––––––––––– “ 20 ჭიათურა
1. წინამდებარე ოქმი გაიცა -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი, (იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა), სახელწოდება, წარმომადგენლის სახელი, გვარი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მონაცემები.
მასზედ, რომ „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, მუნიციპალური ქონების
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ქონების დასახელება, მისამართი (მონაცემები საჯარო ან/და სამეწარმეო რეესტრიდან)
ქონების საწყისი ფასი ------------------------- (----------------------------------------------)
ციფრებით სიტყვიერად
შემდგომში პრივატიზების მიზნით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მიერ 20 წლის „----------“ „------------------“ მოწყობილ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის --------------------- (----------------------------------------) ლარი,
ციფრებით სიტყვიერად
საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონება ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები საჯარო რეესტრის ან/და სამეწარმეო რეესტრის ამონაწერიდან, მათ შორის, ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის თაობაზე)
2. მყიდველი ვალდებულია:
აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საბოლოო თანხა ) გადაიხადოს აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში შემდეგ ანგარიშზე № ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას.
4. მყიდველი ვალდებულია დაიცვას, დათქმულ ვადაში და ჯეროვნად შეასრულოს შემდეგი პირობები:
1. -----------------------------------------------------------------------------------
2. -----------------------------------------------------------------------------------
3. -----------------------------------------------------------------------------------
4. -----------------------------------------------------------------------------------
5. მყიდველს გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
6. გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ ოქმის მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ გადაცემული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს.
7. ოქმით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
8. ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა:
1. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2. საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3. მყიდველის მიერ ოქმის სხვა პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0.05%-ს
9. ოქმით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად.
10. მყიდველის მიერ საბოლოო თანხის სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.
11. მუნიციპალური ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მყიდველს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით.
12. ოქმიდან წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
13. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე, 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად, ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.
14. ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:
1. ამონაწერი საჯარო ან/სამეწარმეო რეესტრიდან.
2. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება.
3. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე ------------------------------------ ------------------------------------------------
ხელმოწერა სახელი და გვარი
აუქციონში გამარჯვებული პირი ----------------------------- -----------------------------------------------
ხელმოწერა სახელი და გვარი
ბ.ა“;
ვ) დადგენილებით დამტკიცებული №4 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„დანართი №4
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №
ეძლევა ---------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------- (მესაკუთრე და მისი მისამართი)
მასზე, რომ მას გადაეცა საკუთრებაში -------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება და მისამართი)
მიწის ფართობი ----------------------------- კვ.მ. -----------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
საფუძველი ----------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს გადაწყვეტილების რეკვიზიტები)
მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად, ორი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს, რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ხოლო მესამე ინახება ჭიათურის მუნიციპალიტეტში. მოწმობა ძალაშია საკადასტრო აზომვით ნახაზთან, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმთან და მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც წარმოადგენს მოწმობის განუყოფელ ნაწილს.
გაცემის თარიღი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე --------------------------- --------------------------------
სახელი და გვარი“;
ზ) დადგენილებით დამტკიცებული №5 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„დანართი №5
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №
ეძლევა ---------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------- (მესაკუთრე და მისი მისამართი)
მასზე, რომ მას საკუთრებაში გადაეცა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულულების მიწის ნაკვეთი ფართობით ------------------------------------------------------------------------------------ კვმ. რომელიც მდებარეობს -------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ადგილმდებარეობა)
საფუძველი ---------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს გადაწყვეტილების რეკვიზიტები)
მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად, ორი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს, რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ხოლო მესამე ინახება ჭიათურის მუნიციპალიტეტში. მოწმობა ძალაშია საკადასტრო აზომვით ნახაზთან, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმთან და მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც წარმოადგენს მოწმობის განუყოფელ ნაწილს.
გაცემის თარიღი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე --------------------------- --------------------------------
სახელი და გვარი“.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. ჭუმბურიძე