საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი სამხედრო
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №509

1996 წლის 12 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების საქართველოს სახელმწოფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ

ქ. სენაკში 1996 წლის 6-7 აგვისტოს ჩატარებულ სამეთაურო-საშტაბო სასწავლო წვრთნაში აქტიური მონაწილეობისა და გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები დაჯილდოვდნენ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით:

ვახტანგ  გორგასლის II  ხარისხის ორდენით:

გუჯარ ყურაშვილი - გენერალ-მაიორი, სახმელეთო ჯარების სარდალი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

ვახტანგ  გორგასლის III  ხარისხის ორდენით:

დიჟონ ბარბაქაძე - პოლკოვნიკი, სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსი, სახმელეთო ჯარების სარდლის პირველი მოადგილე.

მედლით „მხედრული მამაცობისათვის“:

ავთანდილ ბერულავა - უფროსი ლეიტენანტი, სამხედრო-საჰაერო ძალების შვეულმფრენების საავიაციო პოლკის მფრინავ-შტურმანი;

ბესიკ მაისურაძე - ლეიტენანტი, სამხედრო ძალების ცალკეული საავიაციო სასწავლო ესკადრილიის მფრინავ-ინსტრუქტორი;

ავთანდილ კვარაცხელია - პოლკოვნიკი, მე-2 მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური;

ოლეგ ყურუა - კაპიტანი, მე-2 მოტომსროლელი ბრიგადის სადაზვერვო ასეულის მეთაური;

მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“:

დავით ბაშარაული - კაპიტანი, ახალციხის გარნიზონის სამხედრო ჰოსპიტლის უფროსი;

რევაზ გვრიტიშვილი - პოლკოვნიკი, კავშირგაბმულობის ჯარების სამმართველოს უფროსი;

ედემ ზარანდია - უფროსი ლეიტენანტი, მე-2 მოტომსროლელი ბრიგადის ჯავშანსატანკო სამსახურის უფროსი;

ზურაბ მეფარიშვილი - გენერალ-მაიორი, მთავარი შტაბის უფროსის პირველი მოადგილე.

ე. შევარდნაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“?
დიახ, სამართლებრივი აქტი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/108496/