,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №100
2004 წლის 8 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი და 35-ე მუხლის მე-7 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს“ დებულებას (სსმ III, 10.09.04წ., №99, მუხ. 849) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 მუხლი:
„მუხლი 13. გარდამავალი დებულებანი
1. შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების განხორციელებამდე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები,
გარდა ამ დებულების მე-5 მუხლში აღნიშნული სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა, არიან:
ა) საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური;
ბ) ფასების სახელმწიფო ინსპექცია.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები, გარდა ამ დებულების მე-6 მუხლში აღნიშნული სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა, არიან:
ა) საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო;
ბ) სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი (საქსტანდარტი);
გ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.“.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე”“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.11.2004.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე”“?
- „,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე”“ მიღებულია 08.11.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №100. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.10.003.000.099.
- სად არის „,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე”“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.11.2004 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე”“, №100, 08.11.2004, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.099 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.11.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/10852/