„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 25 ივნისის №53 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №101
2004 წლის 8 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 25 ივნისის №53 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 25 ივნისის №53 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 2004 წლის 28 ივნისი, №65, მუხ. 570) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:
ა) მინისტრის სამდივნო დეპარტამენტი;
ბ) ევროპის საქმეთა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტი;
გ) უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი;
დ) ამერიკის დეპარტამენტი;
ე) რუსეთის დეპარტამენტი;
ვ) რეგიონალური თანამშრომლობის დეპარტამენტი;
ზ) საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტი;
თ) აღმოსავლეთის საქმეთა დეპარტამენტი;
ი) საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობათა და დიასპორებთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
კ) საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტი;
ლ) პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი;
მ) დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი;
ნ) კადრების დეპარტამენტი;
ო) საკონსულო დეპარტამენტი;
პ) სამართლებრივ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
ჟ) საფინანსო სამსახური;
რ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური;
ს) ოფიციალურ კორესპონდენციაზე მუშაობისა და საორგანიზაციო საკითხების სამსახური;
ტ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების სამსახური;
უ) საერთაშორისო ორგანიზაციების სამმართველო.”.
2. დებულების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
1. უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი არის სამინისტროს სტუქტურული ქვედანაყოფი, რომლის მუშაობის მიმართულებები მოიცავს უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხების ფართო სპექტრს და ამ სფეროში სამინისტროს საქმიანობის კოორდინაციას.
2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის კოორდინირება;
ბ) ახალ საფრთხეებთან და გამოწვევებთან დაკავშირებულ გარემოებათა ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;
გ) უსაფრთხოების სფეროში უცხოეთის ქვეყნებთან ორმხრივ და მრავალმხრივ საფუძველზე თანამშრომლობა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში განიარაღებისა და შეიარაღების კონტროლის სფეროში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და მისიებთან, აგრეთვე საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებთან და მისიებთან აქტიური თანამშრომლობა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების, რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ წინადადებების მომზადება.”
3. დებულების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. რეგიონალური თანამშრომლობის დეპარტამენტი
1. რეგიონალური თანამშრომლობის დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და უკრაინის შიდა და საგარეო პოლიტიკის, სუუამ-ისა და დსთ-ის საწესდებო ორგანოებთან ურთიერთობის, სუუამ-ისა და დსთ-ის ფარგლებში მრავალმხრივი თანამშრომლობის შესწავლის საფუძველზე ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით.
2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სუუამ-ისა და დსთ-ის საწესდებო და სხვა ორგანოებში, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა მუშაობის წარმართვა;
ბ) საქართველოში უკრაინასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და სუუამ-ისა და დსთ-ის საწესდებო და სხვა ორგანოების წარმომადგენლებთან აქტიური თანამშრომლობა;
გ) უკრაინასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან საქართველოს ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
დ) სუუამ-ისა და დსთ-ის ფარგლებში საქართველოს თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
ე) უკრაინასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის წარმომადგენლების, ამ სახელმწიფოთა მეთაურებისა და მთავრობათა წარმომადგენლების საქართველოში ოფიციალურ და სხვა ვიზიტებთან დაკავშირებული მასალების მომზადება;
ვ) უკრაინასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, სუუამ-ისა და დსთ-ის ფარგლებში ხელმოსაწერი შეთანხმებების, კონვენციების, დეკლარაციებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების შემუშავება, მათ შესახებ წინადადებების, რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება;
ზ) სუუამ-ისა და დსთ-ის საწესდებო და სხვა ორგანოების და სამუშაო ჯგუფების სხდომათა მომზადების კოორდინაცია;
თ) სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების მიერ დავალებათა შესრულების კოორდინაცია, რომლებიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან და უკრაინასთან, აგრეთვე სუუამ-ისა და დსთ-ის საწესდებო ორგანოებთან, სუუამ-ისა და დსთ-ის ფარგლებში საქართველოს ურთიერთობის სფეროს განეკუთვნება;
ი) უკრაინისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, სუუამ-ისა და დსთ-ის ფარგლებში საერთაშორისო დოკუმენტების დადების, რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ წინადადებების მომზადება.”
4. დებულების 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 25. ოფიციალურ კორესპონდენციაზე მუშაობისა და საორგანიზაციო საკითხების სამსახური
1. ოფიციალურ კორესპონდენციაზე მუშაობისა და საორგანიზაციო საკითხების სამსახური არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც უზრუნველყოფს სამინისტროს ოფიციალურ კორესპონდენციაზე მუშაობის მართვას, რაც მოიცავს დოკუმენტთბრუნვის ორგანიზებას, დოკუმენტების საინფორმაციო-საძიებო სისტემების შექმნას, დავალებათა შესრულების კონტროლს და მასალების მომზადებას სამინისტროს არქივში გადასაცემად, აგრეთვე სამინისტროს ქვედანაყოფებსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შიდა ინფორმაციული წესრიგის უზრუნველყოფის კოორდინაციას.
2. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის სისტემატიზაცია და ინვენტარიზაცია, მისი ოპერატიული მიწოდება სამინისტროს ხელმძღვანელობისა და უშუალო შემსრულებლებისათვის, სამინისტროს ქვედანაყოფებსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შიდა ინფორმაციული წესრიგის უზრუნველყოფა და მისი დაცვა;
ბ) საქმისწარმოებით დასრულებული დოკუმენტაციის მიღება და აღრიცხვა, აგრეთვე მისი მომზადება და გადაცემა სამინისტროს არქივისათვის არსებული წესის თანახმად; სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში დოკუმენტების დაცვისა და საქმეთა გაფორმების კონტროლი, სამინისტროსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმეთა ნომენკლატურების შედგენა და დამტკიცებული ნომენკლატურის შესაბამისად საქმეთა ფორმირების შემოწმება;
გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებების, ბრძანებულებების, დავალებების, პრემიერ-მინისტრისა და სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ კონტროლზე აყვანილ დავალებათა დადგენილ ვადებში შესრულების კონტროლი, აგრეთვე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან მიღებული დოკუმენტების შესრულების კონტროლი;
დ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან კავშირის სისტემის (დიპლომატიური ფოსტა, ელექტრონული ფოსტა, საფაქსო კავშირი) სრულყოფა;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ქვედანაყოფების, აგრეთვე საქართველოს სხვა სამინისტროებსა და უწყებებთან სამინისტროს მუშაობის კოორდინაცია;
ვ) ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ წლიური ანგარიშების დადგენილ ვადაში წარმოდგენის კოორდინაცია და კონტროლი;
ზ) სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;
თ) სამინისტროს პროგრამული და ადმინისტრაციული მართვის სისტემების მოდერნიზაცია და მათთან დაკავშირებით უცხოეთის სახელმწიფოებთან და დონორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ტექნიკური დახმარებისა და თანამშრომლობის პროექტების შემუშავება;
ი) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა.”
5. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 251 მუხლი:
„მუხლი 251.საერთაშორისო ორგანიზაციების სამმართველო
1. საერთაშორისო ორგანიზაციების სამმართველო არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც უშუალოდ წარმართავს მუშაობას გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობების მიმართულებით და ამ მხრივ უზრუნველყოფს სამინისტროს ხელმძღვანელობას სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად.
2. საერთაშორისო ორგანიზაციების სამმართველოს ამოცანებია:
ა) საერთაშორისო ორგანიზაციებთან არსებულ საქართველოს წარმომადგენლობებთან და მისიებთან, აგრეთვე, საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებთან და მისიებთან მჭიდრო თანამშრომლობა, სათანადო ინსტრუქციების შემუშავება და ინფორმაციის გაცვლა;
ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქართველოს სხვა უწყებებისა და ორგანიზაციების ურთიერთობის კოორდინირება საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოს მიერ საერთაშორისო ასპარეზზე უფრო სრულყოფილი და მიზანმიმართული ღონისძიებების განსახორციელებლად სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
გ) საქართველოს ძირითადი პოლიტიკური პრიორიტეტებიდან, გაეროსა და ეუთოსთან ურთიერთობების საკვანძო მიმართულებებიდან გამომდინარე აფხაზეთისა და ქართულ-ოსური კონფლიქტების მოწესრიგებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა და ამ მიმართულებით სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია;
დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მიერ საწევრო შენატანებზე კონტროლის განხორციელება და საწევროების გადაუხდელობის გამო წარმოშობილი დავალიანებების დაფარვისათვის ხელშეწყობა, ამ მიზნით სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია;
ე) საზღვარგარეთის ქვეყნების მომართვის საფუძველზე, სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებთან შეთანხმებით, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მიერ მხარდასაჭერი კანდიდატურების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება.”
6. დებულების 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 26. საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების სამსახური
1. საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების სამსახური არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც წარმართავს სამინისტროში ბუღალტრულ აღრიცხვასა და ანგარიშგებას.
2. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოება;
ბ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით, დამტკიცებული გეგმის ფარგლებში, საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენობათა და საკონსულო დაწესებულებათა დაფინანსების ორგანიზება;
გ) საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებიდან საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის პერიოდული საბუღალტრო აღრიცხვა, ანგარიშგებების (ბალანსების) მიღება, ნაერთი ანგარიშგების შედგენა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილ ვადებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;
დ) საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენობათა და საკონსულო დაწესებულებათა საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებათა ანალიზისა და კონტროლის განხორციელება და ამ დაწესებულებათა საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების მდგომარეობის შესწავლა;”.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია