⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.12.2004)
გაუქმებულია:

„საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №136 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 09.09.2004
ძალის დაკარგვა 10.12.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №378
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 98, 09/09/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,010 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.09.2004 მიღება
10.12.2004 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №136 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:612.1pt 792.1pt; margin:49.5pt 49.6pt 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №378 2004 წლის 9 სექტემბერი ქ. თბილისი „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №136 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის საქმიანობის სრულყოფის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის თანდართული დებულება. 2. „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №136 ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის დებულება ჩაითვალოს ძალადაკარგულად. 3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (კ. ბენდუქიძე) და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ლ. ჭიპაშვილი) უმოკლეს დროში უზრუნველყონ შესაბამისი ქონების გადაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრისათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით. მ. სააკაშვილი საჯარო-სამართლის იურიდიული პირის – სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს დებულება განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიზნებს, მის სტრუქტურასა და საქმიანობის წესს. 2. ცენტრი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. 3. ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული და ამ დებულებით განსაზღვრული საქმიანობა. 4. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.     მუხლი 2🔗. ცენტრის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი 5. ცენტრის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის, ფსიქიატრიული ექსპერტიზისა და ნარკოლოგიური ექსპერტიზის პროფილის ყველა დაწესებულებას გაუწიოს ორგანიზაციულ-მეთოდური დახმარება, აწარმოოს ჩატარებული ექსპერტიზის მონიტორინგი და სტატისტიკური ანალიზი. საკუთარ ქვედანაყოფებში ორგანიზაცია გაუწიოს და ფუნქციურად შეასრულოს მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებში მითითებული საქმიანობა. 6. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ხაზით ცენტრის საქმიანობაა კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) გვამების გამოკვლევა; ბ) ცოცხალ პირთა გამოკვლევა; გ) ნივთმტკიცებათა გამოკვლევა; დ) ექსპერტიზა სამედიცინო დოკუმენტებით; ე) ექსპერტიზა საქმის მასალებით; ვ) სამედიცინო კრიმინალური ექსპერტიზა; ზ) სასამართლო-ქიმიური გამოკვლევა და ექსპერტიზა; თ) სასამართლო-ბიოლოგიური გამოკვლევა და ექსპერტიზა; ი) სასამართლო-ჰისტოლოგიური გამოკვლევა და ექსპერტიზა; კ) სასამართლო-ბიოქიმიური გამოკვლევა და ექსპერტიზა; ლ) სასამართლო-ქიმიო-ტოქსიკოლოგიული გამოკვლევა და ექსპერტიზა. 7. ფსიქიატრიული ექსპერტიზის ხაზით ცენტრის საქმიანობაა: ა) შერაცხადობის განსაზღვრა; ბ) ქმედუნარიანობის განსაზღვრა; გ) ფსიქიატრიული შემოწმება. 8. ნარკოლოგიური ექსპერტიზის ხაზით ცენტრის საქმიანობაა: ა) ფსიქოაქტიური ნივთიერებების (ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, ალკოჰოლის) მიღების ფაქტის კლინიკური და ლაბორატორიული დადგენა; ბ) სასამართლო-ნარკოლოგიური ექსპერტიზა; გ) ნარკოლოგიური შემოწმება.     მუხლი 3🔗. მართვა და წარმომადგენლობა 9. ცენტრის მართვას ახორციელებს გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. 10. ცენტრის გენერალური დირექტორი: ა) წარმოადგენს ცენტრს სხვა პირებთან ურთიერთობაში; ბ) ხელმძღვანელობს ცენტრის აპარატს, უზრუნველყოფს ცენტრის მუშაობის ორგანიზაციასა და მართვას; გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს ცენტრის სტრუქტურას, საშტატო ნუსხას, თანამდებობრივ განაკვეთებსა და ხარჯთა ნუსხას; დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, დებს შრომით ხელშეკრულებებს, კანონმდებლობის შესაბამისად წყვეტს მათი დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საკითხებს; ე) გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს, ანაწილებს ფუნქციებსა და მოვალეობებს ცენტრის მუშაკებს შორის, ამტკიცებს შრომის შინაგანაწესსა და თანამშრომელთა თანამდებობრივ ფუნქციებს; ვ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას. 11. გენერალურ დირექტორს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან შეთანხმებით. 12. მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს გენერალური დირექტორი. 13. თითოეული მოადგილე იმავე დროს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი. 14. პერსპექტიული და მიმდინარე პრობლემების განხილვის, დაგეგმვის, ერთიანი პოლიტიკის გატარების, სამამულო და უცხოური მეცნიერებისა და ტექნიკის უახლესი მიღწევების გამოყენებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავების, სასწავლო და მეთოდური დახმარების პროგრამების დამტკიცების მიზნით ცენტრში იქმნება სათათბირო ორგანო, მეთოდური საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან გენერალური დირექტორი, მოადგილეები, სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები, ცენტრის წამყვანი და მოწვეული სპეციალისტები. საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს და ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი.     მუხლი 4🔗. ცენტრის სტრუქტურა 15. ცენტრი შედგება შემდეგი ძირითადი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან: ა) ცენტრის აპარატი; ბ) სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიურო; გ) ფსიქიატრიული ექსპერტიზის ბიურო; დ) ნარკოლოგიური ექსპერტიზის ბიურო; ე) საექსპერტო ლაბორატორია. 16. ბიუროების შემადგენლობაში გენერალური დირექტორის მიერ იქმნება შესაბამისი საექსპერტო კომისიები. 17. ბიუროების, საექსპერტო ლაბორატორიისა და ცენტრის საქმიანობის უზრუნველსაყოფად გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით იქმნება სტრუქტურული ქვედანაყოფები.     მუხლი 5🔗. ცენტრის ფინანსები 18. ცენტრის შემოსავლის წყაროებია: ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული სახსრები; დ) იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანხები; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 19. ცენტრი უფლებამოსილია თავისი მიზნების განსახორციელებლად კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა.     მუხლი 6🔗. სახელმწიფო კონტროლი 20. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ცენტრის სახელმწიფო კონტროლის, მისი საბუღალტრო ანგარიშგებისა და ქონების შეძენისა და გასხვისების წესი განისაზღვრება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 21. ცენტრის საქმიანობის შესამოწმებლად დამოუკიდებელ აუდიტორს ნიშნავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.     მუხლი 7🔗. ცენტრის ლიკვიდაცია და დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი 22. ცენტრის ლიკვიდაცია ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. 23. ცენტრის დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.