შეთანხმება - საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.016007
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 6, 08/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ

 

  საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში წოდებული როგორც მონაწილე მხარეები,

  ისწრაფვიან რა, თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობის საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკისა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრობლობის განვითარებისკენ,

  გამომდინარე თითოეული ქვეყნის სუვერენული უფლებიდან, გაატაროს დამოუკიდებელი საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკა,

  განზრახული აქვთ რა, ხელი შეუწყონ ურთიერთსარგებლიანობის, კოოპერაციული კავშირებისა და თანამშროლობის განვითარების საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკისა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური პოტენციალის ზრდას,

  ადასტურებენ რა თავიანთ განზრახვას თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის განვითარების თაობაზე,

  აღიარებენ რა, რომ საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება მოითხოვს ურთიერთშეთანხმებული ზომების განხორციელებას,

  ადასტურებენ რა საქართველოს რესპუბლიკისა და უზბეკეთის რესპუბლიკის მიერ ტარიფებისა და ვაჭრობის გენერალური შეთანხმების ( GATT) და მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის (WTO ) პრინციპების ერთგულებას,

შეთანხმდნენ შემდგეზე:

 

    მუხლი 1

1. მონაწილე მხარეები ანიჭებენ ერთმანეთს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს.

მონაწილე მხარეები არ გამოიყენებენ საექსპორტო და/ან საიმპორტო საბაჟო გადასახადებს, ბეგარასა და მოსაკრებლებს, რომლებსაც ეკვივალენტური ძალა აქვთ, რაოდენობრივ შეზღუდვებს იმ საქონელზე, რომელიც წარმოშობილია ერთ-ერთი მონაწილე მხარის საბაჟო ტერიტორიიდან და განკუთვნილია მეორე მონაწილე მხარის საბაჟო ტერიტორიისათვის, გამონაკლისი ამ სავაჭრო რეჟიმიდან საქონლის შეთანხმებულ ნომენკლატურაზე ფორმდება დოკუმენტებით. რომლებიც წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

2. არსებული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე მხარეები ყოველწლიურად შეიმუშავებენ და ათანხმებენ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმიდან საერთო გამონაკლისების ნუსხას, აგრეთვე, ამ გამონაკლისების გამოყენების მეთოდებს.

3. ამ შეთანხმების მიზნებისათვის და მისი მოქმედების პერიოდის განმავლობაში მონაწილე მხარეთა ტერიტორიაზე წარმოშობილი საქონლის ქვეშ იგულისხმება საქონელი, რომელიც განსაზღვრულია დამოუკიდებელი სახელმწიფოს თანამეგობრობის მთავრობებსა და მეთაურთა საბჭოს 1993 წლის     24 სექტემბრის გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესებით.

    მუხლი 2

თითოეული მონაწილე მხარე არ განახორციელებს:

მეორე მონაწილე მხარის საქონლის, რომელზეც ვრცელდება ეს შეთანხმება, პირდაპირი ან არაპირდაპირი დაბეგვრის შიდა გადასახადებით ან მოსაკრებლებით, რომლებიც აღემატება იმ შესაბამის გადასახადებს ან მოსაკრებლებს, რითაც იბეგრება შიდა წარმოების ანალოგიური საქონელი ან მესამე ქვეყნებში წარმოებული საქონელი;

– იმ საქონლის იმპორტსა და ექსპორტზე, რომლებზედაც ვრცელდება ეს შეთანხმება, რაიმე სპეციალური შეზღუდვებისა და მოთხოვნების შემოღებას, რომლებიც ანალოგიურ სიტუაციაში არ გამოიყენება შიდა წარმოების ანალოგიური საქონლის ან მესამე ქვეყნიდან წარმოშობილ საქონლის მიმართ;

– მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე წარმოშობილი საქონლის დასაწყობების, გადატვირთვის, შენახვის, გადაზიდვის, აგრეთვე ანგარიშსწორებისა და გადარიცხვის მიმართ განსხვავებული წესების გამოყენებას, ვიდრე ისინი, რომლებიც ანალოგიურ შემთხვევაში გამოიყენება საკუთარი საქონლის ან მესამე ქვეყნიდან წარმოშობილი საქონლის მიმართ.

    მუხლი 3

მონაწილე მხარეები ურთიერთვაჭრობაში თავს შეიკავებენ მეორე მონაწილე მხარის მიმართ დისკრიმინაციული ზომების გატარებისგან, ამ შეთანხმების ფარგლებში საქონლის ექსპორტის და/ან იმპორტის მიმართ რაოდენობრივი შეზღუდვების ან ეკვივალენტური ღონისძიებებისგან.

მხარეებს შეუძლიათ ცალმხრივად დაადგინონ რაოდენობრივი ან სხვა სპეციალური შეზღუდვები მხოლოდ გონივრულ ფარგლებში და მკაცრად განსაზღვრული ვადით.

 აღნიშნული შეზღუდვები უნდა ატარებდნენ განსაკუთრებულ ხასიათს და შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ  CATT/WTO-ს ფარგებში მიღებული შეთანხმებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

მონაწილე მხარე, რომელიც იყენებს რაოდენობრივ შეზღუდვებს ამ მუხლის შესაბამისად, შეძლებისდაგვარად წინასწარ წარმოადგენს მეორე მონაწილე მხარეს ამომწურავ ინფორმაციას აღნიშნული შეზღუდვების ძირითადი მიზეზების, ფორმებისა და გამოყენების შესაძლო ვადების შესახებ, რის შემდეგაც ინიშნება კონსულტაციები.

 

    მუხლი 4

შეთანხმება არ ეწინააღმდეგება მონაწილე მხარეების უფლებას, ცალმხრივად მიიღოს საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების საერთაშორისო პრაქტიკაში საყოველთაოდ აღიარებული სახელმწიფო რეგულირების ზომები, რომლებსაც თვლის აუცილებლად თავისი სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად ან რომლებიც აუცილებელია საერთაშორისო ხელშკრულების შესრულებისათვის, რომლის მონაწილე ის არის ან განზრახული აქვს გახდეს, თუ ეს ეხება:

ხალხის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას;

გარემოს, ცხოველების და მეცენარეების დაცვას;

საზოგადოებრივი წესრიგისა და საზოგადოების მორალის დაცვას;

ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას;

იარაღით, ტყვია-წამალითა და სამხედრო ტექნიკით ვაჭრობას;

ბირთვული მასალის და რადიოაქტიური ნივთირებების წყაროების მიწოდებასა და რადიაქტიური ნარჩენების უტილიზაციას;

ოქროთი, ვერცხლით ან სხვა ძვირფასი ლითონებით ან ქვებით ვაჭრობას;

აღუდგენადი ბუნებრივი რესურსების შენახვას;

სააგნარიშსწორებო ბალანსის დარღვევას;

საექსპორტო პროდუქციის შეზღუდვას, რომლის ფასი შიდა ბაზარზე მხარდამჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელების შედეგად დაბალია მსოფლიო ფასთან შედარებით;

საწარმოო და ინტელექტუალური საკუთრების დაცვას;

ეროვნული სიმდიდრის დაცვას;

ზომებს, რომლებიც გამოიყენება საომარი მოქმედებების დროს ან საერთაშორისო ურთიერთობების სხვა განსაკუთრებულ შემთხვევებში;

მოქმედებებს იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რომლებიც ეყრდნობა გაეროს წესდებას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

მონაწილე მხარე, რომელიც გამოიყენებს ასეთ ზომებს ამ მუხლის შესაბამისად, შეძლებისდაგვარად წინასწარ წარუდგენს მეორე მონაწილე მხარეს ამომწურავ ინფორმაციას აღნიშნული შეზღუდვების შემოღების ძირითადი მიზეზების, ფორმებისა და გამოყენების შესაძლო ვადების შესახებ, რის შემდეგაც ინიშნება კონსულტაციები.

    მუხლი 5

მონაწილე მხარეებს შორის ყოველი ანგარიშგება და აგნარიშსწორება სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მიხედვით შეთანხმებული იქნება ცალკეული ბანკთაშორისი შეთანხმებით.

    მუხლი 6

მონაწილე მხარეები რეგულარულ საფუძველზე გაცვლიან ინფორმაციას, რომლებიც დაკავშირებულია საგარეო-ეკონომიკური კავშირების შიგა სამართლებრივ რეგულირებასთან, მათ შორის, ვაჭრობის საკითხებში ინვესტიციები, დაბეგვრის, საბანკო და სადაზღვევო საქმიანობის და სხვა საფინანსო მომსახურების, სატრანსპოერტო და საბაჟო საკითხებში, საბაჟო სტატისტიკის ჩათვლით, რომელიც ეხება მონაწილე მხარეებს.

მონაწილე მხარეები დაუყოვნებლივ აცნობებენ ერთმანეთს ეროვნულ კანონმდებლობაში იმ ცვლილებების შესახებ, რომელბსაც შეუძლიათ იმოქმედონ ამ შეთანხმების შესრულებაზე.

მონაწილე მხარეების უფლებამოსილი ორგანოები შეათანხმებენ ასეთი ინფორმაციის გაცვლის წესებს.

ამ მუხლის დებულებანი:

არ იქნება განმარტებული ისე, თითქოს ისინი ვალდებულებას აკისრებენ ნებისმიერი შეთანხმებული მხარის კომპეტენტურ ორგანოებს წარმოადგენონ ის ინფორმაცია, რომლის გადაცემა არ შეიძლება კანონმდებლობით ან ერთ-ერთი შეთანხმებული მხარის ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკის მსვლელობისას;

არ წარმოადგენენ იმ ინფორმაციას, რომელიც გახსნიდა როემლიმე სავაჭრო, სამეწარმეო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას.

    მუხლი 7

მონაწილე მხარეები ამ შეთანხმების მიზნებთან შეუთავსებლად მიიჩნევენ არაკეთილსინდისიერ საქმიან პრაქტიკას და ვალდებულებას იღებენ არ დაუშვან მისი შემდეგი მეთოდები:

– ხელშეკრულებები საწარმოებს შორის, საწარმოთაშორისი გაერთიანებებით მიღებული გადაწყვეტილებები და საქმიანი პრაქტიკის საერთო მეთოდები, რომლებიც მიზნად ისახავენ ხელი შეუშალონ ან შეზღუდონ კონკურენცია, ან დაარღვიონ მისი პირობები მონაწილე მხარეთა ტერიტორიებზე;

– მოქმედებები, რომელთა მეშვეობით ერთი ან რამდენიმე საწარმო თავისი დომინირებული მდგომარეობის გამოყენებით ზღუდავს კონკურენციას მონაწილე მხარეების მთლიან ტერიტორიებზე ან მნიშვნელოვან ნაწილზე.

    მუხლი 8

ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების სატარიფო და არასატარიფო რეგულირების განხორციელებისას, სტატისტიკური ინფორმაციის გაცვლისას და საბაჟო პროცედურების გატარებისას, მონაწილე ქვეყნები გამოიყენებენ ერთიან ცხრანიშნა სავაჭრო ნომენკლატურას, რომელიც დაფუძნებულია საქონლის აღწერასა და კოდირების ჰარმონიზირებულ სისტემაზე და ევროკავშირის კომბინირებულ სატარიფო-სტატისტიკურ ნომენკლატურაზე. ამასთანავე, მონაწილე მხარეები საკუთარი საჭიროებისათვის აუცილებლობის შემთხვევაში განახორციელებენ სასაქონლო ნემენკლატურის გაფორმებას ცხრანიშნიანი განზომილების ფარგლებს გარეთაც.

სავაჭრო ნომენკლატურის საეტალონო პირი შემოღება ხორციელდება ურთიერთშეთანხმებების საფუძველზე შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებული წარმოამდგენლობების მეშვეობით.

    მუხლი 9

მონაწილე მხარეები თანახმანი არიან მასზედ, რომ თავისუფალი ტრანზიტის პრინციპის დაცვა წარმოადგენს ამ შეთანხმების მიზნების მიღწევის უმთავრეს პირობას და საერთაშორისო შრომის განაწილებისა და კოოპერირების სისტემაში მათი ჩართვის არსებით ელემენტს.

ამასთან დაკავშირებით, ყოველი მონაწილე მხარე უზრუნველყოფს თავის ტერიტორიაზე დაუბრკოლებრივ ტრანზიტს მეორე მონაწილე მხარის და/ან მესამე ქვეყნების საბაჟო ტერიტორიიდან წარმოშობილი საქონლისათვის, რომელიც განკუთვნილია მეორე მონაწილე მხარის ან ნებისმიერი მესამე ქვეყნის საბაჟო ტერიტორიისათვის და სთავაზობს ექსპორტიორებს, იმპორტიორებს და გადამზიდებს ყველა არსებულ და ტრანზიტის უზრუნველსაყოფად აუცილებელ საშუალებებსა და მომსახურებას, ისეთივე პირობებზე, რომლებზეც იგივე მომსახურება და საშუალებები ენიჭება საკუთარ ან ნებისმიერ მესამე ქვეყნის ექსპორტიორებს, იმპორტიორებს და გადამზიდებს.

მონაწილე მხარეთა ტერიტორიაზე ტვირთების გავლის წესი და პირობები რეგულირდება გადაზიდვათა საერთაშორისო წესების შესაბამისად.

    მუხლი 10

არც ერთი მონაწილე მხარე არ დაუშვებს საქონლის არასანქცირებულ რეექსპორტს, თუ ამ საქონლის ექსპორტის მიმართ მეორე მონაწილე მხარე, საიდანაც წარმოშობილია ეს საქონელი, იღებს სახელმწიფო რეგულირების ზომებს. მონაწილე მხარეები განსაზღვრავენ იმ საქონლის ნუსხას, რომელზეც იკრძალება არასანქცინირებული რეექსპორტი, აგრეთვე, გაუცვლიან ერთმანეთა იმ საქონლის ნუსხას, რომელზეც გამოიყენება სახელმწიფო რეგულირების ზომები.

ასეთი საქონლის რეექსპორტი მესამე ქვეყნებში შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ წერილობითი თანხმობით და იმ პირობებზე გათვალისწინებით, რომელთაც განსაზღვრავენ იმ სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანო, რომელიც წარმოადგენს საქონლის წარმოშობის ქვეყანას.

 

    მუხლი 11

მესამე ქვეყნების მიმართ საექსპორტო კონტროლის შეთანხმებული პოლიტიკის გაატრების მიზნით მონაწილე მხარეები რეგულარულად ჩაატარებენ კონსულტაციებს და მიიღებენ ურთიერთშეთანხმებულ ზომებს საექსპორტო კონტროლის ეფექტური სისტემის შესაქმნელად.

    მუხლი 12

არაფერი არსებულ შეთანხმებაში არ უკრძალვას მონაწილე მხარეებს დაამყარონ ურთიერთობები მესამე ქვეყნებთან, შეარულონ მათზე დაკისრებული ვალდებულებანი რომელიმე სხვა საერთაშორისო შეთანხმების შესაბამისად, რომლის მონაწილე არის ან შეიძლება იყოს ეს მონაწილე მხარე, იმ პირობით, თუ ეს ვალდებულებანი არ ეწინააღმდეგება არსებული შეთანხმების დებულებებსა და მიზნებს.

    მუხლი 13

დავები მონაწილე მხარეთა შორის ამ შეთანხმების დებულებების გამოყენებასა და განმარტებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილი იქნება მოლაპარაკებების გზით.

მონაწილე მხარეები ეცდებიან მოერიდონ კონფლიქტურ სიტუაციებს ურთიერთვაჭრობის დროს.

მონაწილე მხარეები განსაზღვრავენ, რომ ორივე სახელმწიფოს სამეურნეო სუბიექტებს შორის კომერციული კონტრაქტებისა და გარიგებების განმარტებისა და შესრულების შედეგად წარმოქმნილი პრეტენზიები და დავები, იმ შემთვევაში, თუ შეუძლებელი იქნება მათი გადაწყვეტა კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმების გზით და თუ არ არის განსაზღვრული სხვა რამ, როგორც წესი შეადგენენ საარბიტრაჟო სასამართლოების (მუდმივი ან  (ad hoc) განსაკუთრებულ კომპენსაციას, რომლებიც შეიქმნება მონაწილე მხარეების სახელმწიფოთა ტერიტორიაზე ან მესამე ქვეყნების ტერიტორიაზე, რომელსაც განსაზღვრავენ კონტრაქტის ხელმომწერი მხარეები.

თითოეული მონაწილე მხარე უზრუნველყოფს, რომ მისი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებობდეს ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართლის ნორმებთან შესაბამისობაში მყოფი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და სისრულეში მოყვანის ეფექტური საშუალებანი.

    მუხლი 14

ამ შეთანხმების რეალიზაციისა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის სრულყოფისათვის რეკომენდაციების გამოსამუშავებლად მონაწილე მხარეები შეთანხმდნენ დააფუძნონ ერთობლივი საქართველო-უზბეკეთის კომისია.

    მუხლი 15

მონაწილე მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ თითოეულ ქვეყანას შეუძლია დაარსოს სავაჭრო-ეკონომიკური წარმოამდგენლობები მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე, თითოეული მონაწილე მხარის სახელმწიფო კანონმდებლობის შესაბამისად.

 

    მუხლი 16

აუცილებლობის შემთხვევაში ამ შეთანხმებაში მონაწილე მხარეთა თანხმობით შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები ან დამატებები.

    მუხლი 17

ეს შეთანხმება ძალაში შედის მონაწილე მხარეების მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი ყველა ფორმალობის შესრულების შესახებ საბოლოო წერილობითი შეტყობინების თარიღიდან.

შეთანხმება კარგავს ძალას ერთ-ერთი მონაწილე მხარის მიერ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის განზრახვის შესახებ წერილობითი შეტყობინების თარიღიდან თორმეტი თვის გასვლის შემდეგ.

ამ შეთანხმების შეწყვეტის შემთხვევაში მისი დებულებები გამოყენებული იქნება ორივე მონაწილე მხარის სამეურნეო საქმიანობის სუბიექტების კონტრაქტების მიმართ, რომლებიც დადებულ იქნა, მაგრამ არ იქნა შესრულებული მისი მოქმედების პერიოდში, მათ საბოლოო შესრულებამდე, მაგრამ არა უმეტეს ხუთი წლისა.

 

შესრულებულია ტაშკენტში, 1995 წლის 4 სექტემბერს ორ პირად, ქართულ, უზბეკურ და რუსულ ენებზე, ამასთანავე, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.

ამ შეთანხმების განმარტების მიზნით გამოიყენება ტექსტი რუსულ ენაზე.

 

საქართველოს რესპუბლიკის                   უზბეკეთის რესპუბლიკის

მთავრობის სახელით                                მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)                                               (ხელმოწერილია)