,,ეროვნული თანხმობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, რეგიონალური პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის შესახებ”
მიღების თარიღი 17.12.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №116
სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.10.003.000.115
გამოქვეყნების წყარო სსმ, 150, 21/12/2004
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.12.2004 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
,,ეროვნული თანხმობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, რეგიონალური პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:70.9pt 70.9pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №116
2004 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
ეროვნული თანხმობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, რეგიონალური პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ,,საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობების შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №61 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 17 დეკემბრის №597 ბრძანებულების შესრულების მიზნით:
1. ლიკვიდირებულ იქნეს ეროვნული თანხმობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რეგიონალური პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
2. შეიქმნას ამ დადგენილების პირველ პუნქტში მითითებულ დაწესებულებათა სალიკვიდაციო კომისია (შემდგომში – კომისია) საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის პ. მამრაძის ხელმძღვანელობით.
3. კომისიამ უზრუნველყოს ზემოაღნიშნული სახელმწიფო მინისტრების აპარატების ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა და დებიტორულ და კრედიტორულ დავალიანებათა სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. კომისიამ თავისი საქმიანობა განახორციელოს მისთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2005 წლის 18 იანვრისა.
5. დადგენილების პირველ პუნქტში მითითებული სახელმწიფო მინისტრების აპარატების საჯარო მოსამსახურეთა მიმართ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 93-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილება განახორციელოს კომისიის თავმჯდომარემ. ამ პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი გაფრთხილების ვადების დაცვით.
6. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ერთ კვირაში წარმოადგინონ აპარატების დებულებები და საშტატო ნუსხა.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია