⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (29.09.2014)
გაუქმებულია:

სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.11.2010
ძალის დაკარგვა 29.09.2014
გამომცემი ორგანო სამტრედიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016008
გამოქვეყნების წყარო სსმ, 53, 18/11/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,208 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.11.2010 მიღება
29.09.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Cambria; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {mso-style-link:"Heading 1 Char"; margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Cambria","serif"; color:#365F91;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.Heading1Char {mso-style-name:"Heading 1 Char"; mso-style-link:"Heading 1"; font-family:"Cambria","serif"; color:#365F91; font-weight:bold;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება № 23 2010 წლის 4 ნოემბერი ქ. სამტრედია სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,     მუხლი 1🔗 დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის დებულება (დანართი №1).     მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 24 ივლისის №29 დადგენილება.     მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე                          ა. ჯვარშეიშვილი დანართი №1  სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის დებულება     მუხლი 1🔗. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახური 1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახური (შემდგომში – საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახური) იქმნება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების შესაბამისად. 2. საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახური არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებას და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას. 3. საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 4. საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.     მუხლი 2🔗. საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის სტრუქტურა 1. საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან. 2. საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილება; ბ) საფინანსო ზედამხედველობის განყოფილება. 3. საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4. საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 6. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით. 7. საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება და საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და გამგეობის დებულების შესაბამისად.     მუხლი 3🔗. საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის საჯარო მოხელეები 1. საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის საჯარო მოხელეებია: ა) სამსახურის უფროსი; ბ) განყოფილების უფროსები; გ) მთავარი სპეციალისტი; დ) წამყვანი სპეციალისტი; ე) უფროსი სპეციალისტი; ვ) სპეციალისტი.     მუხლი 4🔗. საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის ფუნქციები საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საჭირო სამუშაოების ორგანიზებას; ბ) მუნიციპალური პროგრამების პროექტების საფინანსო გაანგარიშებასა და დასაბუთებას; გ) მუნიციპალური სამსახურების, ტერიტორიული ორგანოების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას; დ) საჭირო ინფორმაციის დამუშავებასა და წინადადებების მომზადებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გათანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების გასაანგარიშებლად; ე) ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შესახებ წინადადებების მომზადებას; ვ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირებას, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; ზ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენას; თ) წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის თაობაზე; ი) დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამგეობაში შემოსულ შენიშვნებსა და წინადადებებზე; კ) საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას; ლ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალებისა და თვეების მიხედვით; მ) საფინანსო ზედამხედველობას მიღებული ბიუჯეტის შესრულებაზე; ნ) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებასა და გაანალიზებას, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; ო) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ; პ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას; ჟ) ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის ანალიზს, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; რ) მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას ბიუჯეტის შესრულების შესახებ; ს) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სამსახურის სხვა ფუნქციების განხორციელებას.     მუხლი 5🔗. საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილების ფუნქციები საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას; ბ) ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას, ანალიზს, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; გ) წლის ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით; დ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის შესახებ; ე) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება-გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ; ვ) მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშებას, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; ზ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირებას; თ) საჭირო ინფორმაციის შეკრებასა და დამუშავებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოთანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების მოცულობათა გასაანგარიშებლად; ი) წინადადებების მომზადებას ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ოდენობის თაობაზე; კ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალებისა და თვეების მიხედვით; ლ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.     მუხლი 6🔗. საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის საფინანსო ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციები საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის საფინანსო ზედამხედველობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებას, გაანალიზებას და შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; ბ) ადგილობრივი გადასახადების შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნასა და განახლებას; გ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას; დ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ გაწეული ხარჯების მიზნობრიობის, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის შეფასებას, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; ე) ადგილობრივი ბიუჯეტის საკასო შესრულებაზე ზედამხედველობას; ვ) მუნიციპალური პროგრამების საფინანსო მონიტორინგს; ზ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას; თ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.     მუხლი 7🔗. საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის რეორგანიზაცია საფინანსო-საბიუჯეტო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის რეორგანიზაცია და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.