„წალკის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონების სარგებლობის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ" წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№27
სარეგისტრაციო კოდი
040110030.35.155.016004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 52, 17/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №27

2010 წლის 8 ნოემბერი

ქ. წალკა

 „წალკის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონების სარგებლობის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №25 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

„წალკის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონების სარგებლობის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №25 დადგენილების პრემბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის მე-13 პუნქტის, 194 მუხლის მე-2 პუნქტის და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად“.

    მუხლი 2.

„წალკის თვითმმართელი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის“ (დანართი 1) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. „წალკის თვითმმართველი ერთეული ქონების აუქციონის წესით პრივატიზების/სარგებლობის უფლებით გადაცემისას გამყიდველის/მესაკუთრის და მყიდველის/მოსარგებლის მიერ ხელმოწერილი ოქმი არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, რომელიც ადასტურებს, რომ ოქმით გათვალისწინებული ქმედება განხორციელდება და შეიცავს წალკის თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების/სარგებლობის უფლებით გადაცემის ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს.“.

2. „წალკის თვითმმართელი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ოქმით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად გამყიდველს/მესაკუთრეს და მყიდველს/მოსარგებლეს შორის, საკრებულოს თანხმობით, ფორმდება წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც იდება აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს სამი თვისა. ხელშეკრულებაში შეტანილი უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:

ა) ცნობები გამყიდველისა/მესაკუთრისა და მყიდველის/მოსარგებლის შესახებ;

ბ) შეძენილი/სარგებლობით გადაცემული ქონების დასახელება და მისამართი;

გ) წალკის თვითმმართველი ერთეულის ქონების ნასყიდობის/სარგებლობის ფასი;

დ) პირობებიდან გამომდინარე, მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;

ე) სხვა მონაცემები გამოცხადებული აუქციონის პირობების გათვალისწინებით.

    მუხლი 3

„წალკის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის (დანართი 1) მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პრივატიზებულ, წალკის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ, ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.“.

    მუხლი 4.

 პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (დანართი 3) მე-8 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „ხელშეკრულება“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ოქმის მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ გადაცემული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით, ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს.“.

    მუხლი 5

„პირობებით გამოცხადებულ აუქციონში სარგებლობის უფლებით (იჯარა, აღნაგობა, უზუფრუქტი და სხვა) გადაცემის შესახებ გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის“ (დანართი 4) პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა ხელშეკრულება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წინამდებარე ოქმი გაიცა --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

აუქციონში გამარჯვებული (მოსარგებლე) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ იურიდიული პირის სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები.“.

    მუხლი 6

„პირობებით გამოცხადებულ აუქციონში სარგებლობის (იჯარა, აღნაგობა, უზუფრუქტი და სხვა) გადაცემის შესახებ გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის“ (დანართი 4) მე-3 პუნქტში ფორმულირება: „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის“ შეიცვალოს ფორმულირებით: „წალკის თვითმმართველი ერთეულის“, იმავე პუნქტში ტერმინი „სამეწარმეო რეესტრი“ შეიცვალოს ტერმინით „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შემდგომში სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით წალკის თვითმმართველი ერთეულის ქონების სააუქციონო კომისიის მიერ 201 ---- წლის „–––––“ --------------------------- მოწყობილ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის

 

 ---------------------------- (----------------------------------------------) ლარი

             ციფრებით                                               სიტყვიერად

 

საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მოსარგებლე) და მას „წალკის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელ მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ” წალკის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონების სარგებლობის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ „წალკის თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, სარგებლობაში გადაეცა წალკის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები საჯარო რეესტრიდან ან/და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- შემდგომში ქონება-------------------------------------- ვადით “.

    მუხლი 7

„პირობებით გამოცხადებულ აუქციონში სარგებლობის უფლებით (იჯარა, აღნაგობა, უზუფრუქტი და სხვა) გადაცემის შესახებ გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის“ (დანართი 4) მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში სიტყვა „მყიდველის“ შეიცვალოს სიტყვით „მოსარგებლის“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მოსარგებლის მიერ ოქმის სხვა პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%-ს“.

    მუხლი 8

საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით საკრებულოს დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება.

    მუხლი 9

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება ძალაში შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე       დ. მაჩიტიძე