საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 09.11.2010
ძალის დაკარგვა 05.09.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
ნომერი №12/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.037.016001
გამოქვეყნების წყარო სსმ, 149, 15/11/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 4 აქტით
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 20.02.2020
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 01.08.2018
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 03.01.2017
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 12.01.2015
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:"Lucida Console"; panose-1:2 11 6 9 4 5 4 2 2 4;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {mso-style-link:"Body Text 2 Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:30.0pt; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:13.0pt; font-family:"Lucida Console"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-top:5.0pt; margin-right:0in; margin-bottom:5.0pt; margin-left:0in; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.BodyText2Char {mso-style-name:"Body Text 2 Char"; mso-style-link:"Body Text 2"; font-family:"Lucida Console"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:40.5pt 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
მინისტრის ბრძანება №12/ნ
2010 წლის 9 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების” მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „კ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. ნიკოლაიშვილი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შიდა აუდიტის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, უფლებამოსილებას, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. დეპარტამენტი ექვემდებარება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს (შემდგომში – მინისტრი) და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
3. დაუშვებელია სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეების კანონით გაუთვალისწინებელი ჩარევა დეპარტამეტის და დეპარტამენტში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების საქმიანობაში.
4. დეპარტამეტი საქმიანობას წარმართავს კანონიერების, მიუკერძოებლობის, ადამიანის უფლებების, პატივისა და ღირსების, საჯაროობისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვით.
5. დეპარტამენტი, ,,სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ” საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოქმედებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან (შემდგომში – ცენტრი) კოორდინირებულად.
მუხლი 2🔗. დეპარტამეტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
დეპარამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ,,სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შისახებ” საქართველოს კანონით, სამინისტროს დებულების, ამ დებულებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
მუხლი 3🔗. დეპარამენტის ამოცანები
დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად და დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში შიდა აუდიტის განხორციელება;
ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
გ) სამინისტროს სისტემის ორგანოების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;
დ) სამინისტროს ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტურობის, ეფექტიანობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ე) სამინისტროს ან/და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულების საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;
ვ) სამინისტროს ან/და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის ან/და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ან/და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომელთა მიერ სამართალდარღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა ჩადენის ფაქტების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა;
ზ) წინასწარი კონტროლის ღონისძიებათა განხორციელება მინისტრის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
თ) სამინისტროს სისტემის ორგანოების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელი შესრულების კონტროლი;
ი) სამინისტროს სისტემის ორგანოებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი;
კ) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა;
ლ) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა;
მ) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, დაწესებულების სისტემის ორგანოების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
ნ) სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების დაცვის კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
ო) სამინისტროს საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება;
პ) სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც გამომდინარეობს დაწესებულების საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის უფლება-მოვალეობები
1. დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) სამინისტროს სისტემაში გასვლითი ან კამერალური აუდიტის ფორმით ჩაატაროს თემატური, შესაბამისობის, ოპერაციული ან ფინანსური აუდიტი;
ბ) განახორციელოს სამინისტროს სისტემაში დისციპლინის და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი. სამსახურებრივი შემოწმების მეშვეობით გამოავლინოს სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტები და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები. განიხილოს, შეისწავლოს შემოსული წერილები, შეტყობინებები, განცხადებები ან სხვა სახის ინფორმაცია და მოახდინოს შემდგომი კანონშესაბამისი რეაგირება;
გ) სამინისტროს სისტემის თანამშრომლის მხრიდან ჩადენილი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მინისტრის წინაშე დააყენოს საკითხი მის მიმართ დისციპლინური სახის ღონისძიებების გამოყენების შესახებ და გასცეს რეკომენდაცია მომავალში მსგავსი დარღვევების თავიდან აცილების უზრუნველყოფის მიზნით;
დ) შიდა აუდიტის, სამსახურებრივი შემოწმების ან კომპეტენციის ფარგლებში სხვა ქმედების განხორცილების მიზნით სამინისტროს სისტემიდან შეუზღუდავად მოითხოვოს საჭირო დოკუმენტი თუ სხვა სახის ინფორმაცია, გამოიძახოს სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომელი შესაბამისი ინფორმაციის ან განმარტების მიღების მიზნით;
ე) დეპარტამენტის მოსამსახურეთა მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომელი ვალდებულია გამოცხადდეს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მისცეს სათანადო განმარტება ან წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და დახმარება გაუწიოს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შიდა აუდიტის, სამსახურებრივი შემოწმების ან კომპეტენციის ფარგლებში სხვა ქმედების განხორცილების მიზნით;
ვ) შიდა აუდიტის ან სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებამდე, ასევე მათი მიმდინარეობის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტი ან ექსპერტი.
2. დეპარტამენტი ვალდებულია:
ა) შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტის ჩატარების შესახებ ადმინისტრაციული აქტი, პროგრამა და უფლება-მოვალეობათა ნუსხა, ხოლო სამინისტროს სისტემის თანამშრომლის დისციპლინურ გადაცდომასთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების შემთხვევაში, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს ან/და შესამოწმებელ პირს წარუდგინოს ადმინისტრაციული აქტი შემოწმების შესახებ;
ბ) შიდა აუდიტორული ან სამსახურებრივი შემოწმების დასკვნის შედგენამდე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტის ან სამსახურებრივი შემოწმების შედეგები;
გ) აუდიტის განხორციელების შედეგად, შიდა აუდიტის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, შეადგინოს და წარუდგინოს მინისტრს ან/და შემოწმებული ობიექტის ხელმძღვანელ პირებს შიდა აუდიტის დასკვნა, რომელიც უნდა მოიცავდეს შიდა აუდიტის მიერ ცალკეული პროცესის, სისტემის ან შიდა აუდიტისადმი დაქვემდებარებული სხვა საკითხების შესახებ მიღებულ ინფორმაციას, დოკუმენტაციას, შიდა აუდიტის პროცესში გამოვლენილ ფაქტებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს, აგრეთვე შიდა აუდიტის ობიექტის არგუმენტაციას და სხვა მტკიცებულებების ობიექტურ შეფასებას;
დ) დეპარტამენტში მომზადებული დასკვნა ცნობისათვის წარუდგინოს მინისტრს;
ე) დაიცვას აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტის ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მარეგულირებელი კანონმდებლობა და ცენტის მიერ დამტკიცებული შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდოლოგია;
ვ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია, ასევე არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. სახელწიფო ფინანსების კონტროლის სფეროში დეპარტამენტი თანამშრომლობს საქართველოს კონტროლის პალატასთან და ამ მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ,,საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული აუდიტის ობიექტებთან კონტროლის პალატის ურთიერთობის კოორდინაციას და კონტროლის პალატის მოთხოვნით შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას.
4. სამსახურეობრივი შემოწმების შედეგად, დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედების გამოვლენის შემთხვევაში, მინისტრთან შეთანხმებით გადააგზავნოს მასალები შესაბამის ორგანოში.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით:
ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, უზრუნველყოფს დეპარტამენტზე ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული ამოცანების შესრულებას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
დ) ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებზე, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული დოკუმენტების პროექტების ვიზირებას;
ე) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
ვ) კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ზ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ლ) ამზადებს შიდა აუდიტის საქმიანობის წლიურ და სტრატეგიულ გეგმას და შესათანხმებლად წარუდგენს მინისტრს და ცენტრს;
მ) თანამშრომლობს ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში ცენტრის თანამშრომლებს უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტაციით;
ნ) ასრულებს ცენტრის მიერ განსაზღვრულ, საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს;
ო) წარუდგენს მინისტრს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
პ) ყოველ კვარტალურად აწარმოებს დასახული პრიორიტეტების ფარგლებში განხორციელებული ქმედებების ანგარიშგებას და წარუდგენს ცენტრს;
ჟ) წელიწადში ერთხელ (წლის ბოლოს) წარუდგენს მინისტრს და ცენტრს წლიურ ანგარიშს, წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობისა და მიღწეული შედებების შესახებ;
რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ს) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს, დეპარტამენტის უფროსის წარდგინების საფუძველზე, მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი მოსამსახურე.
მუხლი 6🔗. დეპარტამენტის მოსამსახურე
1. დეპარტამენტის მოსამსახურეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
3. დეპარტამენტის მოსამსახურე ასრულებს მინისტრის და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს.
მუხლი 7🔗. აცილების საფუძვლები
1. დეპარტამენტის მოსამსახურე არ მონაწილეობს შიდა აუდიტის ან სამსახურებრივი შემოწმების განხორციელების პროცესში, თუ აუდიტს ან სამსახურებრივ შემოწმებას დაქვემდებარებული პირი არის მასთან ,, საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ ახლონათესაურ დამოკიდებულებაში ან არსებობს სხვა ნებისმიერი გარემოება, რომელიც იძლევა ვარაუდის საფუძველს, შემოწმების შედეგებით დეპარტამენტის მოსამსახურის შესაძლო სუბიექტური დაინტერესების შესახებ.
2. დეპარტამენტის მოსამსახურის შიდა აუდიტორული ან სამსახურებრივი შემოწმების პროცესიდან აცილების საკითხს წყვეტს დეპარტამენტის უფროსი, ხოლო დეპარტამენტის უფროსის აცილების საკითხს – მინისტრი.