საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ოფიცერთა შემადგენლობისათვის ვადამდე სამხედრო წოდებების მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №607
1996 წლის 16 სექტემბერი
ქ. თბილისი
სა ქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ოფიცერთა შემადგენლობისათვის ვადამდე სამხედრო წოდებების მინიჭების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ოფიცერთა შემადგენლობას განსაკუთრებული დამსახურებისათვის ვადამდე მიენიჭოს:
შინაგანი ჯარების პოლკოვნიკის წოდება :
შინაგანი ჯარების ვიცე-პოლკოვნიკს ჯემალ ანჩაბაძეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების მთავარი სამმართელოს ობიექტების დაცვისა და რეჟიმის განყოფილების უფროსს.
შინაგანი ჯარების მაიორის სამხედრო წოდება:
შინაგანი ჯარების კაპიტანს ოთარ ახვლედიანს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სპეცდანიშნულების ბრიგადის პირველი ბატალიონის მეთაურს;
შინაგანი ჯარების კაპიტანს ვალერიან ბიწაძეს - ს აქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოს ზურგის სამსახურის სანივთე განყოფილების უფროსს.
ე. შევარდნაძე