„სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3777-IIს
სარეგისტრაციო კოდი
340130000.05.001.016066
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 63, 10/11/2010

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №23-24, 7 ივნისი, 1997, გვ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის:

ა) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული, ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალის, ობიექტის ფიტოსანიტარიული მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციით (FAO, 1997) დამტკიცებული ფორმის შესაბამისად;“;

ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) ფიტოსანიტარიული პროცედურები – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ ფიტოსანიტარიული რეგლამენტაციის გამოყენების მეთოდები საკარანტინო და არასაკარანტინო მავნე ორგანიზმებთან დაკავშირებით, დახედვის, ანალიზის, ზედამხედველობის, დამუშავების ჩატარების ჩათვლით;“;

გ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) ანალიზი – მავნე ორგანიზმის გამოვლენის ან მისი იდენტიფიკაციის მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული არავიზუალური ოფიციალური შემოწმება;“.

2. მე-8 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტი და ტრანზიტი ნებადართულია ამ პროდუქციაზე ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი სერტიფიკატის და სამსახურის ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ნებართვით.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარის მე-5 პუნქტი:

„5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის ქვეყნიდან გატანისას ფიტოსანიტარიული საკარანტინო შემოწმებისა და ლაბორატორიული გამოცდის ჩატარება, მათ შორის, მცენარეულ მასალაში, საფოსტო გზავნილში, ხელბარგში, ტარაში, შესაფუთ და სატრანსპორტო საშუალებებში.“.

3. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. საქართველოს მთავრობამ 2011 წლის 1 იანვრამდე მიიღოს დადგენილება „ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატების ფორმებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ.სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 28 ოქტომბერი.

№3777–IIს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.10.2010.
როდის იქნა მიღებული „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
„სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.10.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3777-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 340130000.05.001.016066.
სად არის „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.10.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, №3777-IIს, 28.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 340130000.05.001.016066 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1087506/