"ვეტერინარიის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995, №№27–30, მუხ. 635) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ხ“ ქვეპუნქტი:
„ხ) ვეტერინარული სერტიფიკატი – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ვეტერინარული სერტიფიკატი.“.
2. 42-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. საქართველოს მთავრობამ 2011 წლის 1 იანვრამდე მიიღოს დადგენილება „ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 28 ოქტომბერი.
№3778–IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა "ვეტერინარიის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.10.2010.
- როდის იქნა მიღებული "ვეტერინარიის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე?
- "ვეტერინარიის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.10.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3778-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 340090000.05.001.016067.
- სად არის "ვეტერინარიის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.10.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი "ვეტერინარიის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე, №3778-IIს, 28.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 340090000.05.001.016067 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1087528/