„საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/1774
2010 წლის 5 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებით (სსმ III, 2002 წ., №84, მუხლი 765) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,მ “, ,,ნ “, ,,ო “, ,,პ “, ,,ჟ “, ,,რ “ ქვეპუნქტები:
,,მ) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი მეწარმე სუბიექტებისათვის ექსპორტის წახალისების და ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;
ნ) ქართული საექსპორტო პროდუქციისათვის საექსპორტო სტრატეგიული ბაზრების მოძიება-ანალიზი. აღნიშნულ ბაზრებზე ქართული პროდუქციის მოთხოვნისა და დასაშვებობის პირობების განსაზღვრის მიზნით სათანადო კვლევების განხორციელება;
ო) ქართული საექსპორტო პროდუქციის და მომსახურების შესახებ საცნობარო და სარეკლამო ხასიათის მასალების მომზადება, გამოცემა და გავრცელება;
პ) საქართველოს მეწარმე სუბიექტებისათვის საზღვარგარეთის ქვეყნების საწარმოებთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დამყარებისა და განვითარების ხელშეწყობა;
ჟ) საქართველოში საექსპორტო პოტენციალის მქონე დარგებიდან საწარმოების გამოვლენა და ასეთ საწარმოებში უცხოელი ინვესტორების მოზიდვის და ერთობლივი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა;
რ) ადგილობრივი საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით გამოფენების, საქმიანი წრეების შეხვედრებისა და სხვა სათანადო ღონისძიებების გამართვა; “.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ქობალია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.11.2010.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 05.11.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/1774. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.024.016017.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.11.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე, №1-1/1774, 05.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016017 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1087589/