მადნეულის საბადოს გამოყენების ეფექტიანობის ამაღლების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
მიღების თარიღი 23.09.1996
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №632
სარეგისტრაციო კოდი 380.090.000.05.002.000.
გამოქვეყნების წყარო სსმ, უნომრო, 30/09/1996
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.09.1996 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
მადნეულის საბადოს გამოყენების ეფექტიანობის ამაღლების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:63.0pt 1.0in 63.0pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №632
1996 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
მადნეულის საბადოს გამოყენების ეფექტიანობის ამაღლების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
მადნეულის საბადოს სამრეწველო კომპლექსმა მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებაში. საბადოს ათვისების კონცეფცია მოიცავს მადნების კომპლექსური გამოყენების ფართო პროგრამებს, რომელთა ნაწილი ამჟამად ხორციელდება.
ავსტრალიელ პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობს ძვირფასი ლითონების გადამმუშავებელი საწარმოს – „კვარციტის“ მშენებლობა, რუსეთის მეცნიერებთან ერთად მუშავდება საკარიერო წყლების გასუფთავებისა და მათგან ახალი სახის მაღალრენტაბელური სასაქონლო პროდუქციის მიღების პროგრამა. სპილენძის კონცენტრატის მეტალურგიული გადამუშავების სიმძლავრეთა შექმნის საკითხებზე მუშაობს სატენდერო კომისია.
მადნეულის საბადოს ძირითადი დამმუშავებლის-საქციო საზოგადოება „მადნეულის“ წარმოების მოცულობის გაზრდა და ეფექტიანობის შემდგომი ამაღლება შეუძლებელია ძირითადი ფონდების განახლებისა და ახალი სიმძლავრეების შესაქმნელად ინვესტიციების მოზიდვის გარეშე. ამ მხრივ საყურადღებოა შვეიცარიული კომპანია „გლინკორ ინტერნეიშელ აგ“-ის საინვესტიციო წინადადება.
მადნეულის საბადოს გამოყენების ეფექტიანობის ამაღლების მიზნით:
1. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. პაპავა), ფინანსთა სამინისტრომ (დ. იაკობიძე), სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ა. სილაგაძე), ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრომ (კ. ზალდასტანიშვილი),გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ (ნ. ჩხობაძე), ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ (მ. ჩხენკელი), ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ (ლ. მამალაძე) და სააქციო საზოგადოება „საქსამთომეტალურგმა“ (ი. ჟორდანია) ყოველმხრივი დახმარება აღმოუჩინონ სააქციო საზოგადოება „მადნეულს“ და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კვარციტს“ განვითარების კონცეფციით გათვალისწინებული პროგრამების, ინვესტორთა ფართოდ მოზიდვისა და ერთობლივი პროექტებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებაში.
2. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტრომ, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ, იუსტიციის სამინისტრომ (თ. ნინიძე), გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ, ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრომ, გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტმა (თ. ჯანელიძე), ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ და სააქციო საზოგადოება „საქსამთომეტალურგმა“ სააქციო საზოგადოება „მადნეულის“ ძირითადი ფონდების განახლების მიზნით სააქციო საზოგადოება „მადნეულთან“ ერთად შეისწავლონ კომპანია „გლინკორ ინტერნეიშელ აგ“-ის და სხვა ინვესტორთა წინადადებანი და 20 დღეში წარმოადგინონ თავიანთი დასკვნები.
3. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ, სააქციო საზოგადოება „საქსამთომეტალურგმა“ და სააქციო საზოგადოება „მადნეულმა“ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კვარციტთან“ ერთად განახორციელონ ყველა საჭირო ღონისძიება მეორეული კვარციტების გადამმუშავებელი სიმძლავრის მშენებლობის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში დამთავრებისა და ობიექტის საექსპლუატაციოდ დროული გადაცემისათვის.
4. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად 20 დღეში შეიმუშაოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კვარციტის“ სტრუქტურული რეორგანიზაციის რეკომენდაციები და წარუდგინოს ისინი სახელმწიფო კანცელარიას.
5. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კვარციტის“ საქმიანობის ხასიათისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ.თარგამაძე), ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ სააქციო საზოგადოება „მადნეულთან“ და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კვარციტთან“ ერთად შეიმუშაონ და განახორციელონ ობიექტის განსაკუთრებული დაცვის რეჟიმზე გადაყვანის ღონისძიებანი.
6. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კვარციტის“ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით კეთილშობილი ლითონების სუფთა სახით მიღება საქართველოში განხორციელდება საწარმოს სრული სიმძლავრით ამოქმედებიდან 12 თვის განმავლობაში. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საბაჟო დეპარტამენტმა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება „კვარციტთან“ ერთად შეიმუშაონ „დორეს შენადნობის“ საფინაჟო გადამუშავებისათვის საქართველოდან უცხოეთში გატანის და კეთილშობილი ლითონების უკან დაბრუნების დროებითი წესი.
7. გაგრძელდეს საქართველოს სამთო-მეტალურგიული მრეწველობის სახელმწიფო ჰოლდინგური კომპანია „საქსამთომეტალურგისა“ და სააქციო საზოგადოება „მადნეულის“ ინიციატივით შექმნილი მადნეულის სპილენძის კონცენტრატის მეტალურგიული გადამუშავების სიმძლავრის შესაქმნელად ინვესტორთა შემრჩევი სატენდერო კომისიის მუშაობა.
ე. შევარდნაძე