„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 03.11.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №331
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.016063
გამოქვეყნების წყარო სსმ, 146, 10/11/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.11.2010 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.muxlixmlChar { font-weight:bold;}
span.abzacixmlChar { }
span.saxexmlChar { font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:63.0pt 64.35pt .75in 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №
331
2010 წლის 3 ნოემბერი
ქ. თბილისი
„რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის“ „სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სხვა განსაზღვრული შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტის“ ფარგლებში სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად და „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 23-ე პუნქტის გათვალისწინებით:
მუხლი 1🔗
„რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის“ „სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სხვა განსაზღვრული შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტის“ ფარგლებში სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ირაკლი გიორგობიანი
– საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
ლევან გოთუა
– საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი
მერაბ გოცირიძე
– საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი
ნინო ვარდია
– საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, კომისიის მდივანი
თამარ მარტიაშვილი
– საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელი
ქართლოს ყიფიანი
– საქართველოს მთავრობის კანცელარიის წარმომადგენელი
ხათუნა ჩაჩავა
– საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი
გელა ჩივიაშვილი
– საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი
ივანე ცარციძე
– საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი
ლაშა ციმაკურიძე
– საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წარმომადგენელი.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს კომისიის საქმიანობის თანდართული წესი.
მუხლი 3🔗
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
კომისიის საქმიანობის წესი
მუხლი 1🔗. კომისიის საქმიანობის მიზანი
კომისიის საქმიანობის მიზანს წარმოადგენს „
რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის“ „
სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სხვა განსაზღვრული შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტის“
(შემდგომში – სამედიცინო დახმარების კომპონენტი) ფარგლებში სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობა.
მუხლი 2🔗. სამედიცინო დახმარების კომპონენტის მოსარგებლეები
1. სამედიცინო დახმარების კომპონენტის მოსარგებლეები არიან:
ა) სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების დროს დაზარალებული მოსახლეობა, თუ ეს ხარჯები არ იფარება სხვა სახელმწიფო პროგრამების ან დაზღვევის მეშვეობით;
ბ) კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებული მოქალაქეები – პირები, რომლებიც ცხოვრობენ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე, თუ ეს ხარჯები არ იფარება სხვა სახელმწიფო პროგრამების ან დაზღვევის მეშვეობით;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი ქულა არ აღემატება 70 000-ს და რომელთაც სადაზღვევო პერიოდი ჯერ არ დაწყებიათ, ანდა რომელთა სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯები არ იფარება დაზღვევით ან სხვა სახელმწიფო პროგრამებით;
დ) საქართველოს სხვა მოქალაქეები, რომელთათვის სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება შესაძლებელია განხორციელდეს აუცილებელი საზოგადოებრივი ანდა სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, თუ ეს ხარჯები არ იფარება სხვა სახელმწიფო პროგრამების ან დაზღვევის მეშვეობით.
2. სამედიცინო დახმარების კომპონენტის მოსარგებლეები არ შეიძლება იყვნენ:
ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები (მეუღლე, შვილი, მშობელი), გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ბ) ის პირები, რომელთაც მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში სამედიცინო დახმარების კომპონენტის ფარგლებში მიღებული აქვთ შესაბამისი დაფინანსება, თუ არ არის ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება.
მუხლი 3🔗. დაფინანსების ოდენობა და გაცემის პირობები
1. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების თანხა შეადგენს არა უმეტეს 10 000 ლარს, რაც შეიძლება წარმოადგენდეს გასაწევი სამედიცინო მომსახურების საერთო ღირებულების თანადაფინანსების არა უმეტეს 80%-ს.
2. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქალაქეთა დაფინანსება შესაძლებელია განხორციელდეს სრულად, დაზარალებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.
3. ამ აქტით დადგენილი წესით ფინანსდება მხოლოდ იმ სამედიცინო მომსახურების ხარჯები, რომელიც განხორციელდება საქართველოში.
4. საქართველოს ფარგლებს გარეთ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ ფინანსდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოში შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევა შეუძლებელია. ამასთან, ამ შემთხვევაში შესაძლებელია, მხედველობაში არ იქნეს მიღებული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების ლიმიტი.
მუხლი 4🔗. დაფინანსების მაძიებლის განცხადების განხილვის წესი
1. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომისიამ უნდა იმსჯელოს სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების ფაქტის არსებობის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი სამედიცინო მომსახურების დაფინანსების შესახებ.
2. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომისიის სახელზე დაწერილ განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) მაძიებლის/წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100);
გ) სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანგარიშფაქტურა, კალკულაციით.
3. განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენის შემდგომ აღნიშნული დოკუმენტაცია განსახილველად გადაეცემა კომისიას.
4. განცხადებების განხილვისას მხედველობაში მიიღება პირის შემოსავლებსა და ქონებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
5. კომისია სათანადო მონაცემების ანალიზის შემდეგ განიხილავს მაძიებლისათვის დაფინანსების გაცემის შესაძლებლობას და განსაზღვრავს დაფინანსების მიზანშეწონილობას.
6. კომისიის მიერ განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილება მიეწოდება სამინისტროს, რომელიც თავის მხრივ კომისიის გადაწყვეტილებას დადგენილი წესით უთანხმებს საქართველოს მთავრობას.
7. კომისიის მიერ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში კომისიის გადაწყვეტილება ეცნობება განმცხადებელს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗. კომისიის წევრთა ზოგადი უფლებამოსილებები
1. კომისიის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;
ბ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს.
2. კომისიის მდივანი:
ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის გამართვის ორგანიზებას;
ბ) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენის, სხდომის მასალების შენახვისა და დაცვისათვის.
მუხლი 6🔗. კომისიის სხდომის გამართვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი
1. კომისია საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით. კომისიის სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან კომისიის წევრის წერილობითი თხოვნის საფუძველზე. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
3. კომისიის სხდომის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილების მიღება ხდება კენჭისყრის წესით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
4. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. ოქმში უნდა აისახოს კომისიის ნებისმიერი წევრის მიერ კენჭისყრაში მონაწილეობაზე თავშეკავების, უარის თქმის მიზეზი ან სხდომაზე გამოთქმული ნებისმიერი განსხვავებული აზრი.
5. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად სათათბირო ხმის უფლების გარეშე შეიძლება მოწვეულ იქნენ პირები, რომლებიც არ შედიან კომისიის შემადგენლობაში.
6. კომისიის სხდომები იმართება საქართველოს მთავრობის კანცელარიაში (თბილისი, ინგოროყვას ქ. №7). კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კომისიის სხდომა შეიძლება გაიმართოს სხვა ადგილზეც.
7. კომისიის სხდომების ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომელიც უზრუნველყოფს:
ა) განმცხადებელთა ინფორმირებას აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის შესახებ;
ბ) განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტების მიღებას, აღრიცხვასა და ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობის დადგენას;
გ) მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირებას ზეპირად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით ან წერილობითი ფორმით.