"საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№339
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.016070
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 146, 10/11/2010

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება№339

2010 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კა­ნონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით (სსმ III,2005 წელი, №154, მუხლი 1714) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქ­ნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის „ჟ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე ურთიერთგაგების მემორანდუმების გა­­­ფორმება როგორც საქარ­თვე­ლოს, ისე საზღვარგარეთის ქვეყ­ნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;”.

2. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის:

ა) „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამინისტროს აპარატი (დეპარტამენტი);”;

ბ) „ზ“და „თ“ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ” ქვეპუნქტი:

„ყ) უფლებამოსილია, მინისტრისათვის კანონმდებლობით გან­სა­ზღვ­რული ცალკეული ფუნქციების განხორციელების უფლება მი­ანიჭოს სამინისტროს შესაბამის თანამდებობის პირებს.”.

4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. სამინისტროს სხვა მოსამსახურეები

1. სამინისტროს სხვა მოხელეები არიან:

ა) მინისტრის მთავარი მრჩეველი და მინისტრის მრჩევლები;

ბ) მინისტრის თანაშემწეები;

გ) სამმართველოს უფროსები;

დ) მინისტრის მოადგილეების თანაშემწეები;

ე) სპეციალისტები, უფროსი და მთავარი სპეციალისტები.

2. მინისტრის მთავარი მრჩეველი და მინისტრის მრჩევლები, აგრეთვე მინისტრის თანაშემწეები ინიშნებიან მინის­ტრის უფლე­ბამოსილების ვადით.

3. მინისტრის მოადგილეების თანაშემწეები ინიშნებიან მი­ნის­ტრის მოადგილის უფლებამოსილების ვადით.

4. სამინისტროს შტატგარეშე მოსამსახურეები ინიშნებიან სა­ქარ­თველოს შრომის კოდექსის შესაბამისად დადებული ხელშეკ­რულების პირობებისა და ვადის გათვალისწინებით.”.

5. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ა1 ქვეპუნქტი:

„ა1) განსაზღვრავს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრო­მელთა სამუშაოს აღწერილობებს;”.

6. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9. სამინისტროს აპარატი

სამინისტროს აპარატის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენ­ციას განეკუთვნება:

ა) მინისტრის საქმიანობის ადმინისტრაციული და ორგანიზა­ცი­ული უზრუნველყოფა;

ბ) მინისტრის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგა­რიშების მომზადება;

გ) მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნ­ველ­ყოფა;

დ) სამინისტროში თათბირებისა და სათათბირო ორგანოების საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ე) მინისტრის მოადგილეების საქმიანობის ადმინისტრაციული და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ვ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, აგრეთვე სამ­თავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დაწესებულე­ბებ­თან სამინისტროს შესაბამისი თანამდებობის პირების მიერ ოფიციალური კომენტარისა და ინტერვიუს მიცემის კოორდინაცია;

ზ) სამინისტროს ვებგვერდზე განსათავსებელი ინფორმაციის მომზადება და განთავსების მიზანშეწონილობის განსაზღვრა, ვებ­გვერდის განვითარებისათვის წინადადებების მომზადება;

თ) სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია საერთაშო­რი­სო ორგანიზაციებთან (დო­ნორებთან);

ი) სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრუ­ლებების მომზადების კოორდინაცია და დადების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

კ) ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების კოორდინაცია და ხელშეწყობა;

ლ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა საერთაშორისო მივლინებების ორგანიზება და საპროტოკოლო უზრუნველყოფა.”.

7. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ” ქვეპუნქტი:

„თ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში სამინის­ტროს მიერ დასადები საერ­თაშო­რი­სო ხელშეკრულებების მომზა­დე­ბა, დადებულ საერთაშორისო ხელ­­შეკ­რუ­ლებებში ცვლილებე­ბისა და დამატებების შეტანის სა­ჭიროე­ბის განსაზღვრა.”.

8. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ” ქვეპუნქტი:

„ვ) თავის კომპეტენციას მი­კუთვ­ნებულ სფეროში სამინის­ტროს მიერ დასადები საერთა­შო­რი­სო ხელშეკრულებების მომზა­დება, დადებულ საერთაშორისო ხელ­­შეკრულებებში ცვლილებე­ბისა და დამატებების შეტანის სა­ჭი­როების განსაზღვრა.”.

9. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 17. ადმინისტრაციული დეპარტამენტი

ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

ა) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელ-მწიფო პროგრამებისათვის დანახარჯებისა და რესურსების პროგ­ნოზირება და ხარჯვის მიმდინარეობის ანალიზი;

ბ) სამინისტროს წლიური და საშუალოვადიანი ბიუჯეტების პროექტების მომზადება;

გ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება, საბუღალტრო აღ­რიცხვა-ანგარიშგება, საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის მიზან­მი­მარ­თულად განხორციელება;

დ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, აგრეთვე მათი ტერიტორიული ორგანოების მატერიალურ-ტექნი­კუ­რი უზრუნველყოფა;

ე) სამინისტროს საქმისწარმოების ორგანიზება;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დანიშვნა-გათავისუფ­ლე­­ბის, გადაყვანის, შვებულების, მივლინების, წახალისებისა და დის­ციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ სამარ­თლე­ბრივი აქტების პროექტების მომზადება, სამინისტროს მოსამ­სა­ხუ­რეთა პირადი სა­ქ­მეების შედგენა, საკადრო საკითხებთან და­კავშირებული სხვა ღო­­ნისძიებების (მათ შორის, წარდგინებების მომზადების) უზრუნ­ველყოფა;

ზ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირებასთან და­კავ­შირებულ ღონისძიებათა უზრუნველყოფა;

თ) სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ი) საზოგადოებასთან ურთიერთობის, მოქალაქეთა მიღებისა და ცხელი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

კ) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;

ლ) აპოსტილითა და ლეგალიზაციით დამოწმებასთან დაკავ­შირებულ კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა გან­ხორციელება.”.

10. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 18. იურიდიული დეპარტამენტი

იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპე­ტენციაა:

ა) კანონშემოქმედებით სფეროში პარლამენტისა და სამინის­ტროს ურთიერთობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივნი­სათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ” საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელშეწყობა;

ბ) სამინისტროს სამართალშემოქმედებითი საქმიანობის კო­ორ­­დინაცია; კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი საკანონ­მდებ­ლო ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან მომზა­დე­ბული კანონპროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

გ) საერთაშორისო ხელშეკრულებების ექსპერტიზა;

დ) საქართველოს მთავრობის სხდომაზე სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტების განსახილველად საჭირო ღონისძიე­ბე­ბის გატარება, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მთავ­რო­ბის სხდომის წინამოსამზადებელ თათბირში მონაწილეობა;

ე) მინისტრის ან მინისტრის მოადგილის ზეპირი ან წერი­ლობითი დავალების შესაბამისად, კანონქვემდებარე სამარ­თლებ­რივი აქტების პროექტების მომზადება;

ვ) ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის სამართლებ­რივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა/ვიზირება (გარდა მივლინებასთან ან შვებულებასთან დაკავშირებული პრო­ექ­ტებისა);

ზ) მინისტრის ნორმატიული ხასიათის აქტების მიღებისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა;

თ) მინისტრის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების საქარ­თველოს საკანონმდებლო მაცნეში რეგისტრაციისა და გამოქ­ვეყ­ნებისათვის გაგზავნა;

ი) სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასა­მარ­თლოში.”.

11. 182 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ” ქვეპუნქტი:

„დ) სამინისტროს ვებგვერდის, ელექტრონული ფოსტის შექ­მნისა და განვითარების ტექნიკური უზრუნველყოფა.”.

12. 183 და 184 მუხლები ამოღებულ იქნეს.

13. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 19. მინისტრის სათათბირო ორგანოები

1. მინისტრს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმ­ნას კომისიები და საბჭოები (შემდგომში – სა­თათბირო ორგა­ნოები), აგრეთვე სამუშაო ჯგუფები, განსაზღვროს მათი ამოცა­ნე­ბი და საქმია­ნობის წესი.

2. სათათბირო ორგანოებს შეიძლება მიეცეთ გადაწყვეტილე­ბის მიღების უფლება, თუ ის უშუალოდ კანონიდან გამომდინა­რე­ობს.

3. სათათბირო ორგანო იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომ­ლითაც განისაზღვრება მისი ამოცანები, თავმჯდომარე (საჭიროე­ბის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე) და წევრები, ამო­ცა­ნების შესრულების ვადები და სათათბირო ორგანოს საქ­მია­ნო­ბის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის პასუ­ხის­­მგე­ბელი პირი ან სტრუქტურული ქვედანაყოფ(ებ)ი.

4. სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს სხვა სამთავრობო დაწესებულების მოხელე ამ დაწესებულების ხელ­მძღვანელის წინადადებით. მის მუშაობაში შეიძლება თავიანთი თანხ­მობით ჩაბმულ იქნენ პირები, რომლებიც არ არიან სახელ­მწი­ფო მოხელეები.

5. თუ სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე არ არის მოხელე, რომელიც შედის სამინისტროს ხელმძღვანელობაში, ან არ არის სა­მინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მი­ნის­­ტრი სამინისტროს ხელმძღვანელობიდან ნიშნავს ამ ორგა­ნოს მუშაობისათვის პასუხისმგებელ პირს.

6. სათათბირო ორგანოს საქმიანობასა და სხდომაზე საოქმო წარმოებას უზრუნველყოფს სამინისტროს შესაბამისი სტრუქ­ტუ­რული ქვედანაყოფი.

7. სათათბირო ორგანო უფლებამოსილია, მის წინაშე მდგომი ამოცანების შესრულების მიზნით, გამოითხოვოს საჭირო დოკუმენ­ტები და ინფორმაცია.

8. სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, თუ მინისტრის სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

9. სათათბირო ორგანო საქმიანობას ახორციელებს სხდო­მე­ბის მეშვეობით. სხდომას იწვევს სათათბირო ორგანოს თავმ­ჯდო­მა­რე საკუ­თარი ინიციატივით ან სათათბირო ორგანოს წევრის თხოვნის სა­ფუძველზე. სხდომას უძღვება სათათბირო ორგანოს თავ­მჯდო­მარე.

10. სათათბირო ორგანო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

11. სათათბირო ორგანოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაი­თვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრე წევრთა ნახევარზე მე­ტი. გადაწყვეტილების მიღება ხდება კენჭისყრის წესით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავ­მჯდო­მარის ხმა.

12. სათათბირო ორგანოს გადაწყვეტილება ფორმდება სხდო­მის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.

13. საჭიროების შემთხვევაში, სათათბირო ორგანოს თავ­მჯდო­­მარის გადაწყვეტილებით შესაძლოა მოწვეულ იქნენ პირები, რომლებიც არ შედიან სათათბირო ორგანოს შემადგენლობაში.

14. სათათბირო ორგანოს მუშაობისას მოსამსახურის დამატე­ბითი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება შეიძლება ანაზ­ღაურ­დეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

15. სათათბირო ორგანო, თუ მას აქვს დებულებით გათვა­ლისწინებული სხვაგვარი წესები, საქმიანობას წარმართავს ამ სა­თათბირო ორგანოს დებულების შესაბამისად.

16. სათათბირო ორგანოს შექმნისას შესაძლოა განისაზღვ­როს ამ მუხლისაგან განსხვავებული დებულე­ბები.”.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 5 ნოემ­ბრი­დან.

პრემიერ-მინისტრი     ნ. გილაური