„სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო და სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №987–№2-184 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.22.033.014.340
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ერთობლივი ბრძანება№180–№2-35
2010 წლის 11 მარტი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო და სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №987–№2-184 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:
მუხლი 1.
„სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო და სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №987–№2-184 ერთობლივ ბრძანებაში (სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ. 2026) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს „სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო და სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების შესახებ“ წესი თანდართული დანართებით (დანართი: №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №11, №12).“.
2. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით, დანართი №2-ის მე-18 პუნქტით და დანართი №7-ის მე-18 პუნქტით გათვალისწინებული კონტროლის პროცედურები განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტებზე სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდგომ.“.
3. „სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო და სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №987–№2-184 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოდან ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ექსპორტის შემთხვევაში საბაჟო ორგანოში ვეტერინარული სერტიფიკატის წარდგენა სავალდებულო არ არის.“;
ბ) მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები:
„გ) შემოსავლების სამსახური, ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელებისას გამოვლენილი იმ გარემოების შესახებ, რომლებიც საჭიროებს გადაუდებელი ღონისძიებების გატარებას, ინფორმაციას შესაბამისი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ აწვდის სამსახურს;
დ) სამსახური, ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გატარებული ღონისძიებების შესახებ აცნობებს შემოსავლების სამსახურს.“;
გ) მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. მგზავრის მიერ პირადი მოხმარებისთვის ან არაეკონომიკური მიზნით პირადი ბარგით შემოტანილი საქონლის განადგურება:
ა) იმ შემთხვევაში, როცა მგზავრი არაეკონომიკური მიზნით შემოტანილ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელზე ვერ წარმოადგენს ვეტერინარულ სერტიფიკატს და საჭიროების შემთხვევაში ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვას და ვერ ხერხდება მისი უკან დაბრუნება, ასეთი საქონელი ექვემდებარება ამოღებას და განადგურებას;
ბ) ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქონლის განადგურება ხორციელდება (საქონლის შემო-ტანიდან არა უმეტეს 20 დღისა) შემდეგი მეთოდებით:
ბ.ა) სპეციალურ დანადგარში (ღუმელში) დაწვით;
ბ.ბ) სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე დამარხვით;
ბ.გ) ბიოთერმულ ორმოში მოთავსებით;
ბ.დ) საკანალიზაციო სისტემაში ჩაღვრით (იმ პირთან შეთანხმებით, რომელიც ახორციელებს საკანალიზაციო სისტემის ექსპლუატაციას);
ბ.ე) სხვა დადგენილი მეთოდის გამოყენებით;
გ) საქონლის განადგურება ხორციელდება საბაჟო ორგანოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი კომისიის მიერ;
დ) საქონლის განადგურებას სურვილისამებრ ესწრება მგზავრი ან მისი წარმომადგენელი;
ე) საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელე დანართი №12-ის შესაბამისად ადგენს „მგზავრის მიერ პირადი მოხმარებისათვის ან არაეკონომიკური მიზნით პირადი ბარგით შემოტანილი საქონლის განადგურების აქტს“ 2 ეგზემპლარად, რომლის პირველი ეგზემპლარი რჩება საბაჟო ორგანოში, ხოლო მეორე ეგზემპლარი მოთხოვნისამებრ გადაეცემა საქონლის მფლობელს ან მის წარმომადგენელს.“;
დ) 27-ე მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები:
„გ) შემოსავლების სამსახური, ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელებისას გამოვლენილი იმ გარემოების შესახებ, რომლებიც საჭიროებს გადაუდებელი ღონისძიებების გატარებას ინფორმაციას შესაბამისი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ აწვდის სამსახურს;
დ) სამსახური ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ აცნობებს შემოსავლების სამსახურს.“;
ე) 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ექსპორტის შემთხვევაში საბაჟო ორგანოში ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის წარდგენა სავალდებულო არ არის;“;
ვ) 33-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. მგზავრის მიერ პირადი მოხმარებისთვის ან არაეკონომიკური მიზნით პირადი ბარგით შემოტანილი საქონლის განადგურება:
ა) იმ შემთხვევაში, როცა მგზავრი არაეკონომიკური მიზნით შემოტანილ ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელზე ვერ წარმოადგენს ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატს და საჭიროების შემთხვევაში ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვას და ვერ ხერხდება მისი უკან დაბრუნება, ასეთი საქონელი ექვემდებარება ამოღებას და განადგურებას;
ბ) ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქონლის განადგურება ხორციელდება (საქონლის შემოტანიდან არა უმეტეს 20 დღისა) შემდეგი მეთოდებით:
ბ.ა) სპეციალურად გამოყოფილ ადგილას დაწვით;
ბ.ბ) სპეციალურად გამოყოფილ ადგილას დამარხვით;
ბ.გ) სხვა დადგენილი მეთოდის გამოყენებით;
გ) საქონლის განადგურება ხორციელდება საბაჟო ორგანოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი კომისიის მიერ;
დ) საქონლის განადგურებას სურვილისამებრ ესწრება მგზავრი ან მისი წარმომადგენელი;
ე) საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელე დანართი №12-ის შესაბამისად ადგენს „მგზავრის მიერ პირადი მოხმარებისათვის ან არაეკონომიკური მიზნით პირადი ბარგით შემოტანილი საქონლის განადგურების აქტს“ 2 ეგზემპლარად, რომლის პირველი ეგზემპლარი რჩება საბაჟო ორგანოში, მეორე ეგზემპლარი მოთხოვნისამებრ გადაეცემა საქონლის მფლობელს ან მის წარმომადგენელს.“.
მუხლი 2.
ბრძანების დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 3.
ბრძანებას დაემატოს დანართი №12 თანდართული რედაქციით.
მუხლი 4.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
ბ. კვეზერელი
დანართი №1
ნ უ ს ხ ა
სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული
საქონელი საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის
კოდების ჩვენებით
| საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის კოდი | საქონლის დასახელება, რომელთა იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი არ დაიშვება საქართველოში სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის გარეშე |
| 1 | 2 |
| 01 ჯგუფიდან | ცოცხალი ცხოველები |
| 0101 | ცხენი, ვირი, ჯორი და ჯორცხენა |
| 0102 | მსხვილფეხა პირუტყვი |
| 0103 | ღორი |
| 0104 | ცხვარი და თხა |
| 0105 | შინაური ფრინველი ანუ Callus domesticus (შინაური ქათამი) სახეობის ფრინველები, იხვი, ბატი, ინდაური, ციცარი |
| 0106 | სხვა ცხოველები |
| 02 ჯგუფიდან | ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები |
| 0201 | ხორცი მსხვილფეხა პირუტყვის, ახალი ან შეყინული |
| 0202 | ხორცი მსხვილფეხა პირუტყვის, გაყინული |
| 0203 | ხორცი ღორის ახალი, შეყინული ან გაყინული |
| 0204 | ხორცი ცხვრის ან თხის, ახალი, შეყინული ან გაყინული |
| 0205 | ხორცი ცხენის, ვირის, ჯორის ან ჯორცხენის, ახალი, შეყინული და გაყინული |
| 0206 | კვების სუბპროდუქტები მსხვილფეხა პირუტყვის, ღორის, ცხვრის, თხის, ცხენის, ვირის, ჯორის ან ჯორცხენის, ახალი, შეყინული ან გაყინული |
| 0207 | ხორცი და კვების სუბპროდუქტები 0105 სასაქონლო პოზიციაში მითითებული შინაური ფრინველის, ახალი, შეყინული ან გაყინული |
| 0208 | სხვა ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, ახალი, შეყინული ან გაყინული |
| 0209 00 | ღორის ქონი, მჭლე ხორცისაგან გამოცალკევებული და შინაური ფრინველის ქონი, გადაუდნობელი ან რაიმე სხვა ხერხით ამოუღებელი, ახალი, შეყინული, გაყინული, დამარილებული, მარილწყალში, გამომშრალი ან შებოლილი |
| 0210 | ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, დამარილებული, მარილწყალში, გამომშრალი ან შებოლილი, საკვები ფქვილი ხორცის ან ხორცის სუბპროდუქტებისაგან |
| 03 ჯგუფიდან
| თევზი და კიბოსნაირნი, მოლუსკები და წყლის სხვა უხერხემლოები |
| 0301 | ცოცხალი თევზი |
| 0302 | თევზი ახალი ან შეყინული, 0304 სასაქონლო პოზიციის თევზის ფილეს და თევზის სხვა ხორცის გამოკლებით |
| 0303 | თევზი გაყინული, 0304 სასაქონლო პოზიციის თევზის ფილესა და თევზის ხორცის გამოკლებით |
| 0304 | თევზის ფილე და თევზის სხვა ხორცი (ფარშის ჩათვლით), ახალი, შეყინული ან გაყინული |
| 0305 | თევზი ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში: თევზი ცივად ან ცხლად შებოლილი, თევზის ფქვილი წმინდად ან უხეშად ნაფქვავი, გრანულები, საკვებად ვარგისი |
| 0306 | კიბოსნაირნი, გამოშიგნული ან გამოუშიგნავი, ცოცხალი, ახალი, შეყინული, გაყინული, ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში; კიბოსნაირნი გამოუშიგნავი, ორთქლზე ან მდუღარე წყალში მოხარ-შული, შეყინული ან გაუყინავი, გაყინული, ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში; თევზის ფქვილი წმინდად და უხეშად ნაფქვავი და გრანულები კიბოსნაირებისაგან, საკვებში გამოსაყენებლად ვარგისი |
| 0307 | მოლუსკები, გამოშიგნული ან გამოუშიგნავი, ცოცხალი, ახალი, შეყინული, გაყინული, ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში: წყლის სხვა უხერხემლოები, განსხვავებული კიბოსნაირებისა და მოლუსკები-საგან, ცოცხალი, ახალი, შეყინული, ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში; ფქვილი წმინდად და უხეშად ნაფქვავი და გრანულები წყლის სხვა უხერხემლოებისაგან, საკვებში გამოსაყენებლად ვარგისი |
| 04 ჯგუფიდან | რძის პროდუქცია; ფრინველის კვერცხი; ნატურალური თაფლი; ცხოველური წარმოშობის კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი |
| 0401 | რძე და ნაღები, შეუსქელებელი და შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატების გარეშე |
| 0402 | რძე და ნაღები, შესქელებული ან შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით |
| 0403 | დო, აჭრილი რძე და ნაღები, იოგურტი, კეფირი და სხვა ფერმენტირე-ბული ან შედედებული რძე და ნაღები, შესქელებული ან შეუსქელე-ბელი, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე, საგემოვნო-არომატული დანამატებით, ხილის, კაკლის ან კაკაოს დამატებით ან მათ გარეშე |
| 0404 | რძის შრატი, შესქელებული ან შეუსქელებელი, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე; პროდუქტები რძის ნატურალური კომპონენტებისაგან, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე, სხვა ადგილას დაუსახელებელი |
| 0405 | ნაღების კარაქი და რძის სხვა ცხიმები; რძის პასტები |
| 0406 | ყველი და ხაჭო |
| 0407 00 | ფრინველის კვეცრხი, ნაჭუჭით, ახალი, დაკონსერვებული ან მოხარშული |
| 0408 | ფრინველის კვერცხი, უნაჭუჭოდ და კვერცხის გულები, ახალი, გამხმარი, ორთქლზე ან მდუღარე წყალში მოხარშული, ფორმირებული, გაყინული ან სხვა სახით დაკონსერვებული, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე |
| 0409 00 000 00 | ნატურალური თაფლი |
| 0410 00 000 00
| ცხოველური წარმოშობის კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი |
| 05 ჯგუფიდან | ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი |
| 0502 | ღორის ან ტახის ჯაგარი; მაჩვის ან სხვა თმა, საჯაგრისე ნაწარმის წარმოებისათვის გამოსაყენებელი; მათი ნარჩენები |
| 0503 00 000 00 | ძუა და მისი ნარჩენები, მათ შორის ქვესადებიანი ტილოს სახით ან მის გარეშე |
| 0504 00 000 00 | ცხოველების (თევზების გარდა) ნაწლავები, ბუშტები და კუჭები, მთლიანი ან ნაჭრებად, ახალი, შეყინული, გაყინული, დამარილებული, მარილწყალში, გამხმარი ან შებოლილი |
| 0505 | ტყავები და ფრინველის სხვა ნაწილები ნაკრტენით ან ბუმბულით; ნაკრტენი და ნაკრტენის ნაწილები (მოჭრილი ან მოუჭრელი კიდეებით) და ბუმბული, გაწმენდილი, დეზინფიცირებული ან შესანახად დამუშავებული, მაგრამ შემდგომი დამუშავების გარეშე; ნაკრტენის და მისი ნაწილების ფხვნილი და ნარჩენები |
| 0506 | ძვლები და რქის ღერო დაუმუშავებელი, ცხიმგამოცლილი, პირველადი დამუშავებით (ფორმის მიუცემლად), დამუშავებული მჟავათი ან დეჟელატინიზებული; ამ პროდუქტების ფხვნილი და ნარჩენები |
| 0507
| სპილოს ძვალი, კუს ჯავშანი, ვეშაპის ან ზღვის სხვა ძუძუმწოვრების ულვაში, რქები, ირმის რქები, ჩლიქები, ფრჩხილები, ბრჭყალები, ნისკარტები დაუმუშავებელი ან პირველადი დამუშავებით (ფორმის მიუცემლად); ამ პროდუქტების ფხვნილი და ნარჩენები |
| 0508 00 000 00 | მარჯანი და ანალოგიური მასალები, დაუმუშავებელი ან პირველადი დამუშავების; მოლუსკების, კიბოსნაირების ან ნემსკანიანების ნიჟარები და ჯავშნები, მელანთევზების ჩონჩხის ფირფიტები, დაუმუშავებელი ან პირველადი დამუშავებით, ფორმის მიუცემლად; ამ პროდუქტების ფხვნილები და ნარჩენები |
| 0510 00 000 00 | ამბრა რუხი, თახვის ყაირი, ცივეტა და მუშკი; ცოფის ბუზი, ნაღველი, მათ შორის გამხმარი; ცხოველური წარმოშობის ჯირკვლები და სხვა პროდუქტები, რომლებიც გამოიყენებიან ფარმაცევტული პროდუქტების წარმოებაში, ახალი, შეყინული, გაყინული ან სხვა წესით დამუშავებული ხანმოკლე შენახვისათვის |
| 0511 | ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი; დავარდნილი ცხოველები 01 ან 03 ჯგუფიდან, საკვებად უვარგისი |
| 10 ჯგუფიდან | პურეული მარცვლოვნები |
| 1001 | ხორბალი და მესლინი (საფურაჟე) |
| 1002 00 000 00 | ჭვავი (საფურაჟე) |
| 1003 00 | ქერი (საფურაჟე) |
| 1004 00 000 00 | შვრია (საფურაჟე) |
| 1005 | სიმინდი (საფურაჟე) |
| 1006 | ბრინჯი (საფურაჟე) |
| 1007 00 | სორგო მარცვლოვანი (საფურაჟე) |
| 1008 | წიწიბურა, ფეტვი და თესლი ჩიტიფესვასი; სხვა მარცვლეული (საფურაჟე) |
| 12 ჯგუფიდან | ზეთოვანი მცენარეების თესლი და ნაყოფი; სხვა თესლი, ნაყოფი და მარცვალი; სამკურნალო მცენარეები და მცენარეები ტექნიკური მიზნებისათვის; ჩალა და ფურაჟი |
| 1213 00 000 00 | ჩალა და ბზე მარცვლეულისა, დაუმუშავებელი, დაქუცმაცებული ან დაუქუცმაცებელი, გალეწილი ან გაულეწავი, დარპესილი ან გრანულების ფორმით |
| 1214
| თალგამურა, ჭარხალი საფოთლე (მანგოლდი), პირუტყვის საკვები ძირნაყოფები, თივა, იონჯა, სამყურა, ესპარცეტი, პირუტყვის საკვები კომბოსტო, ხანჭკოლა, ცერცველა და ანალოგიური საკვები პროდუქტები, გრანულირებული ან არაგრანულირებული |
| 15 ჯგუფიდან | ცხოველური ან მცენარეული წარმოშობის ცხიმები და ზეთები და მათი დაშლის პროდუქტები; მზა საკვები ცხიმები; ცხოველური ან მცენარეული წარმოშობის ცვილები |
| 1501 00 | ცხიმი ღორისა (ლიარდის - გადამდნარი მუცლის ქონის ჩათვლით) და ცხიმი შინაური ფრინველის, გარდა 0209 ან 1503 სასაქონლო პოზიციის ცხიმისა |
| 1502 00 | ცხიმი მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის ან თხის, გარდა 1503 სასაქონლო პოზიციის ცხიმისა |
| 1503 00 | ლიარდ-სტეარინი, ლიარდ-ოილი, ოლეოსტეარინი, ოლეო-ოილი (ოლეო-მარგარინი) და ცხოველური ცხიმი (ტექნიკური მარგარინი), არაემულგირებული ან შეურეველი ან დაუმზადებული რაიმე სხვა ხერხით |
| 1504 | ცხიმები, ქონები და მათი ფრაქციები თევზის ან ზღვის ძუძუმწოვრებისაგან, არარაფინირებული ან რაფინირებული, მაგრამ მათი ქიმიური შემადგენლობის შეუცვლელად |
| 1505 | ცხიმი მატყლისა და მისგან მიღებული ცხიმოვანი ნივთიერებები (ლანოლინის ჩათვლით) |
| 1506 00 000 00 | სხვა ცხოველური ცხიმები და ქონები და მათი ფრაქციები, არარაფინირებული ან რაფინირებული, ოღონდ მათი ქიმიური შემადგენლობის შეუცვლელად |
| 1516 10 | ცხიმები და ზეთები ცხოველური და მათი ფრაქციები |
| 1517 10 | მარგარინი (გარდა მცენარეულისა), თხევადი მარგარინის გამოკლებით |
| 1518 00 | ცხიმები და ზეთები ცხოველური და მათი ფრაქციები, მოხარშული, დაჟანგული, დეჰიდრატირებული, სულფირირებული, ჰაერის შებერვით დაჟანგული, ვაკუუმში ან ინერტულ გაზში გახურებით პოლიმერიზებული ან სხვა საშუალებით ქიმიურად მოდიფიცირებული, გარდა 1516 სასაქონლო პოზიციის პროდუქტებისა; საკვებში გამოსაყენებლად უვარგისი ნარევები ან მზა პროდუქტები ცხოველური ან მცენარეული ცხიმებისა და ზეთებისაგან ან მოცემული ჯგუფის სხვა ადგილას დაუსახელებელი სხვადასხვა ცხოველური ცხიმებისა და ზეთების ფრაქციებისაგან |
| 1521 | ცვილები (ტრიგლიცერიდების გარდა), ცვილი ფუტკრისა და სხვა მწერებისა და სპერმაცეტი, შეღებილი ან შეუღებავი, რაფინირებული ან არარაფინირებული |
| 1522 00 | დეგრა; ნარჩენები, მიღებული ცხოველური წარმოშობის ცხიმოვანი ნივთიერებების ან ცვილების დამუშავების შემდეგ |
| 16 ჯგუფიდან | მზა პროდუქტები ხორცის, თევზის ან კიბოსნაირების, მოლუსკების ან ზღვის სხვა უხერხემლოებისაგან |
| 1601 00 | ძეხვი და ანალოგიური პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტების ან სისხლისაგან; კვების მზა პროდუქტები, დამზადებული მათ საფუძველზე |
| 1602 | მზა ან დაკონსერვებული პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტების ან სისხლისაგან, სხვა |
| 1603 00 | ექსტრაქტები და წვენები ხორცის, თევზის ან კიბოსნაირებისაგან, მოლუსკების ან წყლის სხვა უხერხემლოებისაგან |
| 1604 | თევზი მზა ან დაკონსერვებული; ხიზილალა ზუთხისნაირებისა (შავი ხიზილალა) და ხიზალალის შემცვლელები, დამზადებული სხვა თევზის ქვირითის მარცვლებისაგან |
| 1605
| მზა ან დაკონსერვებული კიბოსნაირნი, მოლუსკები და წყლის სხვა უხერხემლოები |
| 21 ჯგუფიდან | კვების სხვადასხვა პროდუქტები |
| 2104 10 | მზა წვნიანები და ბულიონები და ნამზადები მათ მოსამზადებლად |
| 2105 00 | ნაყინი და საკვები ყინულის სხვა სახეობები, კაკაოს შემცველობით ან მის გარეშე |
| 2106 90 100 00 | მდნარი ყველი |
| 23 ჯგუფიდან | კვების მრეწველობის ნაშთები და ნარჩენები; მზა საკვები ცხოველებისათვის |
| 2301 | ფქვილი წმინდად და უხეშად დაფქული და გრანულები ხორცის ან ხორცის სუპროდუქტებისაგან, თევზის ან კიბოსნაირებისგან, მოლუსკების ან წყლის სხვა უხერხემლოებისგან, საკვებში გამოსაყენებლად უვარგისი; ხოხოზიკები |
| 2302 | ანაცერი, ქატო და სხვა ნარჩენები, მიღებული პურეული მარცვლოვანების ან პარკოსანი კულტურების მარცვლის დაფქვის, გაცრის ან სხვა მეთოდით დამუშავების შედაგად, არაგრანულირებული ან გრანულირებული |
| 2303
| ნარჩენები სახამებლის წარმოებისა და ანალოგიური ნარჩენები, ჭარხლის ნაწნეხი, ბაგასა (შაქრის ლერწმის ნაწნეხი) და შაქრის წარმოების სხვა ნარჩენები, ბუყი და ლუდის ხარშვის ან სპირტის (არყის) გამოხდის სხვა ნარჩენები, არაგრანულირებული ან გრანულირებული |
| 2305 00 000 00
| კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული მიწის თხილის (არაქისის) ზეთის ექსტრაგირებისას, დაფქული ან დაუფქველი, არაგრანულირებული ან გრანულირებული |
| 2306 | კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული მცენარეული ცხიმების ან ზეთების ექსტრაგირებისას, 2304 ან 2305 სასაქონლო პოზიციების ნარჩენების გარდა, დაფქული ან დაუფქველი, არაგრანულირებული ან გრანულირებული |
| 2308 | მცენარეული წარმოშობის პროდუქტები და მცენარეული ნარჩენები, მცენარეული ნაშთები და თანაპროდუქტები, არაგრანულირებული ან გრანულირებული, ცხოველთა საკვებად გამოსაყენებელი, სხვა ადგილას დაუსახელებელი |
| 2309 | პროდუქტები, ცხოველების საკვებად გამოსაყენებელი |
| 30 ჯგუფიდან | ფარმაცევტული პროდუქცია |
| 3002 | სისხლი ცხოველებისა, მომზადებული თერაპიული, პროფილაქტიკური ან დიაგნოსტიკური მიზნებით გამოსაყენებლად; იმუნური შრატები (ანტიშრატები) და სისხლის სხვა ფრაქციები და მოდიფიცირებული იმუნოლოგიური პროდუქტები, მათ შორის, მიღებული ბიოტექნოლო-გიური გზით; ვაქცინები, ტოქსინები, მიკროორგანიზმების კულტურები (საფუარების გარდა) და ანალოგიური პროდუქტები (3002 10 950, 3002 20 000 და 3002 90 100 ქვესუბპოზიციის საქონლის გარდა) |
| 41 ჯგუფიდან
| დაუმუშავებელი ტყავები და ტყავეულის ნედლეული (გარდა ნატურალური ბეწვისა) და ტყავი |
| 4101 | დაუმუშავებელი ტყავები და ტყავი მსხვილფეხა პირუტვისა ან ცხენების ოჯახის ცხოველებისა (ახალგატყავებული ან მარილიანი, გამომშრალი, ნაცრიანი, პიკელებული ან სხვა მეთოდით დაკონსერვებული, მაგრამ დაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუყვანელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე) ბეწვის საფარით ან ბეწვის საფარის გარეშე, სპილოკი ან არასპილოკი |
| 4102 | დაუმუშავებელი ტყავები და ტყავი ცხვრისა ან ბატკნისა (ახალგატყავებული ან დამარილებული, გამომშრალი, ნაცრიანი, პიკელებული ან სხვა წესით დაკონსერვებული, მაგრამ დაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუყვანელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე) ბეწვის საფარით ან მის გარეშე, სპილოკი ან არასპილოკი, გარდა მოცემული ჯგუფის 1გ შენიშვნით გამორიცხულებისა |
| 4103
| სხვა დაუმუშავებელი ტყავები და ტყავის ნედლეული (ახალგატყავებული ან დამარილებული, გამომშრალი, ნაცრიანი, ან სხვა წესით დაკონსერვებული, მაგრამ დაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუყვანელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე), ბეწვის საფარით ან მის გარეშე, სპილოკი ან არა სპილოკი, გარდა მოცემული ჯგუფის 1გ შენიშვნით გამორიცხულები |
| 43 ჯგუფიდან | ნატურალური და ხელოვნური ბეწვი; მათი ნაწარმი |
| 4301
| ნედლეული ბეწვეულისა (თავების, კუდების, თათებისა და ბეწვეულის ნაწარმის დასამზადებლად გამოსადეგი სხვა ნაწილებისა და ჩამონაჭრების ჩათვლით), გარდა 4101, 4102 და 4103 სასაქონლო პოზიციების ტყავეულის ნედლეულისა და ტყავებისა |
| 51 ჯგუფიდან | მატყლი, ცხოველების წმინდა და უხეში ბეწვი; ნართი ცხენის ძუისაგან და ქსოვილი |
| 5101 | მატყლი, კარდ- ან სავარცხნდაუჩეჩავი დამუშავების გარეშე |
| 5102
| ბეწვი ცხოველებისა, წმინდა ან უხეში, კარდ- ან სავარცხნდაუჩეჩავი დამუშავების გარეშე |
| 95 ჯგუფიდან | სათამაშოები, თამაშობანი და სპორტული ინვენტარი; მათი ნაწილები და საკუთნოები |
| 9508 10 000 00
| მოძრავი ცირკები და მოძრავი სამხეცეები
|
დანართი №12
მგზავრის მიერ პირადი მოხმარებისთვის ან არაეკონომიკური მიზნით პირადი ბარგით შემოტანილი საქონლის განადგურების
ა ქ ტ ი №
„-------”-------------------- წ.
საქონლის დასახელება ______________________________________________________
რაოდენობა (კგ) ___________________________________________________________
განადგურების ადგილი ____________________________________________________
განადგურების მეთოდი _________________________________________________
კომისიის წევრები:
____________________________ _____________
(სახელი, გვარი, თანამდებობა) (ხელმოწერა)
____________________________ _____________
(სახელი, გვარი, თანამდებობა) (ხელმოწერა)
____________________________ _____________
(სახელი, გვარი, თანამდებობა) (ხელმოწერა)
____________________________ _____________
(სახელი, გვარი, თანამდებობა) (ხელმოწერა)
____________________________ _____________
(სახელი, გვარი, თანამდებობა) (ხელმოწერა)
მგზავრი _______________________________ ________________
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
შენიშვნა: