თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.11.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №340
სარეგისტრაციო კოდი 01022003010003016071
გამოქვეყნების წყარო სსმ, 146, 10/11/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 959 სიტყვა · ~5 წთ

დოკუმენტის ტექსტი

თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 62.95pt 56.7pt 62.95pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №34 0 2010 წლის 3 ნოემბერი ქ. თბილისი ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის განვითარების ხელშეწყობის კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ     მუხლი 1🔗 „ ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცდეს ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის განვითარების ხელშეწყობის კომისიის თანდართული შემადგენლობა (დანართი № 1) და დებულება (დანართი №2 ).     მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი     ნ. გილაური დანართი №1 ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის განვითარების ხელშეწყობის კომისიის შემადგენლობა ვერა ქობალია – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე დავით გიორგაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბოკუჩავა – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ვაჟა ბოლქვაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯამბულ ებანოიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაკაურიძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ მესხი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის მშენებლობის საქმეთა სამმართველოს უფროსი, კომისიის მდივანი მაია სიდამონიძე – სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე. დანართი №2 ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის განვითარების ხელშეწყობის კომისიის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის განვითარების ხელშეწყობის კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია „ ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.     მუხლი 2🔗 კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით „ ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ , ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.     მუხლი 3🔗 კომისიის შემადგენლობასა და დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა დადგენილებით. თავი II კომისიის ფუნქციები და უფლება-მოვალეობები     მუხლი 4🔗 კომისია: ა) ადგენს ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონაში სასტუმრო(ები)ს მშენებლობის მსურველთა განაცხადების მიღების ვადას; ბ) განიხილავს ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონაში სასტუმრო(ები)ს მშენებლობით დაინტერესებული ინვესტორების განაცხადებს და მათ მიერ წარდგენილი ინფორმაციის (ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან კომპანიის დაარსების შესახებ სასტუმრო(ები)ს მშენებლობის განხორციელებისა და ფუნქციონირებისათვის, სათანადო ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი) საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტულ ინვესტორთან ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რის შესახებაც შუამდგომლობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) წინაშე, რომელიც, თავის მხრივ, შუამდგომლობს თავისუფალი ტურისტული ზონის ფარგლებში არსებული მიწის ნაკვეთების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოსთან მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად პირდაპირ მიყიდვაზე `ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის განვითარების ხელშეწყობის შესახებ~ საქართველოს კანონით დადგენილი პირობების გათვალისწინებით; გ) ადგენს სასტუმრო(ები)ს მშენებლობის დამთავრების და მისი ექსპლუატაციაში შეყვანის ვადებს, აგრეთვე იღებს გადაწყვეტილებას ამ ვადების გაგრძელების შესახებ და მიმართავს სამინისტროს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული წინადადებებით მიმართავს თავისუფალი ტურისტული ზონის ფარგლებში არსებული მიწის ნაკვეთების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს.     მუხლი 5🔗 სამინისტრო თავისუფალი ტურისტული ზონის ფარგლებში არსებული მიწის ნაკვეთების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანოს მეშვეობით ახორციელებს სასტუმრო(ები)ს მშენებლობის მიმდინარეობის მონიტორინგს, საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია მოიწვიოს ექსპერტები და შესაბამის დასკვნებს წარუდგენს კომისიას.     მუხლი 6🔗 ინვესტორის მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში თავისუფალი ტურისტული ზონის ფარგლებში არსებული მიწის ნაკვეთების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საჯარიმო სანქციების გატარების ან/და ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, რის შესახებაც აცნობებს კომისიასა და სამინისტროს. თავი III კომისიის საქმიანობის წესი     მუხლი 7🔗 1. კომისიის მუშაობას ხელმძღვანელობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული კომისიის წევრი. 3. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.     მუხლი 8🔗 ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონაში სასტუმრო(ები)ს მშენებლობის განხორციელების მსურველი ინვესტორების განაცხადებს და მათ მიერ წარდგენილ ინფორმაციას წინასწარ შეისწავლის კომისიის მდივანი და წარუდგენს კომისიის ყველა წევრს. თავი IV გადაწყვეტილების მიღების წესი     მუხლი 9🔗 კომისია კონკურსში გამარჯვებული ინვესტორის გამოვლენას ახდენს სასტუმრო(ები)ს მშენებლობისა და ფუნქციონირებისათვის მის მიერ შემოთავაზებული პირობების, აგრეთვე ფინანსური საშუალებების შეფასების მიხედვით.     მუხლი 10🔗 კომისიის ყველა წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა 2/3-ზე მეტი.     მუხლი 11🔗 კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით. კომისიის დამსწრე წევრთა საერთო რაოდენობის რიცხვიდან ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.     მუხლი 12🔗 კომისიის სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე.     მუხლი 13🔗 კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული გადაწყვეტილება დაურთოს ოქმს, რის შესახებაც კეთდება აღნიშვნა.