„სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო და სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №987–№2-184 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№624
სარეგისტრაციო კოდი
340170000.22.033.014941
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 97, 10/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.22.033.014.941

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ერთობლივი

ბრძანება №624–№2-122

2010 წლის 4-5 აგვისტო

ქ. თბილისი

„სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო და სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის      2008 წლის 31 დეკემბრის №987–№2-184 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:

    მუხლი 1.

„სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო და სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №987–№2-184 ერთობლივ ბრძანებაში (სსმ III, 31.12.2008, №187, მუხ. 2026) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს „სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო და სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების შესახებ“ წესი თანდართული დანართებით (დანართი: №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №11, №12, №13).“.

2. ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის/ტრანზიტის ნებართვა არ მოითხოვება დანართი №13-ით განსაზღვრულ, მგზავრის მიერ პირადი ბარგით, ასევე საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე.“;

ბ) მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დანართი №13-ით განსაზღვრულ, მგზავრის მიერ პირადი ბარგით, ასევე საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე, გარდა მე-8 მუხლით დადგენილი უსაფრთხოების მიზნით მიღებული გადაწყვეტილებით გათვალისწინებული აუცილებელი შემთხვევებისა;“;

გ) მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მგზავრის მიერ პირადი ბარგით, ასევე საფოსტო გზავნილით შემოტანილ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელზე ვრცელდება ვეტერინარული კონტროლი, გარდა მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;“;

დ) ამოღებულ იქნეს მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი;

ე) 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა არ მოითხოვება დანართი №13-ით განსაზღვრულ, მგზავრის მიერ პირადი ბარგით, ასევე საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე.“;

ვ) 27-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დანართი №13-ით განსაზღვრულ, მგზავრის მიერ პირადი ბარგით, ასევე საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე, გარდა 34-ე მუხლით დადგენილი უსაფრთხოების მიზნით მიღებული გადაწყვეტილებით გათვალისწინებული აუცილებელი შემთხვევებისა;“.

3. ბრძანებას დაემატოს დანართი №13 თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.           

მინისტრის მოვალეობის

 შემსრულებელი      პ. პეტრიაშვილი

                                     ბ. კვეზერელი

დანართი №13

 

 

 

მგზავრის მიერ პირადი ბარგით, მათ შორის, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის (რომლის ღირებულება არ აღემატება 500 ლარს) ნუსხა, რომლებზეც არ ვრცელდება ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლი

საქონლის დასახელება

ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ,

 შვეიცარია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, 

თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა,

 რუსეთის ფედერაცია

სხვა ქვეყნები

ხორცისა და რძის პროდუქტები (რომლებიც არ საჭიროებს ტრანსპორტირების სპეციალურ პირობებს)

10 კგ

5 კგ

0

ჩვილ ბავშვთა რძის ფხვნილზე, ჩვილის საკვებსა და სამედიცინო მიზნისთვის გათვალისწინებულ სპეციალურ საკვებზე

გონივრული რაოდენობის ფარგლებში

გონივრული რაოდენობის ფარგლებში

გონივრული რაოდენობის ფარგლებში

თევზი და თევზის პროდუქტები (თევზი და კიბოსნაირნი, მოლუსკები, წყლის სხვა უხერხემლოები და მათი პროდუქტები, გარდა ხიზილალისა)

10 კგ

5 კგ

(თევზჭერის შედეგად მოპოვებული 1

 თევზის შემთხვევაში განუსაზღვრელი წონის)

5 კგ

წითელი და შავი ხიზილალა

0,2 კგ

0,2 კგ

0

ცხოველური წარმოშობის სხვა პროდუქტები

10 კგ

5 კგ

2 კგ

ცხოველური წარმოშობის ცხოველთა საკვები

5 კგ

5 კგ

0

მცენარეული წარმოშობის პროდუქტები

10 კგ

5 კგ

5 კგ

სარგავი და სათესლე მასალა

1კგ

0,5კგ

0

 

შენიშვნა: ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლი არ ვრცელდება საქონელზე, რომელიც შემოიტანება (მათ შორის, საფოსტო გზავნილით) ნიმუშის სახით ან/და საგამოფენო მიზნებისათვის მცირე რაოდენობით და არ არის განკუთვნილი ადამიანის მოხმარებისათვის.

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო და სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №987–№2-184 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.08.2010.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო და სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №987–№2-184 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
„სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო და სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №987–№2-184 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 04.08.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №624. სარეგისტრაციო კოდი — 340170000.22.033.014941.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო და სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №987–№2-184 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო და სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №987–№2-184 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.08.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო და სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №987–№2-184 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე, №624, 04.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 340170000.22.033.014941 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.08.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1088426/