„სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო და სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №987–№2-184 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.22.033.015.132
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ერთობლივი
ბრძანება №692–№2-144
2010 წლის 31 აგვისტო
ქ. თბილისი
„სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო და სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №987–№2-184 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:
მუხლი 1.
„სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო და სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №987–№2-184 ერთობლივ ბრძანებაში (სსმ III, 31.12.08, №187, მუხლი 2026) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით და 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონტროლის პროცედურები განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტებზე სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდგომ.“.
2. ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო და სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების შესახებ წესის“:
ა) მე-2 მუხლის:
ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ვეტერინარული კონტროლი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) საბაჟო ორგანოს (შემდგომში – საბაჟო ორგანო) მიერ განხორციელებული ვეტერინარული კონტროლი;“;
ა.ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) სასაზღვრო საკარანტინო ზონა – საქართველოს სახელმწიფო საზღვართან განთავსებული საბაჟო კონტროლის ზონის ნაწილი, აგრეთვე საბაჟო კონტროლის ზონის გარეთ მდებარე ტერიტორია ან საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეული ან კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ადგილი, სადაც უზრუნველყოფილია საკარანტინო ობიექტის დაცულობა და შესაძლებელია შესაბამისი საბაჟო პროცედურების განხორციელება, სადაც საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შესაბამისად, ხდება კონტროლის ობიექტის განთავსება;“;
ა.გ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ფ) საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი – საბაჟო ორგანოს შესაბამისი სპეციალობის მქონე თანამშრომელი, რომელიც შემოსავლების სამსახურის უფროსის შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე უფლებამოსილია განახორციელოს ფიტოსანიტარიული კონტროლი ან/და ვეტერინარული კონტროლი.“;
ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. შემოსავლების სამსახური წარმოადგენს ამ წესის მე-11-მე-15 მუხლებით გათვალისწინებული ვეტერინარული კონტროლის და მე-16 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის იმპორტზე, ტრანზიტსა და ექსპორტზე.“;
გ) მე-11 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ერთი ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის/ტრანზიტის ნებართვის საფუძველზე შესაძლებელია ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის საქართველოში შემოტანა განხორციელდეს ეტაპობრივად, რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებით, თუ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის თანმხლები დოკუმენტებით დასტურდება, რომ თითოეული სასაქონლო პარტია წარმოადგენს იმ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაწილს, რომელზედაც გაიცა ნებართვა, ამ შემთხვევაში ნებართვის ორიგინალი რჩება გამგზავნ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში სათანადო აღნიშვნით იქამდე, სანამ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულისაქონლის ბოლო ნაწილი არ შემოვა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ხოლო ნებართვის ასლზე საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი უთითებს შემოსული ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის რაოდენობას, ამოწმებს პირადნომრიანი ბეჭდით და უბრუნებს კონტროლის ობიექტზე პასუხისმგებელ პირს შემდგომი საბაჟო პროცედურებისათვის, ხოლო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ბოლო პარტიის შემოტანისას მიყვება ნებართვის ორიგინალი.
4. დოკუმენტური შემოწმებისას, როდესაც ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელზე არ იქნება წარდგენილი ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის/ტრანზიტის ნებართვა ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა სავალდებულო დოკუმენტი, ხორციელდება ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული სასაქონლო პარტიის დროებითი შენახვა, აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენის მიზნით, რისთვისაც პირს ეძლევა 3 სამუშაო დღის ვადა. დროებით შეჩერებული ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული სასაქონლო პარტია განთავსდება სასაზღვრო საკარანტინო ზონაში (შემდგომში – საკარანტინო ზონა). თუ საკარანტინო ზონისათვის შერჩეული ადგილი არ არის სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის ტერიტორიაზე, მაშინ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული სასაქონლო პარტიის საკარანტინო ზონამდე გადაადგილებისათვის (საკარანტინო ზონაში სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება უნდა მოხდეს შეძლებისდაგვარად მცირე დროის მონაკვეთში) საბაჟო ორგანოს საამისოდ უფლებამოსილი პირი „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით დადგენილი წესით გამოწერს “საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობას“, რომელზედაც კეთდება შესაბამისი აღნიშვნა „ექვემდებარება ვეტერინარულ კონტროლს“ ამ ბრძანების დანართი №4-ის შესაბამისად. სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ვეტერინარული კონტროლის განხორციელების მიზნით საჭირო დოკუმენტაციის წარუდგენლობისას საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას კონტროლის ობიექტის შემოტანაზე უარის თქმისა და უკან დაბრუნების შესახებ, რის შემდგომ ვეტერინარულ სერტიფიკატზე ან სხვა დოკუმენტზე კეთდება წითელი აღნიშვნა „საქონლის შემოტანაზე უარი ითქვა – დაბრუნებულია“ ამ ბრძანების დანართი №5-ის შესაბამისად.“;
დ) მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოში შემოსული ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ტრანზიტული საქონელი ექვემდებარება დოკუმენტურ და, საჭიროების შემთხვევაში, იდენტურობისა და ფიზიკურ შემოწმებას სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში შემოსვლისას, ამ წესის მე-10 მუხლის შესაბამისად. აღნიშნული კონტროლის შედეგების აღრიცხვა წარმოებს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ, ამ წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.“;
ე) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. ვეტერინარული კონტროლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი დოკუმენტური, იდენტურობისა და ფიზიკური შემოწმებების შედეგად იღებს შემდეგ გადაწყვეტილებებს:
ა) თუ ვეტერინარული კონტროლის ობიექტი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ვეტერინარულ სერტიფიკატზე დაისმება ამ ბრძანების დანართი №3-ით გათვალისწინებული აღნიშვნა – “ვეტერინარული კონტროლი ჩატარებულია“, რომლის შემდეგ მას ეძლევა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის მიზნით შემდგომი გადაადგილების უფლება;
ბ) თუ ვეტერინარული კონტროლის ობიექტი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ვეტერინარულ სერტიფიკატზე დაისმება ამ ბრძანების დანართი №5-ით გათვალისწინებული აღნიშვნა – “საქონლის შემოტანაზე უარი ითქვა – დაბრუნებულია“, რომლის საფუძველზეც მას ეკრძალება საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის მიზნით შემდგომი გადაადგილება;
გ) თუ ვერ ხერხდება ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული იმ საქონლის გატანა, რომლის შემოტანაზეც უარი ითქვა, მაშინ ხორციელდება ლაბორატორიული შემოწმების მიზნით ნიმუშის აღება. იმ შემთხვევაში, თუ ლაბორატორიული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ეს საქონელი უსაფრთხოა ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, სასაქონლო პარტია ექვემდებარება საბაჟო კოდექსის 87-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის განკარგვის ღონისძიებას, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის მიმართ ხორციელდება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ განადგურების საბაჟო დამუშავების ოპერაცია კონტროლის ობიექტზე პასუხისმგებელი პირის მიერ. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის განადგურება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ დასაშვებია „საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განადგურების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1758 ბრძანებით გათვალისწინებული წესით;
დ) ამ წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი ექვემდებარება საკარანტინო ზონაში ტრანსპორტირებას და შენახვას;
ე) სათანადო დასაბუთების არსებობისას, ნებისმიერი დამატებითი შემოწმების განხორციელების თაობაზე, მათ შორის, ლაბორატორიული შემოწმებისათვის ნიმუშების აღებაზე;
ვ) დამატებითი შემოწმების დასრულებამდე ცოცხალი ცხოველების კარანტინში მოთავსების აუცილებ-ლობისას არსებული საფრთხის გათვალისწინებით მათი ქვემოთ მითითებულ საკარანტონო ადგილებში განთავსების თაობაზე:
ვ.ა) სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ან მის უშუალო სიახლოვეს;
ვ.ბ) დანიშნულების ადგილზე არსებულ მიწის ნაკვეთზე;
ვ.გ) დანიშნულების ადგილზე არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე საკარანტინო ზონაში.“;
ვ) მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ვეტერინარული კონტროლის დასრულების შემდეგ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი, განხორციელებული ვეტერინარული კონტროლის სახეობისა და შედეგების საფუძველზე, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას აღრიცხავს „სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის ჩატარების აქტში“ ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად. „სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის ჩატარების აქტი“ ივსება ორ ეგზემპლარად, მოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და პირადნომრიანი ბეჭდით. აქტი ნაწილდება შემდეგნაირად:
ა) პირველი ეგზემპლარი გადაეცემა კონტროლის ობიექტზე პასუხისმგებელ პირს;
ბ) მეორე ეგზემპლარი ინახება სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში.“;
ზ) მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებსა და დიპლომატიური სტატუსის მქონე პირების პირად ნივთებზე, დიპლომატიურ ფოსტასა და საკონსულო ვალიზაზე. თუ არსებობს ინფორმაცია, რომ აღნიშნულ პირთა პირადი ნივთებით გადაიტანება საშიში ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი, მაშინ კონტროლი ხორციელდება მხოლოდ ამავე პირთა ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების თანდასწრებით. საკონსულო ვალიზის შემთხვევაში – საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით. საკონსულო ვალიზის გახსნაზე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებისა და დიპლომატიური სტატუსის მქონე პირების ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ უარის თქმის შემთხვევაში იგი უბრუნდება გამომგზავნს;“;
თ) მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის “ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ამ ბრძანების დანართი №12-ის შესაბამისად ადგენს „მგზავრის მიერ პირადი მოხმარებისათვის ან არაეკონომიკური მიზნით პირადი ბარგით შემოტანილი საქონლის განადგურების აქტს“ 2 ეგზემპლარად, რომლის პირველი ეგზემპლარი რჩება საბაჟო ორგანოში, ხოლო მეორე ეგზემპლარი მოთხოვნისამებრ გადაეცემა საქონლის მფლობელს ან მის წარმომადგენელს.“;
ი) 27-ე მუხლის:
ი.ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელების შემდეგ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ავსებს „სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის ჩატარების აქტს“ ამ ბრძანების დანართი №7-ის შესაბამისად.
4. „სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის ჩატარების აქტი“ ივსება 2 ეგზემპლარად, მოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და პირადნომრიანი ბეჭდით. აქტი ნაწილდება შემდეგნაირად:
ა) პირველი ეგზემპლარი – გადაეცემა კონტროლის ობიექტზე პასუხისმგებელ პირს;
ბ) მეორე ეგზემპლარი – ინახება სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში.“;
ი.ბ) მე-8 პუნქტის “ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებსა და დიპლომატიური სტატუსის მქონე პირების პირად ნივთებზე, დიპლომატიურ ფოსტასა და საკონსულო ვალიზაზე. თუ არსებობს ინფორმაცია, რომ აღნიშნულ პირთა პირადი ნივთებით გადაიტანება საკარანტინო ობიექტი, მაშინ კონტროლი ხორციელდება მხოლოდ ამავე პირთა ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების თანდასწრებით. საკონსულო ვალიზის შემთხვევაში – საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით. საკონსულო ვალიზის გახსნაზე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებისა და დიპლომატიური სტატუსის მქონე პირების ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ უარის თქმის შემთხვევაში იგი უბრუნდება გამომგზავნს;“;
კ) 28-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ერთი ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის საფუძველზე შესაძლებელია ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებულისაქონლის საქართველოში შემოტანა განხორციელდეს ეტაპობრივად, რამოდენიმე სატრანსპორტო საშუალებით, თუ ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის თანმხლები დოკუმენტებით დასტურდება, რომ თითოეული სასაქონლო პარტია წარმოადგენს იმ ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნაწილს, რომელზედაც გაიცა ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა, ამ შემთხვევაში ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის ორიგინალი რჩება გამგზავნ საბაჟო ორგანოში სათანადო აღნიშვნით იქამდე, სანამ სასაქონლო პარტიის ბოლო ნაწილი არ შემოვა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ხოლო ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის ასლზე საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი უთითებს შემოტანილი სასაქონლო პარტიის რაოდენობას, ამოწმებს პირადნომრიანი ბეჭდით და უბრუნებს ფიტოსანიტარიული კონტროლის ობიექტზე პასუხისმგებელ პირს შემდგომი საბაჟო პროცედურებისათვის, ხოლო ბოლო სასაქონლო პარტიის შემოტანისას მას მიყვება ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის ორიგინალი.
5. დოკუმენტური შემოწმების ჩატარების შემდეგ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატს ან საჭიროების შემთხვევაში სხვა დოკუმენტს (სატრანსპორტო ზედდებული, კონოსამენტი, ავიაზედდებული და სხვა) ადასტურებს აღნიშვნით “ფიტოსანიტარიული კონტროლი ჩატარებულია“ ამ ბრძანების დანართი №8-ის შესაბამისად.
6. დოკუმენტური შემოწმებისას, როდესაც ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელზე არ იქნება წარდგენილი ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა სავალდებულო დოკუმენტი, ხორციელდება ამ საქონლის დროებითი შენახვა, აღნიშნული დოკუმენტების წარდგენის მიზნით, რისთვისაც პირს ეძლევა 3 სამუშაო დღის ვადა. დროებით შეჩერებული სასაქონლო პარტია განთავსდება საკარანტინო ზონაში. თუ საკარანტინო ზონისათვის შერჩეული ადგილი არ არის სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის ტერიტორიაზე, მაშინ სასაქონლო პარტიის საკარანტინო ზონამდე გადაადგილებისათვის (საკარანტინო ზონაში სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება უნდა მოხდეს შეძლებისდაგვარად მცირე დროის მონაკვეთში) საბაჟო ორგანოს საამისოდ უფლებამოსილი პირი “საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით დადგენილი წესით გამოწერს “საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობას, რომელზედაც კეთდება შესაბამისი აღნიშვნა “ექვემდებარება ფიტოსანიტარიულ კონტროლს“ ამ ბრძანების დანართი №9-ის შესაბამისად. სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელების მიზნით, საჭირო დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას კონტროლის ობიექტის შემოტანაზე უარის თქმის და უკან გაბრუნების შესახებ, რის შემდგომ ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატზე ან სხვა დოკუმენტზე კეთდება წითელი აღნიშვნა „საქონლის შემოტანაზე უარი ითქვა – დაბრუნებულია“ ამ ბრძანების დანართი №5-ის შესაბამისად.“;
ლ) 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ფიზიკური შემოწმების შედეგებს (გარდა ფიზიკური პირის მიერ საქართველოში შემოტანილი, პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის ფიზიკური შემოწმებისა) საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ასახავს „სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის ჩატარების აქტში“ ამ ბრძანების დანართი №7-ის შესაბამისად.“;
მ) 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დოკუმენტური, იდენტურობისა და ფიზიკური შემოწმებების შედეგად მიიღება შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) თუ კონტროლის ობიექტი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობითა და მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს, ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატზე დაისმება ამ ბრძანების დანართი №8-ით გათვალისწინებული აღნიშვნა – “ფიტოსანიტარიული კონტროლი ჩატარებულია“, რომლის შემდეგ მას ეძლევა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება;
ბ) თუ კონტროლის ობიექტი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობითა და მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს, ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატზე ან სხვა დოკუმენტზე (თუ არ ახლავს ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი) დაისმება ამ ბრძანების დანართი №5-ით გათვალისწინებული აღნიშვნა – „საქონლის შემოტანაზე უარი ითქვა – დაბრუნებულია“, რომლის საფუძველზეც მას ეკრძალება საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა;
გ) კონტროლის ობიექტი ექვემდებარება საკარანტინო ზონაში გადაადგილებას;
დ) საჭიროების შემთხვევაში დამატებითი შემოწმების ჩატარება, ნიმუშების აღება და ლაბორატორიაში გაგზავნა;
ე) თუ ვერ ხერხდება ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული იმ საქონლის გატანა, რომლის შემოტანაზეც უარი ითქვა ამ წესის 28-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მაშინ ხორციელდება ლაბორატორიული გამოკვლევის მიზნით ნიმუშის აღება. იმ შემთხვევაში, თუ ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეს საქონელი უსაფრთხოა მცენარეთა სიჯანსაღისათვის, სასაქონლო პარტია ექვემდებარება საქართველოს საბაჟო კოდექსის 87-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის განკარგვის ღონისძიებას, გარდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ განადგურებისა, ხოლო, თუ ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეს საქონელი წარმოადგენს საფრთხეს მცენარეთა სიჯანსაღისათვის, ამ შემთხვევაში ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის მიმართ ხორციელდება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ განადგურების საბაჟო დამუშავების ოპერაცია კონტროლის ობიექტზე პასუხისმგებელი პირის მიერ. ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის განადგურება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ დასაშვებია „საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განადგურების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1758 ბრძანებით გათვალისწინებული წესით.
2. საკარანტინო ორგანიზმების გამოვლენისას ან როდესაც კონტროლის ობიექტი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობითა და მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი აღნიშნული ფაქტის გამოვლენიდან მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე, ამ ბრძანების დანართი №11-ის შესაბამისად აცნობებს სამსახურს, ხოლო სამსახური უგზავნის შეტყობინებას ექსპორტიორი ქვეყნის მცენარეთა დაცვის სამსახურს ფიტოსანიტარიული ზომების საერთაშორისო სტანდარტი №13-ის „სახელმძღვანელო შეუსაბამობისა და გადაუდებელი ქმედებების ნოტიფიკაციისათვის” მოთხოვნათა შესაბამისად.“;
ნ) 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ამ ბრძანების დანართი №12-ის შესაბამისად ადგენს „მგზავრის მიერ პირადი მოხმარებისათვის ან არაეკონომიკური მიზნით პირადი ბარგით შემოტანილი საქონლის განადგურების აქტს“ 2 ეგზემპლარად, რომლის პირველი ეგზემპლარი რჩება საბაჟო ორგანოში, მეორე ეგზემპლარი მოთხოვნისამებრ გადაეცემა საქონლის მფლობელს ან მის წარმომადგენელს.“.
3. ბრძანების №2, №3, №4, №5, №7, №8, №9, №10 და №11 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
ბ. კვეზერელი
დანართი№2
სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის ჩატარების
აქტი №000000
|
საქონლის დასახელება __________________________ სეს ესნ კოდი
წონა ---------- საბაჟო რეჟიმი -------------- ვეტერინარული სერტიფიკატი №--------
ნებართვა №_________
სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული ლუქის № -------------------
| დოკუმენტური შემოწმება | ||
| 1. ვეტერინარული სერტიფიკატი აკმაყოფილებს იმპორტის მოთხოვნებს 2. დოკუმენტებში არსებული მონაცემები შეესაბამება ერთმანეთს 3. წარმოდგენილი დოკუმენტები არასრულია | დიახ □ დიახ □ დიახ □ | არა □1 არა □2 არა □3 |
| იდენტურობის შემოწმება | ||
| 4. საქონელი შეესაბამება ვეტერინარულ სერტიფიკატში აღნიშნული საქონლის დასახელებას 5. ტრანსპორტირების პირობები დაცულია 6. საქონელი შეფუთულია, გააჩნია ეტიკეტი, გამოშვებისა და ვარგისიანობის ვადები | დიახ □ დიახ □ დიახ □ | არა □4 არა □5 არა □6 |
| ფიზიკური შემოწმება | ||
| 7. ჩატარდა საქონლის ფიზიკური, ქიმიური ტესტირება 8. ჩატარდა საქონლის ორგანოლეპტიკური შემოწმება 9. საჭიროა დამატებითი შემოწმების ჩატარება, ნიმუშების აღება და ლაბორატორიაში გაგზავნა | დიახ □ დიახ □ დიახ □ | არა□7 არა□8 არა□9 |
| გადაწყვეტილებები: 10. საქონელი შეესაბამება იმპორტის მოთხოვნებს, შემოტანა ნებადართულია 11. საქონელი არ შეესაბამება იმპორტის მოთხოვნებს, შემოტანაზე უარი ითქვა 12. ექვემდებარება საკარანტინო ზონაში გადაადგილებას 13. საჭიროა დამატებითი ლაბორატორიული შემოწმება |
□10 □11 □12 □13 | |
|
კონტროლი დაიწყო: თარიღი ____ ____________ დრო ___ ____ კონტროლი დასრულდა: თარიღი ____ ____________ დრო ___ ____
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ------------------------------ ---------------------------------- (სახელი, გვარი) (პირადნომრიანი ბეჭედი №) შენიშვნა:
|
დანართი №3
| სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი № ვეტერინარული კონტროლი ჩატარებულია ა) დოკუმენტური შემოწმება ჩატარებულია ბ) იდენტურობის შემოწმება ჩატარებულია გ) ფიზიკური შემოწმება ჩატარებულია საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ---------------------- (ხელმოწერა) თარიღი: „----“ ------------- 20----- |
|
|
დანართი №4
|
სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი №
ექვემდებარება ვეტერინარულ კონტროლს
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი: ------------------ (ხელმოწერა) თარიღი: „----“ ------------- 20-----
|
|
|
დანართი №5
|
სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი № X საქონლის შემოტანაზე უარი ითქვა - დაბრუნებულია Rejected–Re-dispatched საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი: -------------------------- (ხელმოწერა) თარიღი: „–––––“ ––––––– 20––––– |
|
|
დანართი №7
სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის ჩატარების აქტი № 000000
საქონლის დასახელება –––––––––––––––––––––––––––––––– სეს ესნ კოდი
წონა ––––––––– საბაჟო რეჟიმი –––––––––––– ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი №
ნებართვა №––––––––
სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული ლუქის №–––––––––––
| დოკუმენტური შემოწმება | ||
| 1. ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი აკმაყოფილებს იმპორტის მოთხოვნებს 2. დოკუმენტებში არსებული მონაცემები შეესაბამება ერთმანეთს 3. წარმოდგენილი დოკუმენტები არასრულია | დიახ დიახ დიახ | არა 1 არა 2 არა 3 |
| იდენტურობის შემოწმება | ||
| 4. საქონელი შეესაბამება ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატში აღნიშნული საქონლის დასახელებას 5. ტრანსპორტირების პირობები დაცულია 6. საქონელი შეფუთულია, გააჩნია ეტიკეტი, გამოშვებისა და ვარგისიანობის ვადები | დიახ დიახ დიახ | არა 4 არა 5 არა 6 |
| ფიზიკური შემოწმება |
|
|
|
| 7. საქონლის გარეგნული შემოწმებისას აღმოჩენილია დაზიანებები 8. ჩატარებულია საქონლის ფუმიგაცია, სითბური და/ან ქიმიური დამუშავება 9. საქონელი შეიცავს მცენარეთა საკარანტინო ობიექტებს | დიახ დიახ დიახ | არა7 არა8 არა9 |
|
| გადაწყვეტილებები: 10. საქონელი შეესაბამება იმპორტის მოთხოვნებს, შემოტანა ნებადართულია 11. საქონელი არ შეესაბამება იმპორტის მოთხოვნებს, შემოტანაზე უარი ითქვა 12. ექვემდებარება საკარანტინო ზონაში გადაადგილებას 13. საჭიროა დამატებითი ლაბორატორიული შემოწმება |
10 11 12 13 | ||
|
| |||
| კონტროლი დაიწყო: თარიღი ____ ____________ დრო ___ ____ კონტროლი დასრულდა: თარიღი ____ ____________ დრო ___ ____
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ---------------------------- ------------------------------ (სახელი, გვარი) (პირადნომრიანი ბეჭედი №)
შენიშვნა: | |||
დანართი №8
| სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი № ფიტოსანიტარიული კონტროლი ჩატარებულია ა) დოკუმენტური შემოწმება ჩატარებულია ბ) იდენტურობის შემოწმება ჩატარებულია გ) ფიზიკური შემოწმება ჩატარებულია საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ------------------------ (ხელმოწერა) თარიღი „----“ -------------20 ----- |
|
|
დანართი №9
| სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი №
ექვემდებარება ფიტოსანიტარიულ კონტროლს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი----------------------- (ხელმოწერა) თარიღი „----“ ------------- 20-----
|
|
|
| დანართი №11 შეტყობინება ფიტოსანიტარიული მოთხოვნების დარღვევის შესახებ
|
| საქონლის გამგზავნი: (დასახელება და მისამართი) საქონლის მიმღები: (დასახელება და მისამართი) შეუსაბამობები:
სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის გადაწყვეტილება: მცენარეთა ბოტანიკური სახელწოდებები, რაოდენობა: _________________________________________________________________________________ _________________________________________________________________________________ ფიტოსანიტარიული სერ ტ იფიკატის №: _____________________________________ გაცემის ადგილი: _______________________________________________________ გაცემის თარიღი: _____________________________________________________
|
| საქონლის წარმოშობის ქვეყანა: _________________________________________ ექსპორტიორი ქვეყანა: ________________________________________________ სატრანსპორტო საშუალება: ____________________________________________ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი: _________________________________________ |
|
|
| თარიღი: |
|
| . |
|
| . |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ............................ .................. ...........................
(სახელი, გვარი, ხელმოწერა, პირადნომრიანი ბეჭედი)
ბ.ა.