გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.11.2010
ძალის დაკარგვა 11.02.2015
გამომცემი ორგანო გურჯაანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 140060000.35.166.016015
გამოქვეყნების წყარო სსმ, 51, 16/11/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 926 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.11.2010 მიღება
11.02.2015 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.a, li.a, div.a {mso-style-name:Стиль; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:44.95pt 55.3pt 35.95pt 81.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №30 2010 წლის 5 ნოემბერი ქ. გურჯაანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის თანდართული დებულება. 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე                                           ზ. იაგანაშვილი  გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი 1. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამუშაოების ჩატარებას.     მუხლი 2🔗 სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონით, „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონით, „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით, გამგეობის დებულებითა და წინამდებარე დებულებით.     მუხლი 3🔗 სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულო მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.     მუხლი 4🔗 სამსახურს აქვს შტამპი, ბლანკი, ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით. თავი 2. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები  მუხლი 5🔗 1. სამსახურის ძირითადი ამოცანაა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის, ხანძრების ჩაქრობისა და სამაშველო სამუშაოების განხორციელება-აღრიცხვა. 2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:  ა) ხანძრების პროფილაქტიკის ორგანიზება, მათი ჩაქრობა და სამაშველო სამუშაოების ჩატარება;  ბ) სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებათა შესახებ წინადადებათა მომზადება და ამ ღონისძიებათა გატარების კოორდინაცია;  გ) უზრუნველყოფს ხანძრის ჩაქრობას მუნიციაპლიტეტის ტერიტორიაზე;  დ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობას ღებულობს საქართველოს ტერირტორიაზე სახანძრო-სამშველო სამუშაოების შესრულებაში და დაგეგმილ სახანძრო-სამაშველო სწავლებაში;  ე) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავებისათვის წინადადებების მომზადებას;  ვ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების შესრულების წესების შემუშავებაში, უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრებისა და მათი შედეგების, პირველი რიგის საავარიო -სამაშველო (ტექნიკური) სამუშაოების აღრიცხვას;  ზ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში ურთიერთთანამშრომლობს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურებთან, სხვა ორგანიზაცია-დაწესებულებებთან;  ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.  თავი 3. სამსახურის ხელმძღვანელობა და საჯარო მოსამსახურეები     მუხლი 6🔗 1. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2. სამსახურის უფროსი ახორციელებს ამ დებულებით, გამგებლის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე. 3. სამსახურის უფროსი: ა) ანაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა შორის;  ბ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;  გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;  დ) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;  ე) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;  ვ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.     მუხლი 7🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები 1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ: ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით; ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.     მუხლი 8🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა მოვალეობები 1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:  ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი;     ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;     გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;       დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;  ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;  ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას. თავი 4. სამსახურის დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი     მუხლი 9🔗 სამსახურის დებულებასა და სტრუქტურაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.