გორის რაიონში განთავსებული უფლისციხის ნავთობბაზის დაუმთავრებელი ნაგებობების 6მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №668
1996 წლის 14 ოქტომბერი
ქ. თბილისი
გორის რაიონში განთავსებული უფლისციხის ნავთობბაზის დაუმთავრებელი ნაგებობის მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემის შესახებ
გორის რაიონში არსებული უფლისციხის ნავთობბაზის დაუმთავრებელი ნაგებობის ქ. გორის მერიისათვის მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით, „საკუთრების უფლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, საკუთრების ობიექტების ნუსხის საკუთრების უფლების ცალკეულ სახეობათა მიხედვით განსაზღვრის შესაბამისი საკანონმდებლო აქტის უქონლობის გამო:
1. გადაეცეს სახელმწიფო ჰოლიდგური კომპანია „საქნავთობპროდუქტების“ უფლისციხის ნავთობბაზის დაუმთავრებელი ნაგებობა ქ. გორის მერიას მუნიციპალურ საკუთრებაში.
2. ქ. გორის მერიამ უზრუნველყოს უფლისციხის ნავთობბაზის დაუმთავრებელი ნაგებობის მშენებლობის დამთავრება და მისი პროფილის შენარჩუნება საექსპლუატაციოდ გადაცემის შემდგომ.
3. ბრძანებულების შესრულების კონტროლი დაევალოს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს (ა. სილაგაძე).
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გორის რაიონში განთავსებული უფლისციხის ნავთობბაზის დაუმთავრებელი ნაგებობების 6მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემის შესახებ“?
- დიახ, სამართლებრივი აქტი „გორის რაიონში განთავსებული უფლისციხის ნავთობბაზის დაუმთავრებელი ნაგებობების 6მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
- სად არის „გორის რაიონში განთავსებული უფლისციხის ნავთობბაზის დაუმთავრებელი ნაგებობების 6მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „გორის რაიონში განთავსებული უფლისციხის ნავთობბაზის დაუმთავრებელი ნაგებობების 6მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/108922/