,,ცხინვალის რეგიონის სტატუსის განსაზღვრისათვის ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობის კომისიის შექმნის შესახებ”
მიღების თარიღი 28.01.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.10.003.000.155
გამოქვეყნების წყარო სსმ, 13, 04/02/2005
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.01.2005 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
,,ცხინვალის რეგიონის სტატუსის განსაზღვრისათვის ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობის კომისიის შექმნის შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:27.0pt 52.05pt 1.0in 63.8pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №21
2005 წლის 28 იანვარი
ქ. თბილისი
ცხინვალის რეგიონის სტატუსის განსაზღვრისათვის ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობის კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს მიერ ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისა და ცხინვალის რეგიონის სტატუსის განსაზღვრისათვის წინადადებების შემუშავების მიზნით:
1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი პაპუაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ზინაიდა ბესტაევა – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ლევან გერაძე – კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მთავარი სპეციალისტი
დავით გვათუა – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე
ქეთევან ერემაძე – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე
გიორგი ვოლსკი – კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
ნატო ზაალიშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი
დავით კერესელიძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი – პრემიერ-მინისტრის მრჩეველი
გიორგი კვერენჩხილაძე – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე
თამარ კოვზირიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე
გიორგი კუბლაშვილი – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის შიდა კონფლიქტების მოწესრიგების განყოფილების მთავარი მრჩეველი
კოტე კუბლაშვილი – საქართველოს პრეზიდენტთან არსებული რეფორმებისა და განვითარების ფონდის დირექტორი (ექსპერტი)
გოჩა ლორთქიფანიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში
ბესიკ ლოლაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
გიორგი ლორია – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის შიდა კონფლიქტების მოწესრიგების განყოფილების უფროსი
გიორგი ნიკოლაიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში
გიორგი ჩხეიძე – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი
დიმიტრი ძაგნიძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსი
გიორგი ხუბუა – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი
ლელა ჯანაშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.
2. მოწვეულ იქნენ მრჩევლებად ვენეციის კომისიის წარმომადგენლები: პროფ. ჯორჯიო მალინვერნი (შვეიცარია), პროფ. ჟან-კლოდ შოლსემი (ბელგია), პროფ. სერჯიო ბარტოლე (იტალია), პროფ. ჰანს-ჰაინრიხ ფოგელი (შვედეთი, გერმანია), ჯანი ბუკიკიო (ვენეციის კომისიის მდივანი), ტომას მარკერტი (ვენეციის კომისიის მდივნის მოადგილე).
3. კომისიის ამოცანაა შეიმუშაოს წინადადებები და რეკომენდაციები ცხინვალის რეგიონის სტატუსის განსაზღვრისათვის და ორ თვეში წარუდგინოს ისინი საქართველოს მთავრობას.
4. კომისია უფლებამოსილია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან გამოითხოვოს თავისი საქ-მიანობისათვის საჭირო ინფორმაცია.
5. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს, იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს.
6. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
7. გადაწყვეტილება მიიღება, თუ მას მხარს უჭერს სხდომის დამსწრეთა ორი მესამედი.
8. კომისია საქმიანობას წყვეტს საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე ან კომისიის მიერ დასახული მიზნების მიღწევისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია