„საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 9 ივნისის №500-№653 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი
ბრძანება №843-№970
2010 წლი ს 11 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 9 ივნისის №500-№653 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:
მუხლი 1
„საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 9 ივნისის №500-№653 ერთობლივი ბრძანებით (სსმIII, 10.06.08, №82, მუხლი 890) დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის:
ა) „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საბაჟო კონტროლის ზონა – სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებებში საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელების ადგილი, აგრეთვე საექსპერტო შემოწმების მიზნით ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენისა და დათვალიერებისათვის გამოყოფილი ტერიტორია;“;
ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) „ერთი ფანჯრის“ პრინციპი – ამ ბრძანებით განსაზღვრული მიზნებისათვის სააგენტოს და საბაჟო ორგანოს შეთანხმებული და კოორდინირებული საქმიანობა (ტერიტორიული თვალსაზრისით ერთ ადგილას განთავსებული საბაჟო კონტროლის ზონა, სარეგისტრაციო, საექსპერტიზო და საბანკო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებები);“;
გ) „ვ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალება – საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევარმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება;“.
2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებას, საბაჟო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფას, საბაჟო კონტროლის დოკუმენტების გაფორმებას და სავალდებულო რეგისტრაციას, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტო და საბაჟო ორგანო ახორციელებენ „ერთი ფანჯრის“ პრინციპით.”
3. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) რომლებიც რეგისტრირებულია უცხოეთში და გადაადგილდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ“.
4. მე-10 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საბაჟო დეკლარაციის წარდგენა ხდება 45 კალენდარულ დღეში, რომელიც აითვლება:
ა) თავისი სვლით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მისაბმელზე და ნახევარმისაბმელზე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან;
ბ) სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე – გამგზავნ საბაჟო ორგანოში საქონლის ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გამოწერილი „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობისათვის” მინიჭებული „D” ნომრის გასწვრივ მითითებული შევსების თარიღიდან.”;
ბ) 21 პუნქტის „ა“და „ბ“ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 90 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;
ბ) მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 65 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.“;
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარირება ხორციელდება „საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №21-ით გათვალისწინებული „სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №3”-ით და ამავე ბრძანების დანართი №20-ით გათვალისწინებული „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურების განთავსების ადგილებში შექმნილ საბაჟო კონტროლის ზონებში საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ” ინსტრუქციით განსაზღვრული წესების შესაბამისად.“
5. მე-18 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ექსპორტის საბაჟო რეჟიმში ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარირება ხორციელდება „საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №21-ით გათვალისწინებული „სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №3“-ით და ამავე ბრძანების დანართი №24-ით გათვალისწინებული „საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურების განთავსების ადგილებში შექმნილ საბაჟო კონტროლის ზონებში საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ინსტრუქციით განსაზღვრული წესების შესაბამისად.
4. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი თხოვნით მიმართავს სააგენტოს დეკლარაციის შევსების თაობაზე.“.
6. მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) რომლებიც რეგისტრირებულია უცხოეთში და გადაადგილდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ“.
7. 21-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საბაჟო დეკლარაციის წარდგენა ხდება 45 კალენდარულ დღეში, რომელიც აითვლება:
ა) თავისი სვლით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მისაბმელზე და ნახევარმისაბმელზე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან;
ბ) სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე – გამგზავნ საბაჟო ორგანოში საქონლის ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გამოწერილი „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობისათვის” მინიჭებული „D” ნომრის გასწვრივ მითითებული შევსების თარიღიდან.“;
ბ) მე-3 პუნქტის „ა“და „ბ“ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 90 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;
ბ) მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 65 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.“;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარირება ხორციელდება „საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №21-ით გათვალისწინებული „სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №3”-ით და ამავე ბრძანების დანართი №25-ით გათვალისწინებული „საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურების განთავსების ადგილებში შექმნილ საბაჟო კონტროლის ზონებში საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ინსტრუქციით განსაზღვრული წესების შესაბამისად.“.
8. 23-ე მუხლის „დ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) რომლებიც რეგისტრირებულია უცხოეთში და გადაადგილდება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ”.
9. 24-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული ან მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრირებული ან დროებით დასაწყობებული ავტოსატრანსპორტო საშუალება საექსპერტო შემოწმებისათვის (გარდა იურიდიული პირების მიერ შემოტანილი ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა) და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის ფორმა №2”-ის (შემდგომში – აღრიცხვის მოწმობის ფორმა №2) გამოწერის მიზნით წარუდგინოს სააგენტოს საბაჟო კონტროლის ზონაში;”;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარირება ხორციელდება „საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №21-ით გათვალისწინებული „სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №3”-ით და ამავე ბრძანების დანართი №26-ით გათვალისწინებული „საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ს.ს.ი.პ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურების განთავსების ადგილებში შექმნილ საბაჟო კონტროლის ზონებში საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ” ინსტრუქციით განსაზღვრული წესების შესაბამისად.”.
10. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში დროებითი დასაწყობების შემთხვევაში, რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის 45-დღიან ვადას ემატება დროებითი შენახვის (ფაქტობრივი) ვადა და შეადგენს არა უმეტეს:
ა) მონაცემთა ავტომატიზირებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 90 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;
ბ) მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 65 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.”.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ.ბაინდურაშვილი
ი.მერაბიშვილი