„საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1761 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№834
სარეგისტრაციო კოდი
230020020.22.033.016039
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 147, 11/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება № 834

2010 წლის 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2006 წლის 20 დეკემბრის №1761 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის    მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1761 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006წ., №172, მუხ. 2327) დამტკიცებული „საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ)   მოწმობის გამოწერა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის №36-№111 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზ აშ ი ინფორმაციის ასახვი ს წესის“ შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ   ბაზაში აისახება ინფორმაცია:

გ.ა) თავისი სვლით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის და ნახევარმისაბმელის შესახებ;

გ.ბ) სატრანსპორტო საშუალებით ფიზიკური პირის მიერ გადაადგილებულ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტ საქონელზე გამოყენებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების (ლუქის) შესახებ.“.

2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.  ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანოში შემოსვლის დროს სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია არ წარედგინება და გამოიწერება მოწმობა (გარდა ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან წარედგინება TIR-კარნეტი.“.

მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი, თავისი სვლით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის, ნახევა რ მისაბმელის ან/და ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის შესახებ ინფორმაცია აისახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში.“.

4. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ)  მე-6 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვა.“.

5. მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ)  თავისი სვლით გადაადგილებული, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავ ა ს მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევ ა რმისაბმელები) სასაქონლო  პოზიციებში აღწერილი და  კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში – საბაჟო საწყობის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1761 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 11.11.2010.
როდის იქნა მიღებული „საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1761 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ?
„საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1761 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ მიღებულია 11.11.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №834. სარეგისტრაციო კოდი — 230020020.22.033.016039.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1761 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1761 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.11.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1761 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, №834, 11.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 230020020.22.033.016039 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1090664/